კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემოთავაზება მიიღო მალხაზ ელიავამ პრინცესა სტეფანიასგან და როგორ მონაწილეობს ის სამ ქართველ მოცეკვავესთან ერთად მსოფლიოს უდიდეს სცენებზე

საცეკვაო პროექტი ARROW, რომელიც 4 ქართველი პროფესიონალი მოცეკვავით არის დაკომპლექტებული, თითქმის მთელ მსოფლიოში სარგებლობს განსაკუთრებული სიყვარულით, მოწონებითა და აღფრთოვანებით. ჯადოსნური ცეკვა, სცენაზე დანთებული ცეცხლი, საოცარი პლასტიკა და ისრის სისწრაფე (ამიტომაც შეერქვა პროექტს ARROW – „ისარი”) – ასე ახასიათებენ ცნობილი შოუები, ცირკები, გამოცემები 4 ქართველი პროფესიონალი მოცეკვავის საქმიანობას მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ შოუებში, სატელევიზო პროექტებში, ცირკსა და სცენაზე. მალხაზ ელიავა ამ პროექტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია, რომელიც 11-წლიანი განშორების შემდეგ საქართველოში რამდენიმე თვით დაბრუნდა.

 მალხაზ ელიავა: გალში ვარ დაბადებული, დევნილობის შემდეგ წამოვედით თბილისში. აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავდი, შემდეგ – „სუხიშვილებში” და 2004 წელს წავედი უკრაინაში. იქ შევქმენი ბალეტი „ჯორჯია“, რომელიც ქართველი სტუდენტებით დავაკომპლექტე. გარდა ამისა, კიევშია საქართველოს ასოციაცია და იქ ვასწავლიდი ცეკვას. საფრანგეთში, კერძოდ კირვილერში, არის მუსიკალური ცენტრი, ევროპაში პირველი კაბარე Royal Palace, რომელსაც მონაკოს პრინცესა სტეფანია პატრონობს. ჩვენ იმ პერიოდში უკრაინაში ცირკ „კაპზოვს“ ვეხმარეობიდით, რადგან ქართულ ცეკვას როგორც აკრობატიკას ისე აღიქვამენ. ერთ-ერთი დიდი ცირკია. პრინცესა იქ არტისტების გასინჯვაზე ჩამოვიდა. პიერ მაიერი, Royal Palace-ს დირექტორიც პრინცესასთან ერთად იყო ჩამოსული. ნახეს ჩვენი ცეკვა, ძალიან მოეწონათ და მაშინვე დაგვიდეს კონტრაქტი. სამი ბიჭი ვცეკვავდით, ახლა ოთხნი ვართ და ვმოგზაურობთ სხვადასხვა ქვეყანაში, ვმონაწილეობთ შოუებში. ხალხმა „ისარი“ შეგვარქვა – ისარივით სწრაფები ხართ, დაფრინავთო.
– რა შემოგთავაზათ პრინცესა სტეფანიამ?
– აღფრთოვანებული ვართ თქვენი ცეკვით, ასეთი არაფერი გვინახავს; თუ გაქვთ სურვილი, იქნებ ჩვენს შოუში წამობრძანდეთო. მეორე დღესვე გავემგზავრეთ. Royal Palace მსოფლიოში ცნობილი და წარმატებული მოცეკვავეებით, აკრობატებითა და მსახიობებით  არის დაკომპლექტებული. ჩვენი ილეთები მათთვის ძალიან უცხო იყო და ჩვენც მოგვიწია მარტივი მოძრაობების შესწავლა, რომ მთლიანობაში „ჩავმჯდარიყავით.” შოუ საათსა და 40 წუთს გრძელდებოდა და სამი ნომერი ჩვენი იყო, ქართული. თავიდან ყველანი ვხსნიდით, შემდეგ კი მოდიოდა ჩვენი ნომერი.  შუალედშიც, სადაც ცოტა ჩავარდნასავით იყო, იქაც ქართული ნომერი აცოცხლდებდა და ბოლოს ისევ ქართული ცეკვით იხურებოდა შოუ. წარმოიდგინეთ, ფილარმონიაზე დიდი სცენა და სამ ბიჭს უნდა შეევსო. დეკორაცია საოცარია, ძალიან ძლიერი შოუა, მსოფლიოში ბევრი ცნობილი და წარმატებული შოუც კი ჩამორჩება. „სამეფო კარი“ ჰქვია და, შესაბამისად, თავის სახელს ბოლომდე ამართლებს. რომ ჩავედით, შოკში ვიყავით – ესაა საოცარი ადგილი. მაყურებელიც მაღალი დონის არის; თავად პრინცესაც ესწრებოდა, სამეფო ოჯახი, პრინცი, ბევრ ცნობილი ადამიანი. ჩვენი გასვლა იყო და – მთელი დარბაზი ფეხზე იდგა; ყველა კითხულობდა: ვინ ვიყავით, საიდან ვიყავით... პრიმა ბალერინები ესწრებოდნენ და მერე გვეკითხებოდნენ: ჩვენ პუანტებზე ვდგავართ და, გასაგებია, მაგრამ თქვენ ცერებზე ამ ყველაფერს როგორ აკეთებთო. ერთი წელი ვიმუშავეთ მათთან და ახლაც ვაპირებთ თანამშრომლობას. ამის შემდეგ იყო, ასევე, დიდი კაბარე – Le Paradis des Sources,  სადაც ასევე ძალიან საინტერესო იყო მუშაობა. პარიზში მიგვიწვიეს  სატელევიზიო შოუში – The Best, სადაც 2 წუთის განმავლობაში ვცეკვავდით და 16 მილიონმა ადამიანმა ნახა ჩვენი ნომერი პირდაპირ ეთერში. გარდა ამისა, საფრანგეთშია ყველაზე დიდი მოძრავი ცირკი MEDRANO, რომელსაც 50 ფილიალი აქვს და მთელ მსოფლიოშო მოძრაობს, 3 000-კაციანი შაპიტოა. ცირკის დირექტორმა შემოგვთავაზა თანამშრომლობა და სამი თვის განმავლობაში 75 ქალაქი მოვიარეთ. ჩვენი ნომრები იმდენად უცხო და საინტერესოა მათთვის, რომ, როდესაც სხვადასხვა შოუს, ცირკის ან კაბარეს დირექტორები მოდიან წარმოდგენაზე, ყველას სურს, თავისთან მიგვიწვიოს, კონტრაქტი დაგვიდოს – მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ახლა  ციურიჰში მივემგზავრებით. „ოჰ ლალა“ – ასე ჰქვია შოუს, ერთ-ერთი სერიოზული შოუა. 45 დღე ვიმუშავებთ მათთან. ყოველ წელს ცვლიან მსახიობებს და მსოფლიოში უძლიერესი არტისტები, მოცეკვავები და ჩემპიონები მიდიან იქ სამუშაოდ. ამის შემდეგ პარიზის სტაციონარულ ცირკში Bouglione-ში მივდივართ სამუშაოდ. ერთ-ერთი უძლიერესი და ულამაზესი ცირკია, თეატრივით არის. წესით, საშობაოდ უნდა ვიმუშაოთ იქ.
– როგორც ვიცი,  Cirque Du Soleil-სთანაც თანამშრომლობდით.
– Cirque Du Soleil რამდენიმე ცირკისგან შედგება და ერთ-ერთია The Vampire Circus,  საიდანაც პანამაში ფესტივალზე მიგვიწვიეს. საინტერესო იყო. გავაკეთეთ ჩვენი ნომერი: გრიმი გვქონდა ვამპირის, თავისი კბილებით. გვითხრეს: ძალიან გთხოვთ, შავი ჩოხები ჩაიცვით; თქვენ იმდენად ძლიერები ხართ, ვერავინ გეხებათ და ვამპირები თქვენ უნდა განდევნოთო. ჩვენით გაიხსნა შოუ და ჩვენით დაიხურა. სხვათა შორის, მანამდე გვქონდა თურქეთიდან მოწვევა, ერთ-ერთი სერიალისთვის – „დირილიშ“, რომელიც რეიტინგებში პირველ ადგილზეა. ქართველები ქორეოგრაფიის გასაკეთებლად მიგვიწვიეს. თურქ-სელჩუკებზეა სერიალი და, ქართველებმა ცხენზე ჯირითი და ხმლის ფლობა რომ იცით, ისე არავის შეუძლიაო. რამდენიმე დღე ვიყავით, ვიმუშავეთ მსახიობებთან. ისეთი სცენები დავდგით და ისეთ ტემპში, რომ, ბოლოს გვითხრეს: ეს შოუა, ჩვენ მშვიდი, წყნარი სცენები გვინდაო. ტუნისშიც, კართაგენში, მსოფლიოს ხალხთა ცეკვების ფესიტვალი იყო და იქაც ვიმუშავეთ; ლიონშიც გავაკეთეთ ცხენების ჯირითი – ასეთი სამუშაოებიც არის ხოლმე.
– ცნობილ ადამიანებთან თუ გიმუშავიათ?
– გოგოლ ბორდელოსთან ვიმუშავეთ. აქვს ასეთი თემა – Super Taranta, რომელზეც ცეკვა ავაწყვე. ბორდელომ თავის მუსიკაზე  რომ ნახა ჩვენი ცეკვა, გაგიჟდა. მადონას შოუში მონაწილეობდა და ჩვენც შემოგვთავაზა მონაწილეობა, მაგრამ, უკვე მადონას ბალეტი ცეკვავდა, აღარ გამოდიოდა და ბოდიში მოგვიხადეს. მხოლოდ შოუს დავესწარით. ნიუ-იორკში გვქონდა კონცერტი და იქ გავიცანით ბრუს უილისი, რომელიც დაინტერესდა, ვინ ვიყავით, საიდან ვიყავით. ჩვენ ოთხს  ამერიკაშიც ხშირად გვაქვს გასტროლები – ჩიკაგოში, ლას-ვეგასში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში. როცა დრო გვაქვს და საინტერესო შემოთავაზებაა, მივდივართ და ვმუშაობთ. ასე მუშაობა ძალიან საინტერესოა.

скачать dle 11.3