კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ოცნებობს ნინო ნინიძე თეთრ საქორწილო კაბაზე და რა ოცნება არ აუსრულა მან დედას

მსახიობ ნინო ნინიძეზე, რომელიც, ცნობილი მსახიობის, ია ნინიძის ქალიშვილია, ბოლო დროს გავრცელდა ჭორი, თითქოს ის რუს რეჟისორზე გათხოვდა და შვილსაც ელოდება. თავად მსახიობი პირად თემებზე საუბარს ერიდება და დიდად არც სწყალობს ჟურნალისტებს. ამბობს, რომ არ უყვარს, როცა მასზე გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებენ ან არასწორად შიფრავენ მის საუბარს, რადგან, არასდროს მალავს საკუთარ ცხოვრებას და, თუ რამე სიახლე იქნება მის პირად თუ შემოქმედებით სფეროში, საზოგადოება ისედაც გაიგებს. ამის მიუხედავად, მსახიობი საკმაოდ თბილი და გულღია რესპონდენტი აღმოჩნდა. ნინოს ჩვენ მოსკოვში დავუკავშირდით და საკმაოდ გულახდილი ინტერვიუც ჩავწერეთ.

 ნონო ნინიძე: დაბადებიდან იღბლიანი ვარ, მჯერა ჩემი შესაძლებლობების და ვცდილობ, არ დავზოგო ძალები, ბევრი ვიშრომო და მივაღწიო წარმატებებს. ყოველთვის მჯეროდა, რომ ყველაფერი გამომივიდოდა და ასეცაა. რასაკვირველია, სირთულეებიც მხვდება, მაგრამ, მათი გადალახვა ადვილად შემიძლია. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი დაუგეგმავად ხდება. მიმაჩნია, რომ სწორად ვცხოვრობ, ვცდილობ და გამომდის. არასდროს, არაფერი დამიგეგმავს – ეს არ მჩვევია. თუ შრომა გიყვარს, ყველაფერი გამოგივა.
– ცნობილი ადამიანების შვილები ერთგვარად დაჩაგრულები არიან – ორმაგი შრომა უწევთ, რომ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ ნებისმიერ სფეროში, რადგან მშობლის სახელის გავლენა მთელი ცხოვრება მიჰყვებათ, მათ ნიჭიერებასა და შესაძლებლობებს ფარავს. მეთანხმები?
– მართალია, როცა ცნობილი მშობლის შვილი ხარ, ორმაგი შრომა გიწევს, რომ მისმა სახელმა არ გადაფაროს შენი შესაძლებლობები. როცა ინსტიტუტში ვაბარებდი ან გადასაღებ მოედანზე მივდიოდი, მეუბნებოდნენ, უი, შენ ია ნინიძის ქალიშვილი არ ხარო? ეს არ მსიამოვნებდა. მე ვარ ნინო და მიყვარს, როცა ჯერ მე მაფასებენ ჩემი ნიჭიერებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე და მერე უსვამენ ხაზს, რომ მე, მსახიობ ია ნინიძის შვილი ვარ. თუმცა, დღეს რუსეთში ჩემი სახელი დავიმკვიდრე და, როცა სინჯებზე მივდივარ, არავინ იცის, ვისი შვილი ვარ – არ მიყვარს ამის აფიშირება. მე მინდა, ჩემი ნიშა დავიკავო და ჩვენს დედაშვილობას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს. კი ბატონო, დედა ჩემი საუკეთესო მეგობარია, მას არაფერს ვუმალავ და, ვიცი, ჩემი წარმატება ყველაზე მეტად მას ახარებს. სხვათა შორის, ახლახან დავასრულეთ რუსეთის პირველი არხისთვის სერიალის გადაღება. დედა ძალიან მგულშემატკივრობდა და ის სულ მალე გამოვა ტელეეკრანზე. ამ სერიალში მთავარი როლი მაქვს – გამომძიებლის საცოლე ვარ. ჩემი საქმროს, ქართველი გამომძიებლის როლს კი ქართველი მსახიობი – ზაზა ჭანტურია თამაშობს, რომელიც კიევში ცხოვრობს. ამ სერიალში იტალიური წყვილივით ვართ – ხან ვჩხუბობთ, ხან ვრიგდებით, ხან ვეჭვიანობთ, უყურადღებობასაც ვპატიობ და მაინც გვიყვარს ერთმანეთი. მოკლედ, სასაცილო საცოლე ვარ, ზაზა კი ძალიან ემოციური საქმროა (იცინის).
– ვიცი, არ გიყვარს პირად საკითხებზე საუბარი, მაგრამ, რადგან სიყვარულზე ჩამოვარდა საუბარი, გეტყვი: ჭორი გავრცელდა შენზე, რომ ცნობილი რუსი რეჟისორი კირილ პლეტნოვი და შენ დაოჯახდით  და შვილსაც ელოდებით, მაგრამ ამას მალავთ.
– პირადულ თემებზე მართლა არ მიყვარს საუბარი, თუმცა ეს ჭორი მეც გავიგე. ისე დამიწერეს – გათხოვდა და შვილს ელოდებაო, არც კი დამირეკეს, რომ გადაემოწმებინათ. მე დასამალი არაფერი მაქვს, ყველასთან სუფთა და გულღია ურთიერთობა მაქვს. მძულს ტყუილი და, მინდა, მართალი ვიყო ყველას წინაშე. თუმცა, რომ დაერეკათ და ეკითხათ, ორსულად თუ ხარო, მაინც არ ვუპასუხებდი. გეტყვით, რომ, დიახ, კირილი შეყვარებულია ჩემზე, ამას ვერ უარვყოფ, მაგრამ შვილს ჯერ ვერ ვხედავ (იცინის).
– ანუ, ურთიერთობის დაკანონებას ჯერ არ გეგმავთ?
– მართლა არ ვიცი, რა იქნება ხვალ, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ. თეთრ ლამაზ კაბაზე არასდროს მიოცნებია, არც ის მიფიქრია, შეყვარებული ოჯახში მოვიდეს ჩემი ხელის სათხოვნელად – მე ამ საკითხში თავისუფალი ვარ. კიდევ ვამბობ, მე დასამალი არაფერი მაქვს, დედაჩემთანაც გულახდილი ვარ და ჩემი ყოველი ნაბიჯი იცის. ისეთ რამეს არ გავაკეთებ და არც ვიკადრებ, რაც მას არ მოეწონება.
– როგორი დედაა ია და, თუ გინდა, რომ შენც ისეთი დედა იყო, როგორიც ის არის?
– დედაჩემი ჩემი მეგობარი კი არა, დასავითაა, მანაც იცის ჩემზე ყველაფერი და მეც ვიცი.  სხვათა შორის, დედაჩემის ოცნება იყო, მომღერალი გამოვსულიყავი და არა მსახიობი. კარგი სმენაც მაქვს, კარგადაც ვმღერი და სცენაზე, როლის თამაშის დროს, ეს ძალიან მეხმარება. ია ძალიან ობიექტურია და არასდროს მელაპარაკება მკაცრი დედასავით. დედობა ისეთი რამეა, არც კი ვიცი, მე როგორი დედა ვიქნები – მკაცრი თუ რბილი, თუმცა, მინდა, ჩემს ოჯახში დედაჩემივით ღია ურთიერთობები იყოს და არავის არაფერი ჰქონდეს დასამალი.  როცა დედა კარგად არ იცნობს თავის შვილს და არ არის ურთიერთგაგება, შვილს ერიდება მშობელთან გულღია საუბარი და იქ ყოველთვის ჩნდება ბარიერი.
– ამბობენ, ლამაზ ქალს გარეგნობის წყალობით უმართლებს, ადვილად გამოსდის საქმე და ადვილად აღწევს წარმატებებსო...
– ამ აზრს ვერ დავეთანხმები, რადგან ჩემი გარეგნობა, ხანდახან ხელსაც მიშლის. მინდა, ჩემი ნიჭით, შესაძლებლობებით და უცხო გარეგნობით შემაფასონ და არა მხოლოდ სილამაზე დაინახონ ჩემში. ერთმა რეჟისორმა მითხრა სინჯებზე, როგორი ჭკვიანი თვალები და გამოხედვა გაქვსო. რასაკვირველია, მესიამოვნა, მაგრამ, ისეთი მწარე ენა მაქვს – „რა ლამაზი ხარ და იქნებ... – ამაზე საკადრის, „პაკა” პასუხს გავცემ (იცინის).
– ნინო,  მოსკოვი ის ქალაქია, სადაც შენი ოცნებები ახდა?
– რასაკვირველია, მოსკოვში ჩემი ოცნებები ახდა და ამას ვერ უარვყოფ. აქ ვმუშაობ, პროფესიონალურად ვიზრდები და მიხარია, რომ მოსწონთ ჩემი შესრულებული სახასიათო როლები. მინდა, ბოლომდე გამოვიყენო ჩემი ნიჭი და შესაძლებლობები, ოღონდ, არ ვარ კარიერისტი, ასე არ გეგონოთ. ვფიქრობ, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ და ის კარგად გამოგდის, პირად ცხოვრებაშიც გაგიმართლებს. მე ჩემი ქართველობით ვამაყობ და, დამიჯერეთ, ჩემი გენეტიკა და ტემპერამენტი რუსეთში კარგად ჭრის. რუსი გოგონას როლიც მითამაშია და ქართველისაც და მაყურებელს ორივე დადებითად მიუღია. შენი ქართველობის გამო რომ ვინმე გბლოკავდეს რუსეთში – ეს ტყუილია. ახლახან დავასრულეთ, ასევე, რუსეთის პირველი არხისთვის გადაღებები, სადაც მოთხრობილია ისტორია ქართველებზე და მე ქართველი გოგონას როლი მაქვს ამ ფილმში. რადგან ქართველი ვარ, ამიტომ ვინმე ცალი თვალით მიყურებდეს – ეს აბსურდია. პოლიტიკა არ ეხება კულტურას; არ აინტერესებთ, რა გქვია და რა გვარი ხარ, მთავარია, რას წარმოადგენ და როგორი ადამიანი ხარ.

скачать dle 11.3