კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა ჭამოთ საუზმეზე და როგორ უნდა კვებოთ თავის კანი


კარგია, თუ დილით ბრინჯის ფაფას მიირთმევთ, რადგან ის მდიდარია სახამებლით, რომელიც ორგანიზმს ეხმარება საკვების უკეთ გადამუშავებაში. მას აქვს თვისება, გამოიმუშაოს სეროტონინი, რომელიც აუმჯობესებს განწყობას. რასაც, ასევე, ხელს უწყობს ბანანი, პური, მაკარონი, თბილი რძე და ასე შემდეგ. თუ ამ პროდუქტებს ერთ ფინჯან ყავასაც მიაყოლებთ, თავს უფრო მხნედ იგრძნობთ.
ფიზიკური აქტივობა და სპორტი ენერგიის გამოცლასა და დაღლას იწვევს, მაგრამ ძილს მაინც არ მოგგვრით. დაძინებამდე სამი საათით ადრე უარი თქვით ყველანაირ ვარჯიშზე; ასევე, ეცადეთ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად და ძილის წინ არ იფიქროთ საქმეებზე.
საღამოს საათებში ნუ შეჭამთ შემწვარ ხორცს, სოსისსა და შებოლილ პროდუქტებს, რადგან ეს საკვები კუჭ-ნაწლავის გადატვირთვას იწვევს და ღამით მშვიდი და ნორმალური ძილის საშუალებას არ მოგცემთ. ძილის წინ ნურც შოკოლადს, ყავას, ჩაისა და ტკბილ გაზიან სასმელს მიირთმევთ, რადგან ეს პროდუქტები ორგანიზმის აგზნებას იწვევს.
ასევე, ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად ჩართეთ სტაფილო, კეფირი, ხაჭო და კომბოსტოს მწნილი, რათა თმა და კანი იდეალურ მდგომარეობაში გქონდეთ.
თმა კანის ზედაპირზე ამოსული ღეროსა და ფოლიკულში განლაგებული ძირისგან შედგება. თმის ბოლქვში მოთავსებული ნერვული ბოჭკოები და სისხლძარღვები მას გამრავლებისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებებით ამარაგებს. ერთი თვის განმავლობაში თავზე თმა დაახლოებით ერთი სანტიმეტრით იზრდება, თმის სიცოცხლის ხანგრძლივობა კი შეზღუდულია – გარკვეული დროის შემდეგ „ძველი“ ღერები ცვივა და მათ ადგილს ახალი იკავებს. თმის ძლიერი ცვენა ორგანიზმის ავადმყოფურ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც კომპლექსურ მკურნალობას საჭიროებს.
ნაადრევი გამელოტების დროს სასარგებლოა, საკვებ რაციონში ქაცვის ნაყოფი ჩართოთ, სვათ სვიის გირჩების ნაყენი და მათი ნახარშით დაიბანოთ თავი.
თმის მდგომარეობა დამოკიდებულია როგორც მემკვიდრეობაზე, ასევე, გარეგან ზემოქმედებასა და ადამიანის საერთო მდგომარეობაზე. ამიტომ, გარდა იმისა, რომ თმას უნდა მოუაროთ, ჯანსაღი წესით უნდა იცხოვროთ და სწორად იკვებოთ. თქვენს რაციონში უნდა შედიოდეს ორგანიზმისთვის საჭირო ყველა აუცილებელი მკვებავი ნივთიერება. დიდი მნიშვნელობა აქვს ხორცს, თევზს, რძის პროდუქტებსა და პარკოსნებში შემავალ ცილებს; ასევე, აუცილებელია ნაღების კარაქი და მცენარეული ზეთი.
მარცვლეულის კერძები ხელს უწყობს კერატინის წარმოქმნას. თმამ აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალური მარილების საკმარისი რაოდენობა რომ მიიღოს, ორგანიზმს ბოსტნეული და ხილი ესაჭიროება. ასევე, აუცილებელია მინერალური წყალი, მწვანე ჩაი და წვენების ხშირად დალევა.
რეგულარული ვარჯიში კი სისხლის მომარაგებას აუმჯობესებს, რაც თმის ძირებში ჟანგბადისა და მკვებავი ნივთიერებების გადასვლას უზრუნველყოფს. თქვენს რაციონში აუცილებლად უნდა იყოს: სტაფილო, კეფირი, ხაჭო, ვაშლი, კომბოსტოს მწნილი. თმას არ უყვარს ბევრი ტკბილი და გაზიანი სასმელი.

ფეხმძიმობა და მშობიარობა კიბოს დაავადების განვითარების რისკს ამცირებს, უნაყოფობა კი – პირიქით
ბოლო დროს საკმაოდ იმატა ქალებში საკვერცხეებისა და სარძევე ჯირკვლების კიბოთი დაავადების რიცხვმა. როგორც მეცნიერები და მედიკოსები ამბობენ, ფეხმძიმობა და მშობიარობა ამ დაავადების განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს, უნაყოფობა კი – პირიქით. ჰორმონული პრეპარატები, რომლებიც ოვულაციას ასტიმულირებს, დაავადების განვითარების რისკს კიდევ უფრო უწყობს ხელს. საკვერცხის კიბოს განვითარების მაპროვოცირებელ ფაქტორად ზოგიერთი ვირუსიც მოიაზრება. იმისთვის, რომ შეამციროთ რისკი, აუცილებელია მშობიარობა, მემკვიდრული განწყობის ცოდნა და გინეკოლოგის ხშირი მეთვალყურეობა.
თუ ქალი ხშირად განიცდის მუცლის არეში  დისკომფორტს, აღენიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მუცლის ხშირი შებერვა, სიმძიმის შეგრძნება და ნაწლავების მოქმედების დარღვევა, აუცილებლად უნდა გაესინჯოს გინეკოლოგს, რათა გამოირიცხოს დაავადების რისკი. საკვერცხის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ამ ეტაპზე დაავადება, ფაქტობრივად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მკურნალობა კი დაავადების სტადიაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება სარძევე ჯირკვლის კიბოს, ამ რისკის ჯგუფში ის ქალები შედიან, ვინც შვილი გვიან ასაკში გააჩინა და, ასევე, ისინი, ვინც ჩვილს ბუნებრივად არ კვებავდა. გარდა ამისა, სარძევე ჯირკვლის დაავადების მიზეზი ხშირად არის მემკვიდრეობითი მიდრეკილება, კვება და ცხოვრების სტილი; ასევე, ალკოჰოლი და თამბაქო. სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების ხშირი და მთავარი მიზეზი კი არის აბორტი და დაბინძურებული ეკოლოგიური გარემო. პრევენციისთვის საჭიროა, წელიწადში ერთხელ მაინც მიაკითხოთ მამოლოგს და ჩაიტაროთ ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა.
თუ ქალმა მკერდის ნებისმიერ ადგილას ან იღლიის ფოსოში გამკვრივებული უბანი აღმოაჩინა; თუ ძუძუსთავმა ან მკერდმა შეიცვალა ფორმა ან აღინიშნება გამონადენი, აუცილებლად გაიკეთეთ სარძევე ჯირკვლის კიბოს ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, რადგან დროულად გამოვლენილი დაავადება მკურნალობას ექვემდებარება. რისკის ჯგუფებში კი ძირითადად ის ქალები შედიან, რომელთა წინაპრებსაც ონკოლოგიური დაავადებები ჰქონდათ; ასევე, ვისაც აქვთ ქრონიკული ანთებითი პროცესები, ენდომეტრიოზი ან დაავადებები, რომლებიც არ ემორჩილება ან რთულად ექვემდებარება ჰორმონულ თერაპიას.

დილა საუკეთესო დროა ნივთიერებათა ცვლის გასააქტიურებლად, ამიტომ აუცილებლად ისაუზმეთ
აქტიური გამოფხიზლება დილითაა საჭირო. გამოღვიძებიდან არაუგვიანეს ერთი საათის შემდეგ ისაუზმეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მადა არ გაქვთ. უმჯობესია, დილით  შვრიის ფაფა, რძე და ერთი ცალი ბანანი ან ერთი ცალი მოხარშული კვერცხი მიირთვათ.
გაღვიძებიდან 5-10 წუთის შემდეგ ათჯერ მაინც ჩაბუქნეთ – ასე თქვენს ორგანიზმს არა მარტო გამოაფხიზლებთ, არამედ, ნივთიერებათა ცვლის პროცესებსაც დაირეგულირებთ.
თუ ორგანიზმს პერიოდულად არ წმენდთ ტოქსინებისა და წიდებისგან, ამით საფრთხეს უქმნით ჯანმრთელობას.
დაგროვილი ტოქსინებისა და წიდებისგან ორგანიზმის გაწმენდის ბევრი ხალხური საშუალება არსებობს:
* ყოველ საღამოს, ძილის წინ, ერთი თვის განმავლობაში, 1 სადილის კოვზ მოხარშულ და გატარებულ ხორბალს დაასხით 1 ჭიქა კეფირი და მიირთვით.
* ერთი კვირის განმავლობაში დაიცავით შემდეგი სახის დიეტა: მიირთვით მხოლოდ წყალზე დამზადებული, უცხიმო, ბოსტნეულის მსუბუქი სუპები, ხილი, წვენები, ბალახების ჩაი და გაზგასული მინერალური წყლები.
* კვირაში ორჯერ ორგანიზმს მოუწყვეთ განტვირთვის დღე და მიირთვით მხოლოდ ბოსტნეულის წვენები.

რა შემთხვევაში ხდება მზეზე დიდხანს წოლა ინფარქტის მიზეზი და რატომ არის ზაფხულში დეპრესიის დამარცხება ადვილი
მზე ყველა სახის გამოსხივების წყაროა. ხილული სინათლე ელექტრომაგნიტური გამოსხივების მხოლოდ ერთ-ერთი სახეა. ელექტრომაგნიტურია, ასევე, რადიოტალღები, ინფრაწითელი, ულტრაიისფერი და რენტგენული გამოსხივება. მზისგან მოდის ისეთი ნაწილაკების ნაკადები, როგორებიცაა ნეიტრონები, ასევე, მზის ქარი ანუ დამუხტული წყალბადის ატომის ბირთვებისა და ელექტრონების ნაკადი. მზის აქტიურობით გამოწვეული მაგნიტური ქარიშხლების პერიოდში ადამიანის ორგანიზმში, სისხლში ადრენალინის გამოტყორცნის პროცესი იმატებს. ის შედარებით ნელა და წყვეტილად მოედინება, გული კი საგრძნობლად იტვირთება, რაც, შესაძლოა, გახდეს ჰიპერტონიული კრიზის, ინფარქტის ან ინსულტის მიზეზი. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამინდის გათვალისწინება და საჭირო ზომების მიღება. მცირე დოზით მზის ულტრაიისფერი გამოსხივება ადამიანისთვის საზიანო არ არის, მაგრამ ოზონური შრის დარღვევა დამატებით ყურადღებასა და კანის დაცვას მოითხოვს. მაგალითად, ქერათმიანებს, ჟღალთმიანებსა და ჭორფლიანებს  ნაზი და თეთრი კანი აქვთ.  ვისაც ტანზე ბევრი მუქი ფერის ხალი აქვს, უმჯობესია, თუ საერთოდ არ გაირუჯება.
ზეაქტიური ადამიანებიც კი, ზაფხულის პერიოდში ითენთებიან, მუდმივად ძილის შეგრძნება და აპათია აწუხებთ, სწრაფად იღლებიან.  ყოველივე ეს კი ორგანიზმში ჰორმონ სეროტონინის ნაკლებობის გამო ხდება, რომლის გამოსამუშავებლად აუცილებელია სწორი დღის რეჟიმი, მზის სინათლე და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ორგანიზმი ამ მდგომარეობის კომპენსაციას ცდილობს და დიდი რაოდენობით წვავს კალორიებს, ამის გამო, ხშირად გინდებათ ტკბილეული, ეს კი, თავის მხრივ, გასუქებას იწვევს.
ზაფხულის დეპრესიის დასაძლევად მნიშვნელოვანია ძილის სწორი რეჟიმი: დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს დაწექით. თუ გარკვეული მიზეზების გამო უძილობა გაწუხებთ, ძილის წინ თბილი აბაზანა მიიღეთ. მნიშვნელოვანია ძილის წინ სუფთა ჰაერზე სეირნობა, ფიზიკური ვარჯიში კი სხეულის წონის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
ეცადეთ, დიდი რაოდენობით ჭამოთ  ხილ-ბოსტნეული, ერიდეთ მძიმე და კალორიულ კერძებს. ერთადერთი გამონაკლისი ამ დროს არის შოკოლადი, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და საგრძნობლად აუმჯობესებს გუნება-განწყობას. ეცადეთ, ხშირად გამონახოთ დრო დასვენებისა და ისეთ ხალხთან ურთიერთობისთვის, ვისთანაც თავს კარგად გრძნობთ – ეს დეპრესიის დაძლევაში დაგეხმარებათ.
ასევე, ზაფხულში აუცილებელია ორგანიზმის ვიტამინებით მომარაგება, ამისთვის კი სეზონური ახალი ხილი და მისგან გამოწურული წვენები ნამდვილად მისწრებაა. წვენმა რომ თავისი უნიკალური და სასარგებლო თვისებები შეინარჩუნოს, აუცილებელია, მათი მომზადების წესები დაიცვათ. სასურველია, ხილი და ბოსტნეული გახეხოთ პლასტმასის სახეხზე, რადგან რკინასთან შეხება ანადგურებს ვიტამინების ნაწილს; ფერმენტები, ვიტამინები და არომატული ნივთიერებები აგრეთვე სწრაფად ნადგურდება ჰაერზე ჟანგბადის ზემოქმედების შედეგად. ამიტომ, წვენი უშუალოდ მიღების წინ უნდა მოამზადოთ და დალიოთ ნელ-ნელა, თან ცოტა ხნით გაიჩერეთ პირის ღრუში, რათა ნერწყვს შეერიოს – ეს ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ მის მთლიანად შეწოვას. არ არის საჭირო იმ ხილისა თუ ბოსტნეულის გათლა, რომლისგანაც წვენის გამოწურვას აპირებთ, რადგან ვიტამინების უმეტესობა სწორედ კანქვეშაა დაგროვილი.

თუ სახსრების დაავადება გაწუხებთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება კვებას და არეგულირეთ წონა
საკმაოდ ხშირია სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები. ამ დროს საჭიროა დროული მკურნალობა, რათა აღდგეს დაზიანებული სახსრების ნორმალური ფუნქციონირება. სახსრების ართრიტს ან რევმატიზმს ძირითადად იწვევს სასუნთქი გზებით ორგანიზმში მოხვედრილი სტრეპტოკოკები. ხშირად სახსრები აწუხებს მათ, ვისაც ნივთიერებათა ცვლა აქვთ დარღვეული. როცა ირღვევა შარდმჟავის ცვლის პროცესი, ეს ნივთიერება გროვდება ორგანიზმში და ილექება სახსრებში, რაც მათ დაზიანებას იწვევს.
თუ სახსრების დაავადება გაწუხებთ, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება კვებას: არ შეზღუდოთ ცილის შემცველი პროდუქტების მიღება და პერიოდულად გაიკეთეთ ანალიზი შარდმჟავის რაოდენობის გამოსაკვლევად. სამწუხაროდ, ასაკის მატებასთან ერთად, მრუდდება სახსრები და ასაკში შესვლისთანავე, ადამიანთა უმეტესობა სახსრების ტკივილს უჩივის.
ზედმეტი წონა კი დამღუპველია მენჯ-ბარძაყისა და მუხლების სახსრებისთვის. ამიტომ, გირჩევთ, შეინარჩუნოთ ნორმალური წონა და, კვებასთან ერთად, მეტი ყურადღება მიაქციოთ ვარჯიშს. ყოველდღიური ვარჯიში ამაგრებს და მოქნილობას მატებს სახსრებს. ასევე, კარგია მასაჟი, ფიზიოპროცედურები და ვიტამინოთერაპია.

скачать dle 11.3