дебил б...дь
„და მე ავტირდი ვით მეფე ლირი…“
რაკი ისეა მოწყობილი ეს ცოდვილი მზისქვეშეთი, რომ მუდმივი მხოლოდ ინტერესებია, ჩვენმა ოკეანისგაღმელმა სტრატეგიულმა პარტნიორმა თავის უახლოეს მოკავშირე საუდის არაბეთსაც კი უგანა (თუმცა მხოლოდ ეკონომიკურად). ან კი როგორ არ უგანებდა, როდესაც დასავლეთისთვის ემბარგომოხსნილი ირანი ჰაერივითაა აუცილებელი დიდ გეოპოლიტიკურ ორთაბრძოლაში ჩრდილოეთთან (სხვათა შორის, ჩვენს კოჭსაც ემუქრება ალჩუზე დაჯდომის პერსპექტივა, თუკი ირანი გაერევა საერთაშორისო მარაქაში, იმდენადაც კი, რომ, შესაძლოა, თვით შავი დედლებივითაც კი გავკეთდეთ).
ამიტომაც სავსებით ბუნებრივია, რომ, რადგან ირანი ხელიდან გამოაცალეს, რფ საუდის არაბეთზე გადაერთო. ან კი როგორ არ გადაერთვებოდა, როდესაც საგაზ-სანავთობო ფრონტის ხაზზე მეფე ლირივით მარტო რჩება?!
თუმცა რფ რის რფ იქნებოდა, თავისებური რომ არ გამოერია?!
ასე და ამგვარად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანუ ქვეყნის ნომერ პირველმა დიპლომატმა, საუდისარაბელ თავის კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც გამომსვლელი არაბულად უბნობდა, არც მეტი, არც ნაკლები, ჩაილაპარაკა: „ეåხèë ხ...ჰü“.
შემდგომ არაოფიციალურად განმარტა, რომ „დებილი“ ნომერ პირველმა რუსმა დიპლომატმა არა თავის არაბ კოლეგას, არამედ არაბ ჟურნალისტს უწოდა, ოფიციალური ვერსიით (რფ-ის საგარეო უწყების განმარტებით) კი, ბ-ნ ლავროვს არაფერი უთქვამს, უბრალოდ, ჩაახველა (თუმცა, ვიდეოჩანაწერში „დებილიც“ ისმის და „ბლ...დიც“).
ჩვენ არ ვიცით, რა რეაქცია ჰქონდა საუდის არაბეთის მხარეს მომხდარზე, თუმცა ის კი ადვილი წარმოსადგენია, როდესაც მისთვის მნიშვნელოვან მოკავშირესთანაც კი ვერ იკავებს თავს დიპლომატი, სახელდობრ ჩვენ რა შარში ვართ მათი გადამკიდე?!