კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლით უნდა იამაყო



ნებისმიერი ქალისთვის აუცილებელია, საკუთარი თავის რწმენა ჰქონდეს და ეს რწმენა წლების მატებასთან ერთად, გააძლიეროს. გვერდით მდგომი მამაკაცი კი ამაში უნდა ეხმარებოდეს. მამაკაცი ხშირად საერთოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ მისიას ქალის ცხოვრებაში. მათ არც ის იციან, რა დახმარების გაწევა შეუძლიათ საყვარელი ქალბატონისთვის.
ყველა ქალს აქვს შინაგანი ძალა და რესურსი, მაგრამ უმრავლესობას სჭირდება სიყვარული, რომ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზაცია მოახდინოს... ქალმა თავის სიცოცხლეში უნდა გააცნობიეროს, რომ ვიღაცისთვის ძალიან საყვარელი და საჭიროა.
ქალი ზოგჯერ უნდა იყოს სუსტი და იგრძნოს, რომ გვერდით საყრდენი ჰყავს. ალბათ, ძალიან ბევრი ქალია მოკლებული ამ ყველაფერს და შესაბამისად, სულ უფრო ცოტანი დარჩნენ ისეთები, ვისაც ყოველდღიურობა ბედნიერებას ანიჭებს.
მამაკაცს უნდა, რომ ცოლი მისით ამაყობდეს, მიიღოს და უყვარდეს ისეთი, როგორიც არის რეალურად, მაგრამ სანაცვლოდ, იგივეს გაღება არ უნდა. გაუგებარი და მიუღებელი ეგოიზმია. გაუგებარია ისიც, რატომ არ უხარია ბევრ ქმარს ცოლის წარმატება და საერთოდ არ იმჩნევს ამას, იმის მაგივრად, რომ წარმატებაში ხელი შეუწყოს. ძალიან ცუდია, რომ კაცებს ავიწყდებათ მთავარი – ბედნიერი ქალი სხვასაც ბედნიერებას ანიჭებს. მით უფრო იმ მამაკაცს, რომელიც უყვარს და გვერდით ჰყავს.
დაინახე
პიროვნება...

კაცი, რომელსაც არ უნდა, საკუთარ მეუღლეში უპირველესად პიროვნება დაინახოს, შეუმდგარი, საკუთარ შესაძლებლობებში დაურწმუნებელი, უპრინციპო და სუსტი ადამიანია. ტყუილად ჰგონია ზოგიერთ მამაკაცს, რომ რადგან კაცად დაიბადა, ის უკვე ლიდერია. სულაც არ არის ასე. მამაკაცი ძლიერია მხოლოდ მაშინ, როცა გვერდით მყოფი ქალის ღირსებების დანახვა და აღიარება შეუძლია. თუ კაცი ამას ვერ ახერხებს, ვერც თავად შედგება, როგორც პიროვნება. მხოლოდ დიდსულოვან, შემდგარ, ჭეშმარიტად დიდბუნებოვან კაცს აქვს უნარი – აღფრთოვანდეს საყვარელი ქალის წარმატებით. მიიღოს ის ისეთი, როგორიც არის და არ განიხილავდეს მას, როგორც შინამოსამსახურეს; ოჯახისა და ქმრის მომვლელ არსებას, რომელსაც საკუთარი სურვილები, მიზნები და ოცნებები არ უნდა ჰქონდეს.
ხელმოცარული მამაკაცი ვერ დაინახავს ცოლში პიროვნებას და ის ყოველთვის ხელმოცარულად დარჩება... ჰოდა, თუ ქალს გაუჩნდება შეკითხვა – მჭირდება კი ასეთი ქმარი საერთოდ?! – ეს აბსოლუტურად ლოგიკური იქნება.
რატომ ვერ ხედავს კაცი ქალში პიროვნებას – იქნებ ეს ქალის ბრალიც არის? დიახ, ქალს უნდა ჰქონდეს ამბიცია, აღიარონ მისი შესაძლებლობები, მისი პიროვნება... თუ წლების მატებასთან ერთად, მას ამის ამბიცია არ გაუჩნდება, მაშინ ის საკუთარ თავს დააზარალებს. არათუ ქმარი, შვილებიც კი არ დაინახავენ მასში პიროვნებას, არ აღიარებენ და არ დააფასებენ. ანუ, რა გამოდის? – უპირველესად, ქალმა თავად უნდა დაინახოს საკუთარ თავში პიროვნება და წინ წამოწიოს ის.

უნდა, რომ
დამშვიდდეს

მამაკაცის გაგება რთული არ არის. ისინი, ძირითადად, ერთ თარგზე არიან გამოჭრილები და ერთმანეთს ჰგვანან... თუ ქალებს ემოციების გამოხატვა გვახასიათებს და ეს ჩვენთვის ნორმალურია, ჩუმად ჯდომა კაცების უმრავლესობისთვის ნორმაა. თუ მთელი საღამო არ გელაპარაკებათ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აღარ უყვარხართ... ყველაზე გონივრული იქნება, თუკი საკუთარ თავში „ჩაძირულსა“ და „ჩაღრმავებულს“ გაერიდებით. აცალეთ, იფიქროს, რაღაც-რაღაცეები გააანალიზოს და დამშვიდდეს. კაცებს არ შეუძლიათ, ერთდროულად რამდენიმე თემაზე ფიქრი. ეს მათთვის წარმოუდგენლად რთულია. როცა ტელევიზორს უყურებს ან რამეს კითხულობს, მასთან საუბარს აზრი არ აქვს. თქვენი სიტყვები კი ესმის, მაგრამ შინაარსს ვერ ხვდება. შესაბამისად, პასუხსაც ვერ გაგცემთ. ემოციური წონასწორობა როგორმე თქვენ უნდა აღადგინოთ. ბალანსი თქვენი დასაცავია. თუკი კაცმა რაღაცაზე ინერვიულა და უნდა, რომ დამშვიდდეს, რატომ უნდა შეუშალოთ ხელი?! დატოვეთ საკუთარ თავთან მარტო და გაეცალეთ. მთავარია, თქვენმა პარტნიორმა გაიგოს, რომ მას შეუძლია, განმარტოება და თქვენ ამას გაიგებთ. ბუნებრივია, ზოგჯერ დამშვიდება თქვენც დაგჭირდებათ. ამაში არაფერია გასაოცარი ან არაბუნებრივი... მაგრამ, იმოქმედეთ დიპლომატიურად – არ დაანახვოთ მას, რომ ემოციების მოთოკვა გიჭირთ. თუმცა, თუკი მიხვდება, რომ თქვენც გაქვთ პირადი სივრცე, ხართ დამოუკიდებელი და ძლიერი – თქვენს ურთიერთობას ეს მხოლოდ წაადგება.

არ ვარ ლამაზი!

რა ხდება მაშინ, როცა ქალს საკუთარი თავი არც ლამაზად მიაჩნია და არც წარმატებულად?! ის ცდილობს, საერთოდ არ ილაპარაკოს ამაზე. „იკეტება“ და ნერვიულობს. შედეგად – უკეთეს შემთხვევაში, უსიხარულო ყოფა, უარესში – დეპრესია და მარტოსულობა.
ქალი კმაყოფილი უნდა იყოს თავისი გარეგნობით, სხვანაირად მას ძალიან გაუჭირდება. სხვათა შორის, არც ისე ლამაზად მიაჩნია თავი ბევრ საკმაოდ მიმზიდველ, ეფექტურ ქალბატონს. ამას თავისი მიზეზები აქვს და ფესვები შესაძლოა, ადრეული ბავშვობიდან მოდის. ზოგჯერ დედები ძალიან აშავებენ, როცა ქალიშვილებს ბევრს არ ეფერებიან, ბევრ თბილ სიტყვას არ ეუბნებიან და საკუთარი თავის რწმენას არ უნერგავენ. ამის ნაცვლად, გამუდმებით ჩასჩიჩინებენ მორიდებული და თავდაჭერილი იყავიო. ეს თითქოსდა უწყინარი ფრაზებია, მაგრამ ხშირად ქალის მთელ დარჩენილ ცხოვრებას ასვამს დაღს. ქალი არათუ მიიჩნევს, რომ ლამაზი არ არის და კაცის ყურადღებას ვერ მიიპყრობს, ურთიერთობებიც ძალიან უჭირს.
დაივიწყეთ სიტყვები – არ ვარ ლამაზი! არ ვარ მომხიბვლელი, არ მოვეწონები მამაკაცებს და აჯობებს, არც ვცადო... პირიქით, მარტო იმაზე იფიქრეთ, რომ ძალიან მომხიბვლელი ხართ. საქმე მარტივად არ არის. დიდი დრო და მოთმინება დაგჭირდებათ, რომ საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნოთ...
არ ვარ ლამაზი! – ასეც რომ იყოს... მამაკაცებს ხომ განსხვავებული გემოვნება აქვთ. რა იცით, ვისთვის აღმოჩნდებით ყველაზე, ყველაზე ლამაზი.

скачать dle 11.3