კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ემართება სუსტ მამაკაცს ქორწინებაში და რა არ უნდა მოუთმინოს მას ცოლმა

თუ ქალები იშვიათად არიან ბედნიერები ქორწინებაში, ეს ისევ ქალის ბრალია, – ამტკიცებს ზოგიერთი ფსიქოლოგი და ამას მამაკაცის აღზრდაში დაშვებულ შეცდომებს უკავშირებს, რომელიც დიდწილად დედის ბრალია. სამწუხაროდ, ოჯახში გოგონებს უფრო ასწავლიან და ჩასჩიჩინებენ მომავალი ქმრის მორჩილებას, ვიდრე ბიჭებს. შედეგად, ვიღებთ ქორწინებას, სადაც ქმარს თავი მბრძანებელი, ყველაფრის ბატონ-პატრონი ჰგონია და სულაც არ დაგიდევთ,  რომ რეალურად, საკმაოდ სუსტია. არათუ სიტუაციის ფლობა არ შეუძლია, გადაწყვეტილებებსაც ვერ იღებს. ამ ყველაფრის კომპენსირებას კი მიუღებელი, უპატიებელი მეთოდებით ცდილობს.

 

სოფიკო (34 წლის): მთელი ჩემი ქორწინება კომპრომისია. ოღონდ კომპრომისი ჩემი მხრიდან. ჩვენი ერთად ყოფნის პირველივე დღიდან მიწევდა ქმრის სისუსტეებთან შერიგება-შეგუება... სამწუხაროდ, ამაში ექსტრაორდინარულს და უჩვეულოს ვერაფერს ვხედავდი. ცოლის მოვალეობა და პასუხისმგებლობაც არ მქონდა სწორად წარმოდგენილი. ჩემი ქმარი სარგებლობდა ამით და ისე მჩაგრავდა, აზრზეც ვერ მოვდიოდი. რეალურად, ძალიან სუსტი პიროვნებაა. თავი მოაქვს „ძლიერი სქესის“ ბრწყინვალე წარმომადგენლად, მაგრამ არაფერს წარმოადგენს. ამას ქორწინებიდან ექვსი წლის მერე მივხვდი – წუწუნა, კაპრიზული, ეგოისტი და თავის თავზე ორიენტირებულია. გამაოგნებელი ამბავია, რომ აქამდე ამას ვერ ვხედავდი. გათხოვების პირველივე წუთებიდან არსებობს ცნება – „ჩემი“! არც „ჩვენი“... არის მხოლოდ „მისი“!
– რას ითხოვს, რაშია ჭირვეული?
– ღმერთო ჩემო, ყველაფერში, აბსოლუტურად ყველაფერში. წუწუნებს და ჭირვეულობს. მე მომხედეთ, მე მინდა, მე მშია, მე მწყურია... ჯერ მე ვარ და მერე ყველაფერი დანარჩენი... ექვსი წელია, მარტო მისთვის ვცხოვრობ და ამას ისე იფერებდა, თითქოს ეკუთვნოდა და ნორმაა, რომ ცოლმა მხოლოდ ქმრისთვის იარსებოს.
– მხოლოდ ქმრისთვის არსებობა რას ნიშნავს?
– რომ დამიძახებს, რასაც უნდა ვაკეთებდე, ყველაფერი უნდა მივატოვო და მისკენ გავქანდე. მაგრამ, როცა არ ვჭირდები, არ უნდა შევაწუხო – თითქოს არც ვარსებობ. გიკვირთ? გაინტერესებთ, როდის არ ვჭირდები? როცა სხვა ქალებს ეპრანჭება და ცდილობს, თავი დევგმირად, სუპერმამაკაცად მოაჩვენოს. აქამდე ბრმა ვიყავი, ამას რომ ვერ ვამჩნევდი, ან ვამჩნევდი და ვუთმენდი. არა რა, ჭკვიანმა ცოლმა ქმარს არაფერი არ უნდა მოუთმინოს. არ უნდა გქონდეს მცდარი წარმოდგენა ცოლქმრულ მოვალეობებზე. ჩემი ქმარი კი ძალიან სუსტი კაცია. ძლიერ კაცს ქალისთვის არაფრის დამტკიცება არ სჭირდება, ისედაც ყველაფერი დამტკიცებული აქვს. ჩემს ქმარს ეგოისტობა და მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი ბავშვის დაბადებამაც ვერ მოაშლევინა. მე ვერ ვიტყვი, რომ შვილი არ უყვარს, მაგრამ ჯერ თვითონაა პრიორიტეტული. საკმარისია, რამე მოუნდეს, საერთოდ ფეხებზე ჰკიდია, რა საჭიროება არსებობს იმ მომენტისთვის ოჯახში. ჩემ მიმართაც ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვს.
– რას გულისხმობთ?
– იმას, რომ, როცა ვჭირდები, მარტო მაშინ ზრუნავს ჩემზე. ისე, დამოუკიდებელი და თავისუფალია – როგორც უნდა, ისე განკარგავს თავისუფალ დროს. შეუძლია, მეგობრებთან გაერთოს, ვიღაც-ვიღაცეებთან იფლირტაოს... თან, მეუბნება, ამაში საშიში არაფერია შენთვის. შორს არ შევტოპავ, სიტუაციას ვაკონტროლებო. მითხარით, როგორ ვიყო მშვიდად? ფაქტობრივად, ასაფეთქებლად გამზადებული ბომბის გვერდით ვცხოვრობ. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი განცდა მაქვს. თანაც, მედალს ხომ მეორე მხარეც აქვს – მე ქალი ვარ და წესით, მე უნდა ვიყო ჭირვეული და კაპრიზული. მე უნდა ვითხოვდე კუთვნილ ყურადღებას, რომელსაც მოკლებული ვარ. ავად ვიყავი, ბავშვსაც ყელის სტკიოდა... რა გააკეთა? უი, ავად ხარო – ვითომ შეწუხდა და „უიქ-ენდებზე“ მშობლებთან წავიდა აგარაკზე. სიმწრისგან ლამის ვიტირე, ისე ძალიან გავბრაზდი. ვიფიქრე, ამას არ ვაპატიებ და ძალიან ვეჩხუბები-მეთქი. გგონიათ, ნერვი მაინც აუტოკდა ან სინდისმა შეაწუხა? პირიქით, გაუკვირდა – რა პრეტენზიები გაქვს. წამლები გქონდა, ექიმის ტელეფონის ნომერი იცი, მე რაში გჭირდებოდიო. თვითონ, როცა შეუძლოდაა, წინ და უკან დამარბენინებს, ნაირ-ნაირებს ითხოვს და მისი მაჯა უნდა მეჭიროს ხელში. სამსახურშიც კი არ უნდა წავიდე. ყველაზე საშინელი მისი ზარი იყო, აგარაკიდან რომ დამირეკა, თითქოს ჩემი ამბავი აინტერესებდა და ადარდებდა. აბა, როგორ ხარო? მე ისე კარგად ვერთობი, არაჩვეულებრივად... მწვადები შევწვით და ნავით მდინარეზეც გავისეირნე... ძალიან კარგი ამინდიაო... – ეს იყო ბოლო წვეთი ჩემს მოთმინების ფიალაში და როცა ჩამოვიდა, ვუთხარი, მე შენნაირი ქმარი არ მჭირდება-მეთქი. გაუკვირდა – რა სისულელეს ამბობ, რა უაზრო ჭირვეულობაა, ძალიან კარგი ქმარი ვარ. ჯერ არ მიღალატია შენთვის. მერე რა, რომ ავად ხარ, გვერდით რატომ უნდა გეჯდეო. ვერ გავაგებინე, რომ ორმოცი მქონდა სიცხე და წყლის მომწოდებელიც არ მყავდა. გამაგიჟა. ისე ცუდად როგორ იყავი, რომ სამზარეულოშიც ვერ გახვედიო. ვიტირე. უარესად გადაირია. არც მე მინდა ისეთი ცოლი, ყველაფერზე რომ კრუსუნებს და ტირისო. რა გამოდის, მე გაცილებით მეტად უნდა ვიზრუნო მასზე, გაცილებით მეტი მოვუთმინო და რთულ სიტუაციებში მისი იმედიც არ უნდა მქონდეს? ეს ხომ უსამართლობაა. ყველა ქმარი ასეთია თუ მარტო მე შემხვდა ამისთანა.
– საერთოდ არ ზრუნავს თქვენზე?
– მუშაობს და ხელფასი მოაქვს სახლში, რომლის რაღაც ნაწილი ისევ მის სიამოვნებას ხმარდება. ამას ეძახის ზრუნვას. მე ასე არ ვფიქრობ. სუსტი მამაკაცია – პიროვნულ სისუსტეს ვგულისხმობ და ქორწინებაში ეგოისტად იქცა. აი, ეს დაემართა.
– სანამ დაქორწინდებოდით, მაშინ როგორი იყო?
– ჩვეულებრივი. განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი გულისთვის ტყავში ძვრებოდა. ვხვდებოდით ერთმანეთს და მომეწონა. მშვიდი იყო, გაწონასწორებული, სტაბილური. ვიფიქრე, რომ კარგი ქმარი იქნებოდა. ზოგჯერ მაინც რომ ვგრძნობდე გვერდით მის ძლიერ ხელს, კიდევ არ ამოვიღებდი ხმას. დარწმუნებული ვარ, რამე სერიოზული პრობლემა რომ შემხვდეს, ცხოვრებაში მის იმედად ვერ ვიქნები.
– იქნებ ჯობდეს, მშვიდად დაელაპარაკოთ?
– ვერ იგებს და როგორ ველაპარაკო? მას რომ ჰკითხო, კარგი ქმარია და მე ვარ ჭირვეული, აუტანელი ცოლი... რატომ არ ესმის მას ჩემი? რატომ ვერ ხვდება, რომ მეც მჭირდება ყურადღება... რატომ უნდა მეშინოდეს ავად გახდომის?! იცით, ზოგჯერ როგორ მჭირდება ძლიერი მხარი, რომ მივეყრდნო... გული მტკივა, რომ ჩემი ქმრისგან ამას ვერ ვეღირსები. გადავწყვიტე, აღარ მოვუთმინო და აღარ გავანებივრო პატარა ბავშვივით. იქნებ მიხვდეს და ცოტა აზრზე მოვიდეს. თან მეშინია, იმ კომფორტს რომ ვეღარ მიიღებს, რასაც ჩემგან შეჩვეულია, სხვაგან არ წავიდეს.
– სხვაგან, ანუ სხვა ქალთან?
– დიახ. ისეთი ეგოისტია, არ გაუჭირდება. კი ვამბობ, რომ ასეთი ქმარი არ მჭირდება-მეთქი, მაგრამ რეალურად, ოჯახის დანგრევა არ მინდა. არ არის ეს ადვილი. იქნებ, გონს მოეგოს და მიხვდეს, რა ფუნქციები აკისრია ქმარს ოჯახში და რა პასუხისმგებლობა აქვს ცოლის მიმართ.

скачать dle 11.3