კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

მამა გაბრიელს იხსენებენ...
„მე და მამა გაბრიელი (ურგებაძე) ტაძრიდან გამოვედით. ბერმა პირჯვარი გამოისახა და ტაძარს რამდენიმე მეტრით დავშორდით. უცებ შემოტრიალდა და ტაძრის მხარეს დაიწყო ნერწყვა. შემდეგ რესტორანს ჩავუარეთ. მან პირჯვარი გამოისახა. ამას ხშირად აკეთებდა, მაგრამ მე ვერ ვხვდებოდი, რატომ. მაინც ვერ მოვისვენე და ვკითხე:
– მამაო გაბრიელ, გთხოვთ, განმიმარტოთ, რატომ იქცევით ასე – ტაძარს რომ მიუახლოვდებით, ნერწყვავთ, რესტორანს ჩაუვლით და – პირჯვარს გამოისახავთ და ლოცულობთ?
– რადგან გულით მეკითხები, გეტყვი, თუმცა ეს ჩემი საქმეა. აგიხსნი... ეკლესიის გარშემო სამ წრეზე ეშმაკები დგანან და არ უნდათ, ადამიანები შიგ შევიდნენ. ტაძრიდან რომ გამოვდივარ, ვხედავ მათ და ვნერწყვავ. რესტორანთან რომ ჩავივლი, ვხედავ, როგორ ტირიან წმიდა ანგელოზები, ადამიანები რომ ღრეობენ. მეც წმიდა ანგელოზებთან ერთად ვლოცულობ – ღრეობას თავი დაანებონ და ტაძარში წავიდნენ. ტაძარი ხომ ცას განასახიერებს. მე ტაძარს გავუარო და შიგ არ შევიდე?! გვერდით თუ ჩაუვლი ეკლესიას და პირჯვარს გამოისახავ, ნიშნავს, უფალს მიესალმო: გაგიმარჯოს, ღმერთოო, – და გზა განაგრძო. ეშმაკებს კი უხარიათ, ტაძარს გვერდს რომ აუვლიან. ამიტომ ეს რკალი უნდა გაარღვიო. ტაძრის კარამდე მაინც მიდი და იქ გამოისახე პირჯვარი. თუ შესვლის დრო არ გაქვს, უფალს პატიება სთხოვე“.
***
„გაბრიელ ბერს არა მხოლოდ ადამიანები, ცხოველებიც ებრალებოდა. როდესაც ზამთარში ყინვები იწყებოდა, ცხოველებსა და ჩიტებზეც ზრუნავდა და აპურებდა. ერთხელ, წირვიდან გამოსულებმა ძაღლს ქვა ესროლეს. გაბრიელ ბერი შეწუხდა და დანანებით თქვა:
– უმჯობესი იყო, წირვაზე არ ყოფილიყვნენ!
მის სენაკთან ხშირად მიდიოდა პატარა, ჭრელი, უპატრონო ძაღლი. ბერი ისეთი სიყვარულით ეფერებოდა ცხოველს, რომ სხვაშიც დიდ სიყვარულს აღძრავდა. საჭმელს უყრიდა და თან ამბობდა:
– ნახე, ნახე, საწყალი, ცოდოა, მშიერია.
ძაღლიც, მის დანახვაზე ათამაშდებოდა, შემდეგ ჩერდებოდა და საათობით მშვიდად შეჰყურებდა.
ერთმა მორწმუნემ შიშით უთხრა:
– მამაო, გაბრიელ, ჭამის დროს რომ ეფერებით, არ გიკბინოთ.
გაბრიელ ბერს გაეღიმა:
– ცხოველი გრძნობს ადამიანში ბოროტებას, ეს აღიზიანებს და ამიტომაც ესხმის თავს.
იმ მორწმუნემ, მეორედ რომ ჩავიდა ბერთან სტუმრად, ძაღლიც მოიკითხა.
– მოკლეს, – ნაღვლიანად უპასუხა მან და ამ სიტყვებში იყო უკიდურესი სევდა და დარდი, – არა უწყიან, დაო, რას სჩადიან. ძაღლმა გამიგო და ადამიანმა – ვერა.
ამ ამბავმა მორწმუნეზე ისე იმოქმედა, ერთი კვირა განუწყვეტლივ ტიროდა. აქედან მოყოლებული არ შეეძლო, გულგრილად ჩაევლო მაწანწალა, უსუსური ძაღლებისთვის.
მამა გაბრიელი ყველაფერს, ღვთისგან შექმნილს, სასოებით უფრთხილდებოდა. ბალახსაც კი დიდი სიყვარულით ეფერებოდა. თუ ვინმე უმიზნოდ, გასართობად გასრესდა თუნდაც ერთ ღერს, მკაცრად გააფრთხილებდა:
– მაგ ბალახს შენ მიეცი სიცოცხლე? შეგიძლია, შექმნა იგი? თუ არ გჭირდება, ღვთის ბოძებულს რად აფუჭებ?“

скачать dle 11.3