კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რეპერ მასტერის ანეკდოტები

გურულმა ცოლს საყვარელთან შეუსწრო და გადაირია:
– რას შობა, ქალო, აი ყაზახი ჩემს ლოგინში?
ცოლმა გამოყო საბნიდან თავი:
– უი ნენა, არ დეიჯერებ და... სასწოულს შობა, სასწოულს!
***
მიხოს, როგორც იქნა, ნანატრი ვაჟი შეეძინა. გადიოდა წლები, ბავშვმა კი ლაპარაკი ვერ ისწავლა. ერთი სიტყვაც არ იცოდა. ბოლოს, ოთხი წლის თავზე, ბავშვმა თავისი პირველი სიტყვა თქვა: პაპა. ყველამ მაგრად გაიხარა, მაგრამ მეორე დღეს პაპა მოკვდა. გავიდა რამოდენიმე კვირა, ბავშვმა თავისი მეორე სიტყვა წარმოთქვა – ბებო. მეორე დღეს ბებია უკან გაჰყვა პაპას. გავიდა კიდევ რამდენიმე კვირა. ბავშვმა თქვა თავისი მესამე სიტყვა – ძაღლი. მეორე დღეს ძაღლი მგლებმა შეჭამეს. შეშინდა მიხო, ღმერთსა სთხოვდა: ღმერთო, მამა არ ათქმევინო ამ მამაძაღლს, ამასაო და... ბავშვის მეოთხე სიტყვა იყო – მამა. გაემზადა მიხო, ანდერძი დაწერა, ახლობლებს დაემშვიდობა, დაწვა და ელოდება სიკვდილს... ამ ლოდინში ჩაეძინა და მომდევნო დღის დილამდე ეძინა. გაღვიძებულს, ჯერ გაუკვირდა, რომ არ მომკვდარა, შემდეგ გაუხარდა... ამ დროს მიხოს ცოლი შემოვიდა:
– მიხო, კაცო, რას წამოწოლილხარ, ვერ გაიგეე, ჩვენი მეზობელი მიტუა მამკვდარა!
***
კაცს ეკითხებიან:
– ბომბზე რო იდგე, როგორ მოიქცეოდი?
– როგორც მე მოვიქცეოდი, ისე მეიქცა ჩემი დამაწყევარი.
***
ანზორა კვდება და ცოლს დაუბარებს:
– რამდენჯერაც მიღალატებ, იმდენჯერ გადავბრუნდები საფლავში... – და, მოკვდება.
რამდენიმე წლის შემდეგ ცოლიც მოკვდება და საიქიოში გამწარებული ეძებს თავის ქმარს. გზაში შეხვდება ვიღაცეებს და ჰკითხავს:
– ანზორა ხო არ გინახიათ?
– რომელი ანზორა, ვინტილიატორად რო მუშაობს?

რეპერ ბედინას ანეკდოტები
სვანები 99-ე სართულზე ფეხბურთს თამაშობენ და ბურთი გადაუვარდებათ. ყველანი კიბით ჩავლენ ამოსატანად. სახურავზე მარტო ერთი სვანი დარჩება, რომელიც პირდაპირ გადახტება და ასფალტს დაენარცხება. კიბით ჩასულები მისცვივდებიან მიცვალებულს და ურტყამენ, რაც ძალა და ღონე აქვთ:
– მოკლე გზა თუ იცოდი, ჩვენ რატომ არ გვასწავლე?!
***
ფირმის ახალ დირექტორს მდივანი შუადღისას კაბინეტში შეუტანს კონიაკს და მარილს.
დირექტორი:
 - კონიაკი გასაგებია, მაგრამ მარილი რად მინდა?
მდივანი:
 - ძველ დირექტორს ევასებოდა ასე, ჯერ კონიაკს გადაკრავდა, მერე მარილს ძუძუზე დამაყრიდა და ტლიკავდა.
დირექტორი:
– საინტერესოა...
აიღებს დირექტორი გადაკრავს კონიაკს, მარილს სასქესო ორგანოზე დაიყრის და ეტყვის მდივანს:
 - შეიცვალა მთავრობა, გენაცვალე, შეიცვალა.
***
– ნაზიკია, მაჩუქე შენი სურათი, რა იქნება! – ეხვეწება რეზიკია.
– რად გინდა, ბიჭო, ჩემი სურათი? – გაინაზა ქალი.
– შტეფსელთან მივაკრავ, ბაღნები დენთან რომ არ მივიდნენ.
***
ორი ნარკომანი კაიფში აბირჟავებს. ერთი მაგრაა და უკვე სადაცა გაითიშება. მეორე აფხიზლებს:
– ბიჭო, ნახე ეგერ, იმ ხიდან სპილო ჩამოდის.
– აბა, სად?
– ეგე, ნახე, ბიჭო, მეორე სპილოც ჩამოდის... მესამე, მეოთხე...
– აუ, დაანებე რა თავი, ზნაჩიტ, მაგ ხეზე ბუდე აქვთ!

скачать dle 11.3