კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ანა ტურაზაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ჟურნალში 25 საუკეთესო ბალერინას შორის და როგორ გახდა ის მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინა

ბალერინობა დედას სურვილით, საკმაოდ გვიან – 9 წლის ასაკში დაიწყო; თუმცა, ბალეტზე შევლის პირველივე დღეს მიხვდა, რომ ეს ის პროფესია იყო, რომელსაც სრულყოფილად უნდა დაუფლებოდა. 14 წლის ასაკში სწვალა რუსეთის ქორეოგრაფიულ აკადემიაში განარძო, უკვე 15 წლისამ კი დიდი თეატრის სცენაზე იცეკვა.  საუბარია  ანა ტურაზაშვილზე, რომელიც უკვე ექვსი წელია, დიდი თეატრის სცენაზე ცეკვავს.  ის მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ჟურნალში Dance Magazine-ში, 25 საუკეთესო ბალერინას შორის მოხვდა. ანა თბილისში დასასვენებლად ჩამოვიდა და ძალიან პოზიტიური, ხალისიანი, გულწრფელი ინტერვიუ მოგვცა. 

ანა ტურაზაშვილი: ბალეტზე დედას სურვილით დავიწყე სიარული. ძალიან უყვარდა ცეკვა და მეც მქონდა ინტერესი, განსაკუთრებით – საბალეტო კოსტიუმების მიმართ (იცინის). ბავშვობაში ძალიან მორცხვი ვიყავი და ვერც კი წარმოვიდგენდი, ვინმე თუ შეხედავდა ჩემს ცეკვას. უფრო მეტიც, ცეკვა შემეძლო მაშინ, როცა მარტო ვიყავი და არავინ მიყურებდა. დედას კაბებს ჩავიცვამდი ხოლმე, გამოვიპრანჭებოდი და ცეკვასაც ვიწყებდი. ალბათ, ეს შენიშნა დედამაც და შემომთავაზა ბალეტზე სიარული, მეც დავთანხმდი. თან, ასაკით უკვე საკმაოდ დიდი ვიყავი – 9 წლის. მოკლედ, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში წავედით. ძალიან მრცხვენოდა იქ მისვლა, ვნერვიულობდი. კარგად მახსოვს ეს დღე: რომ შევედით, რაღაც პატარა ცეკვა ჰქონდათ დადგმული. მაკამ მითხრა, უყურე და, რასაც დაიმახსოვრებ, მერე გვაჩვენეო. კარგი-მეთქი, არადა, ისე ვნერვიულობდი, ხელისგულები სულ ოფლიანი მქონდა. ამ დროს მოხდა ჩემში გარდატეხა: მივხვდი, რომ არავის მოვეწონებოდი სცენაზე მორცხვი, ამიტომ, მოვიკრიბე მთელი ენერგია, სიმორცხვეც გვერდზე გადავდე და, რაც მახსოვდა თამამად გავიმეორე (იცინის). ძალიან შემაქეს, ისიც კი მითხრეს, ამდენი როგორ დაიმახსოვრეო. იმ დღის შემდეგ ბალეტიდან აღარ გამოვსულვარ. მაშინ მივხვდი, რომ ამ მიმართულებით უნდა მევლო.  ორი თვე დავდიოდი ამ სტუდიაში. შემდეგ მაკა მასწავლებელმა მირჩია, რომ აუცილებლად შევსულიყავი ჭაბუკიანის სასწავლებელში, თან, ასაკიც ხელს მიწყობდა –  იქ 10 წლიდან იღებენ ბავშვებს და მეც მალე ვხდებოდი 10 წლის. მოკლედ, ჩავაბარე გამოცდები და მიმიღეს. 14 წლის ვიყავი, მოსკოვში რომ წავედი და ქორეოგრაფიულ აკადემიაში ჩავირიცე, სადაც სამი წელი დავყავი. თუმცა, იმის გამო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ვიყავი, ვერ შევძელი იქაურ თეატრებში მოხვედრა და თბილისში დავბრუნდი. ორი წლის განმავლობაში ქალბატონ ნინო ანანიაშვილთან ვცეკვავდი.
– დიდი თეატრის დასის ბალერინა როგორ გახდი?
– ბავშვობიდან მინდოდა დიდ თეატრში ცეკვა, თუმცა პირველ ცდაზე არ გამომივიდა და ძალიან დამწყდა გული. წითელ დიპლომზე მქონდა სასწავლებელი დამთავრებული და, ვისაც წითელი დიპლომი აქვს, რაღაც პერიოდის შემდეგ მოქალაქეობას ანიჭებენ. მეც, როდესაც მოქალაქეობა მივიღე, ისევ წავედი მოსკოვში,  თავიდან გავიარე ქასთინგი და ამიყვანეს. ყველას ვახსოვდი, ანიჩკას მეძახდნენ. უკვე მეექვსე წელია, რაც დიდი თეატრის ბალერინა ვარ. თუმცა, პირველად რომ გამოვედი დიდ თეატრის სცენაზე, აკადემიაში ვსწვლობდი და 15 წლის ვიყავი. მაშინ ძველი სცენა იყო, შემდეგ განაახლეს და, მოხარული ვარ, რომ არქაულ სცენაზეც მომიწია ცეკვა. თუმცა, სიხარულისგან და ემოციებისგან, იმდენად ვღელავდი, კარგად არ მახსოვს ეს დღე.
– Dance Magazine-მ 25 მოცეკვავის ფოტო გამოაქვეყნა, რომელთა შორის შენც იყავი. როგორ მოხვდი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალის ფურცლებზე?
– ეს ჩემთვისაც ძალიან დიდი სიურპრიზი იყო. შარშან თეატრიდან სამი კვირით ვიყავი წასული გასტორლებზე  ნიუ-იორკში და სოლო პარტიებს ვცეკვავდი „დონ კიხოტსა” და „გედის ტბაში”. მაშინ ბევრი სტატია დაიწერა და უცებ გაშუქდა ჩვენი იქ ყოფნა, თუმცა ამას ნამდვილად არ მოველოდი. ზამთარში, როდესაც Dance Magazine-ს წლის შემაჯამებელი ვერსია გამოვიდა, შემთხვევით მომწერეს: ანა, ნახე, 25 ბალერინას შორის მოხვდიო. ძალიან გამიკვირდა, უფრო იმიტომ, რომ წამყვან პარტიებს არ ვცეკვავდი, მხოლოდ სოლო ვარიაცები მქონდა. თურმე, ერთ-ერთ ბალეტის კრიტიკოს ჟურნალისტს შევუმჩნევივარ და მან მომახვედრა. ყველაზე სასიამოვნო კი ხალხის რეაქცია იყო – ეს ფოტოები „ფეისბუქზე” დავდე და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნაცნობი იყო თუ უცნობი, ყველა მილოცავდა.
– მოსკოვში მარტო წახვედი? არ გაგიჭირდა თავიდან უცხო ქალაქთან და ხალხთან შეგუება?
– მოსკოვში დედა გამომყვა და საერთოდ, ბალეტის გზის დასაწყისიდან დღემდე ჩემ გვერდითაა. მან დიდი მსხვერპლი გაიღო: ოჯახი, ჩემი ძმა, სამსახური – ყველა და ყველაფერი დატოვა და მე წამომყვა. ასევე, მამაც სულ გვერდით მიდგას, მისგანაც დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი ყოველთვის. ქართული მენტალიტეტის მიუხედავად, არასდროს უთქვამს, ბალეტისთვის თავი დამენებებინა, პირიქით, მასაც ძალიან უყვარს ხელოვნება. სიმართლე გითხრა, დიდიად არ მინდოდა წასვლა, მხოლოდ დიდი თეატრის ხათრით წავედი. თბილისში მყავს ყველა – ნათესავები, მეგობრები, ახლობლები და გამიჭირდა მათი დატოვება.  თავიდან, რომ ჩავედი, ენის ბარიერიც მქონდა.  მართალია, რუსული ვიცოდი, მაგრამ, რუსთან გამართულად ვერ ვსაუბრობდი. ამ კუთხით სკოლაშიც ძალიან მეხმარებოდნენ როგორც ბავშვები, ასევე მასწავლებლებიც. სკოლაში ყოველ დილით მეტროთი მივდიოდი და მორალურად ვემზადებოდი (იცინის). ბავშვები მეუბნებოდნენ, როგორც შეგიძლია ისე ილაპარაკე, ჩვენ გვესმისო. პედაგოგოები ნახევარი წლის განმავლობაში არაფერს მეკითხებოდნენ, უბრალოდ, მივდიოდი და გაკვეთილებს ვესწრებოდი. მერე ნელ-ნელა აქტიურადაც ჩავები სასწავლო პროცესში. ჩემთვის რთული აღმოჩნდა ასევე,  ტერიტორიებთან შეგუებაც. თბილისში ყველაფერი ორ ნაბიჯზეა, 15-20 წუთში, სადაც გინდა, იქ ხარ. მოსკოვში კი, სახლიდან სკოლამდე საათ-ნახევარი მჭირდებოდა, რადგან, სამ ტრანსპორტს ვიცვლიდი: ტრამვაის, მეტროს და ტროლეიბუსს. რობოტის რეჟიმით დავდიოდი (იცინის). ახლა ძალიან მივეჩვიე იქაურობას და თბილისში დასასვენებლად ჩამოვდივარ ხოლმე.
– როგორი რეჟიმი გაქვს?
– ბალერინას ცხოვრება ძალიან დატვირთულია. 11 საათიდან შევდივარ სარეპეტიციო დარბაზში და საღამოს სპექტაკლით ვამთავრებ. დიდ თეატრში სეზონზე  დაახლოებით 220 სპექტაკლი გავქვს და ყველაში ვიღებ მონაწილეობას. თუ, თავისუფალი დრო გამომიჩნდება, მაშინაც კოსტიუმების მოზომვაზე გავრბივარ – ბოლომდე ჩემს პროფესიაში ვარ. ბავშვობიდან გოგოური და ქალური რაღაცეები მიყვარდა, პრანჭია ვიყავი (იცინის).
– გართობისთვის, მეგობრებისთვის როდის ახერხებ დროის გამონახვას?
– ორშაბათს გვაქვს დასვენება და კვირა საღამოობით გავდივართ ხოლმე სადმე. გასტროლებზეც ხშირად დავდივართ და უფრო იქ ვიწყობთ განტვირთვის დღეებს. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, ბალეტის კოსტიუმებით მოგვიწყვია ფართი სასტუმროს ნომერში.  დერეფნებში სულ გაოცებული გვიყურებს ხოლმე ხალხი – ესენი ვინ არიანო (იცინის).
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– დაოჯახება კარიერას აფერხებს და ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვფიქრობ ოჯახის შექმნას. თაყვანისმცემლები ბალეტის მხრიდანაც და ისედაც მყავს. მაგრამ, პირადად მე, სერიოზულად არავის ვუყურებ. თავის მოწონების ყველაზე მიღებული მეთოდია ყვავილების გამოგზავნა სცენაზე. ჩვენთან აკრძალულია, რომ მაყურებელმა ამოგიტანოს თაიგული. ამისთვის არიან სპეციალური ადამიანები, მათ უნდა გადასცენ ყვავილები წერილითურთ და, ასე, სხვისი შუამავლობით შეუძლიათ, მოგაწოდონ სცენაზე. იყო ერთი ყმაწვილი, რომელმაც დიდი წითელი ვარდების თაიგული თავისი ფეხით ამომიტანა სპექტაკლის დასრულების შემდეგ (იცინის). დღემდე არ  ვიცი,  ეს როგორ მოახერხა; რომ დავინახე, გავოცდი. ყველა ეკითხებოდა, ეს როგორ შეძელიო. დიდ ყვავილებსა და ვარდებს კალათებით მიგზავნიან, ოთახში მაქვს ხოლმე დაწყობილი. კალათა იმდენად მოუხერებელი და მძიმეა წასაღებად, ბოლოს ვთხოვე კიდეც, კალათები მაინც აღარ მომიტანოთ-მეთქი. სხვათა შორის, გაითვალისწინეს. იმდენად რთულია ჩემი პროფესია, მართლა არაფრისთვის აღარ მრჩება დრო, ბოლომდე ჩემს საქმეში – ბალეტში ვარ ჩართული. ბალერინობა დიდ შრომას მოითხოვს.

скачать dle 11.3