კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა ადამიანის წარუმატებლობის მთავარი მიზეზი მისი ენერგეტიკული ველის მდგომარეობა და რატომ არ უნდა დავაბრალოთ უბედურება, უფულობა თუ წარუმატებლობა უიღბლობას

ყველა ოცნებობს იმაზე, თუ როგორ მიაღწიოს წარმატებას და ფიქრობს, რა გააკეთოს იმისთვის, რომ ფული იშოვოს, შეიქმნას ოჯახური იდილია, გახდეს საქმეში სასურველი კომპანიონი და ასე შემდეგ. როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ქალბატონი ლილი ამბობს, ამ ყველაფრის მიღწევა არც ისე რთულია, თუ ადამიანი გონების მობილიზებას მოახერხებს, ქვეცნობიერს „ჩართავს” და აზრსა და ფიქრს სწორ მიმართულებას მისცემს.

ლილი: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარ თავს დაეხმაროს, გახდეს წარმატებული, სასურველი და ფულიანი. ასე რომ, გირჩევთ, იფიქროთ საკუთარ კეთილდღეობაზე და ნურასდროს იტყვით უარს იმაზე, რისი მიღწევაც ნამდვილად შეგიძლიათ.
– ამისთვის მხოლოდ ფიქრი რომ არ კმარა და იღბალიც საჭიროა?
– დიახ,  ბევრი ამბობს, უიღბლო ვარ, ალბათ, ვერასდროს ავაწყობ ცხოვრებას და ვერ მივაღწევ წარმატებებსო. წუწუნს ჯობია, იმოქმედოთ და უქმად, მხარ-თეძოზე წამოწოლილმა არ დაკარგოთ ის დღე, რომელსაც თქვენთვის ბედნიერების მოტანა შეუძლია. წარუმატებელი და უიღბლო ადამიანი დედამიწის ზურგზე არ არსებობს. არსებობენ წუწუნა და უსაქმური ადამიანები, წარმატებას თავადვე რომ ბლოკავენ. ზოგს უკვირს და ფიქრობს, რატომ უმართლებთ სხვებს მეტად, რატომ არიან ისინი ჩვენზე წარმატებულები, რატომ გვეცარება ხელიო. წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ადამიანის ენერგეტიკული ველის მდგომარეობაა; ასევე, ხშირად იძენს წყევლის ძალას უნებურად წამოსროლილი სიტყვაც. მოკლედ, არსებობს დეტალები, რომლებიც უნდა გახსოვდეთ. ბევრს უკვირს, რატომ არ მიმართლებს კაზინოში, ბიზნესში, ფულში, პარტნიორშიო და, საერთოდ არ ესმის, რა კავშირშია ადამიანის ენერგეტიკული ველის მდგომარეობასთან წარუმატებლობა.
– მე მაინც მგონია, ადამიანის უიღბლობა ზეციური ძალების სასჯელია და ეს სულაც არ არის ჩვენი მიზეზი.
– გეთანხმებით, ნაწილობრვ ასეა. ადამიანის უიღბლობა ზეციური ძალების სასჯელია, შემთხვევითობა კი სხვა არაფერია, თუ არა ჯერ კიდევ ამოუცნობი კანონზომიერება. აქედან გამომდინარე, თავს დატეხილი უბედურება, უფულობა თუ წარუმატებლობა უიღბლობას კი არ უნდა დავაბრალოთ, არამედ, ამისი სათავე საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. მაგალითად, როცა ერთი ადამიანი უმოწყალოდ წყევლის მეორეს ან აგინებს გამიზნულად, ჩათვალეთ, რომ ის ამით საკუთარ ენერგეტიკულ ველს აზიანებს. ეს კი აუცილებლად გამოიწვევს წარუმატებლობას პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში. როცა ვინმეს მიმართ ზიზღს გამოხატავთ, წყევლით და აგინებთ, სამყაროში უარყოფით იმპულსებს უშვებთ და ის იმპულსები ბუმერანგივით უკან გიბრუნდებათ. ეს იგივეა, სამყაროს საკუთარი ბედი დააწყევლინოთ.
– ანუ, გინებით ვიწყევლით თავს და ვბლოკავთ წარმატებასა და იღბალს?
– სწორად მიმიხვდით. გინებით აბინძურებთ საკუთარი მომავლის ენერგეტიკულ კოდს და გაუცნობიერებლად ბლოკავთ წარმატებისა და მოგების შანსებს. ზოგადად, ყველა ისე ცხოვრობს, როგორც იმსახურებს. აბა, დააკვირდით – აზარტული თამაშის დროს რაც მეტს იგინება ადამიანი, მით უფრო აგებს, ხოლო, ვინც ჩუმად ზის, ის მეტად იღბლიანია. წარუმატებლობა აზარტული თამაშების დროს – სამყაროს პასუხია ადამიანის საქციელზე. არსებობს გარკვეული პერიოდები, როცა საშიშია საკუთარ ბედზე საუბარი, წყევლა თუ გინება, რადგან ეს ყველაფერი უკანვე გვიბრუნდება ელვის სისწრაფით. ერთმა უცაბედად გაელვებულმა და გაუაზრებელმა ფიქრმაც კი, შესაძლოა, რადიკალურად შეცვალოს მთელი თქვენი ცხოვრება. სწორედ ამიტომაა საჭირო სიფრთხილე, კონტროლი და წინდახედულება თითოეული სიტყვის წარმოთქმისას, რომ აღარაფერი ვთქვათ, გაცნობიერებულ საქციელზე. დაფიქრდით, რადგან დღევანდელი საქციელით ჩვენსავე მომავალ ბედს განვსაზღვრავთ. გაბრაზებულ გულზე ერთმა ცუდმა გაფიქრებამაც კი, შესაძლოა, გენური პროგრამა შეცვალოს და ბედში ნეგატიური ცვლილებები შეიტანოს. ცხოვრებაში უბრალოდ არაფერი ხდება. ნებისმიერი ადამიანი უნდა იმახსოვრებდეს იმ დღესა და რიცხვს, როცა რამე ნეგატიური მოხდა მის ცხოვრებაში და გაიაზროს, როგორ განწყობაზე იყო იმ კონკრეტულ დღეს: ხომ არ უსურვა სხვას ცუდი; ხომ არ დაიწუწუნა ბედზე; გაბრაზებულმა ხომ არ იგინა და ასე შემდეგ. ზოგადად, თუ გადავხედავთ განვლილ ცხოვრებას, დროსა და სივრცეში შეინიშნება ჩვენი არსებობის თანდაყოლილი შეზღუდვები და მას უნდა დავემორჩილოთ.
– ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რას გულისხმობთ დროსა და სივრცეში, ან, თუნდაც, ცხოვრებისეულ შეზღუდვებში?
– მაგალითად, თუ ხვდებით, რომ ორშაბათობით ან შაბათობით, 2, 9 ან 21 რიცხვში საქმე კარგად არ გამოგდით, გიწევთ ჩხუბი, იქმნება პრობლემები და ასე შემდეგ, ესე იგი, ამ დღეებსა და რიცხვებში განსაკუთრებულად უნდა დააკვირდეთ საკუთარ საქციელსა და სიტყვებს. ყველას აქვს თავისი თარსი, ნეგატიური რიცხვი, დღე და ამ დღეებსა და რიცხვებს უნდა მოერიდოთ. ამ დროს მეტად უნდა  აკონტროლოთ ემოცია და ქცევა. ახლა მეტყვით, ეს რა შუაშია, უბრალოდ, ვიღაცას არ უმართლებს ცხოვრებაში, ბედი არ სწყალობსო. ამაშიც გარკვეული კანონზომიერება დევს. ისე კი, ყველას შეგვიძლია, ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიოთ და ამაში საკუთარი თავის გარდა, ვერავინ დაგვეხმარება. ამისთვის კი მთავარია, თქვენს საუბარს ძლიერი ენერგეტიკული ფონი შეუქმნათ. კერძოდ, თუ ადამიანი ემოციის გარეშე საუბრობს, მის სიტყვებს არანაირი ენერგეტიკული ძალა არ აქვს. რაც მეტია ემოციური ფონი, ენერგეტიკულად მით უფრო ძლიერია თქვენი ნათქვამი სიტყვა და მას გარშემო მყოფების მოზიდვა, დაჯერება და დაფიქრება შეუძლია. ანუ, ამ დროს ადვილად ზემოქმედებთ ადამიანებზე.  ჩვენი წარმატების მთავარი საფუძველი – კარგად გააზრებული მანერებია. რასაკვირველია, ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებაც შველის, მაგრამ, თუ მხოლოდ ამაზე იფიქრე და თქვი, მე ქუდბედიანი დავიბადე და ყველაფერი თავისით მოვაო, ისე დაგენგრევა ცხოვრება, აზრზეც ვერ მოხვალ. ცხოვრებაში მეტად გიმართლებს, თუ ბედნიერ ვარსკვლავზე ხარ დაბადებული, მაგრამ, ამასთან ერთად, შრომაც გიყვარს და დახვეწილი მანერებიც გაქვს – ამ შემთხვევაში, შენი ცხოვრება და წარმატება ზენიტშია. ემოციური საუბრით კი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს. თუ თქვენი საუბარი ემოციური და დამაჯერებელი არ არის, ამით ვერ მოხიბლავთ გარშემო მყოფებს, ვერც აიყოლიებთ და ვერც კეთილად განაწყობთ თქვენ მიმართ. ასე რომ, დაუკვირდით საკუთარ მანერებს, საუბრის ტემბრს და ბუნებრივად მიიზიდეთ საზოგადოების ნდობა, პატივისცემა და სიყვარული.

скачать dle 11.3