კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დაინტერესდა ქეთევან გორდეზიანის სიღნაღში გამოფენილი ნახატებით და რა სთხოვეს ახალგაზრდა ქართველ მხატვარს ირლანდიის დელეგაციის წევრებმა

31 ივლისს სიღნაღის მუზეუმში ახალგაზრდა მხატვრის, ქეთევან გორდეზიანის გამოფენა დაიხურა, რომლის დათვალიერების შესაძლებლობაც, მსურველებს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ჰქონდათ. გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდშია შექმნილი. ქეთევანის პირველი პერსონალური გამოფენა წარმატებით დასრულდა.
ქეთევან გორდეზიანი: საკმაოდ ადრეული ასაკიდან ვხატავ – 5 წლისას უკვე მქონდა გამოფენა ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა გალერეაში, ოღონდ, ეს იყო ჯგუფური გამოფენები. მოგვიანებით, სკოლის პარალელურად, ვსწავლობდი სამხატვრო სკოლაში, სადაც კონკურსით, შერჩევის გზით მოვხდი. სკოლის შემდეგ მივდიოდი ხატვის გაკვეთილებზე და დაახლოებით 8-9 საათამდე ვმეცადინეობდი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, უნდა ამერჩია, რა მიმართულებით დავამთავრებდი ამ სამხატვრო სკოლას და მე ავირჩიე გრაფიკა. სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, სადაც გამოცდაზე იმ წელს ყველაზე მაღალი შეფასება მე მქონდა – 97 ქულა მივიღე და მოვიპოვე როგორც სახელმწიფო გრანტი, ასევე კულტურის სამინისტროს დაფინანსებაც. მერე გამიმართლა და მოვხვდი ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში. სტუდენტური კონკურსი იყო, გავიმარჯვე, წავედი ლონდონში და იქ გავიარე კურსები ინტერიერის დიზაინის განხრით. არსებობს ასეთი საერთაშორისო სტუდენტური გაერთიანაბა AIESEC; იქ ასევე კონკურსის წესით, შერჩევის გზით მოვხვდი და  გამიშვეს ლიტვაში, სადაც სხვადასხვა კოლეჯსა და უნივერსიტეტში ვატარებდი ტრენინგებს საქართველოს ტურიზმის, ისტორიის, კულტურის თემებზე; ასევე, სტუდენტებს ვაცნობდი მსოფლიო მხატვრობას, ქანდაკებასა და არქიტექტურას. დედაჩემი პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა, მისი ბიძა კი არის საკმაოდ ცნობილი მხატვარი – ჯიბსონ ხუნდაძე. სხვა ჩემს ოჯახში ხატვით არავინ არის დაკავებული. მე ვფიქრობ, უფრო დედის მხრიდან მოდის ეს ჩემი ხატვის ნიჭი.
– ვისი შეფასებაა შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
– ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახის წევრების აზრი. სხვათა შორის, ძალიან მკაცრი შემფასებლები არიან.
– ნახატების გაყიდვა გიჭირს?
– რა თქმა უნდა. გამოფენის შემდეგ მაქვს ბევრი შემოთავაზება და სერიოზულად ვფიქრობ – ვცდილობ, გადავაბიჯო ამ ჩემს ეგოიზმს და დავთმო ნახატები. ისიც მაქვს გაცნობიერებული, რომ მხატვრისთვის თავისი ნამუშევრის გაყიდვა ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის კარგი საშუალებაა, ამიტომ, მომიწევს, შეველიო ჩემს ნახატებს.
– ვიცი, რომ ძალიან ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა შენს ნამუშევრებს.
–  ძალიან ბევრმა დაათვალიერა და ბევრი კარგი შეფასებაც მივიღე, მათ შორის ისეთი პროფესიონალებისაგან, როგორიცაა მხატვარ-პროზაიკოსი რეზო ადამია. შთაბეჭდილებების წიგნში ძალიან ბევრი დადებითი შეფასება ჩამიწერეს, რამდენიმემ საკონტაქტო ტელეფონიც დამიტოვა – თუ გაყიდვას გადაწყვეტ, აუცილებლად შეგვეხმიანეო. ისე დაემთხვა, რომ ჩემი ნამუშევრების გამოფენის პირველ დღეს საქართველოს პარლამენტში სტუმრად იყო ჩამოსული დელეგაცია ირლანდიიდან, ისინიც მოვიდნენ მუზეუმის დასათვალიერებლად და ისე აღფრთოვანდნენ, მთხოვეს, იქნებ მომავალში ჩვენს ქვეყანაშიც მოაწყო გამოფენა, ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვრებსო.
 – რა არის შენი სამომავლო გეგმები?
– მომავალში აუცილებლად მინდა გამოფენის მოწყობა თბილისში. შეძლებისდაგვარად უკვე ვმუშაობ და, იმედი მაქვს, ამ მიზანს მალე განვახორციელებ.

скачать dle 11.3