კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა გლანდების ოპერაცია 3 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი

21 მაისს 3 წლის ლილე მხეიძე გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულების შედეგად გარდაიცვალა. ბავშვს ოპერაცია 15 აპრილს ბორჯომის „ჯეო-ჰოსპიტალსის“ კლინიკაში ჩაუტარდა. მშობლები ფიქრობენ, რომ სავალალო შედეგი ბორჯომის კლინიკის ექიმების დაუდევრობამ და გულგრილობამ გამოიწვია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს ძიება.
ანა მხეიძე (ლილე მხეიძის დედა): ექიმმა გვითხრა, რომ ბავშვს სასწრაფოდ სჭირდებოდა გლანდების ოპერაცია, თუმცა მერე გამომძიებლისთვის უთქვამს, ხუთი წლის რომ გახდებოდა, მერეც შეიძლებოდა ამის გაკეთებაო. წინასწარ ჩაუტარეს ანალიზები, გვითხრეს, ყველაფერი წესრიგში აქვს და ხვალ საოპერაციოდ მოიყვანეთო. როგორც დაბარებულები ვიყავით, 10-ის ნახევრისთვის მივედით საავადმყოფოში, თუმცა, ოპერაცია საღამოს 6 საათზე გაუკეთეს. ოპერაციის გაკეთებას თბილისში ან რუსთავში ვაპირებდით, მაგრამ ქირურქი დავით მამისაშვილი აქაც თბილისიდან ჰყავდათ მოწვეული და ამიტომ ვენდეთ. ანესთეზიოლოგი თემურ ლომსაძე იყო.
– ოპერაციის დაგვიანების მიზეზი რა გახდა?
– მანამდე ჯერ ექთნის შვილს და მერე ექიმის შვილიშვილს გაუკეთეს ოპერაცია. ლილე კარგად იყო, არ ტიროდა და ამიტომ გადაწყვიტეს, მისთვის გვიან გაეკეთებინათ. უკვე შეგვყავს, მაგრამ, აი, ეს ბავშვი ტირის და, მოდი, ჯერ ამას შევიყვანთო, – მითხრეს.
– ოპერაციამ როგორ ჩიარა?
– ოპერაცია დიდხანს გაგრძელდა. საოპერაციოდან გამოსულმა ექიმმა გვითხრა, ოპერაციამ გართულებებით ჩაიარა, პოლიპებზე შეხორცებები იყო და სისხლდენა ჰქონდაო. საერთოდ, დღეს ტამპონი აღარ იდგმება, მაგრამ, რადგან ბავშვს სისხლდენა ჰქონდა, ჩავუდგით, ხვალ დილით კი ამოვუღებთ. ახლა გამოფხიზლდება და პალატაში გადმოიყვანენო. ნახევარ საათზე მეტი გავიდა. ამდენი ხნის შემდეგ უფროსი ექთანი გამოვიდა და ხელში აყვანილი ბავშვი გამოიყვანა. სხვა ყველა საწოლით გამოჰყავდათ და ამიტომ ვკითხე –  ბავშვი ასე რატომ მოგყავთ-მეთქი. მიპასუხა: ისეთი ცელქი შვილი გყავთ, რომ კინაღამ საწოლიდან გადმოგვივარდაო. პალატაში შემოიყვანა და გვითხრა, გვერდულად უნდა იწვესო. ამიტომ უკნიდან ბალიში ამოვუდეთ, რომ არ გადმობრუნებულიყო. ბავშვის სუნთქვა რომ მოვისმინე, პანიკური კივილი და ტირილი ამიტყდა. პალატიდან გამომაგდეს – ცოცხალ ბავშვს რატომ დასტირიხარო. ანესთეზიოლოგმა თქვა: გამაყუჩებლები აქვს გაკეთებული და ცოტა ხანს ეძინებაო. მერე ექიმმა გვითხრა, ასეთი სუნთქვა ტამპონის ბრალია და, დილით რომ ამოვუღებთ, ესეც გაუვლისო. დაახლოებით სამი საათი გავიდა, მაგრამ ბავშვი არ გამოფხიზლებულა და არც რაიმე სახის რეაქცია ჰქონია – არც შარდზე გასულა და არც ამოუხველებია. თურმე, ამ დროს უნდა ამოაღებინოს და შედედებული სისხლი ამოიღოს, მაგრამ, რადგან ბავშვი გათიშული იყო, სისხლი ეყლაპებოდა და ესეც არავის შეუმოწმებია. 9 საათისთვის მეუღლემ ექიმი შემოიყვანა, თუმცა, ახალი არაფერი უთქვამს. მოგვიანებით, ანესთეზიოლოგს შევჩივლე, რატომ არ იღვიძებს-მეთქი და – რა გინდა ახლა, გავაღვიძო და სხვა ბავშვივით იკივლოს და ხალხი შეაწუხოსო? მაშინ, იყოს, თუ პრობლემა არ შეექმნება-მეთქი, ვუპასუხე. დილამდე ეძინებაო, – მითხრა და გავიდა. ასეთ მგომარეობაში რომ ვუყურებდით ბავშვს, ვნერვიულობდით. მეუღლემ ექთანს სთხოვა, ექიმი შემოსულიყო და კიდევ ენახა. არავინ რომ არ შემოვიდა, ჩემი მეუღლე მივიდა იმ ექთანთან,  მას ეძინა. მაშინ ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, ბავშვისთვის ვიდეო გადაეღო – იქნებ დერეფანში მაინც დავიჭირო ექიმი და ვანახოო. ექიმი პალატაში შემოჰყვა, ბავშვის მდგომარეობა ნახა და წასვლას აპირებდა, მაგრამ შეყოვნდა, თითქოს რაღაც აბრკოლებდა – მგონი, რაღაც იეჭვა, თუმცა არაფერი მოუმოქმედებია. გვითხრა, ანესთეზიოლოგს გამოვუშვებო, მაგრამ ჩვენთან არცერთი აღარ შემოსულა. დაახლოებით, 3-ის ნახევრისთვის ბავშვს სიცხემ აუწია და სასწრაფოდ ექთანთან გავიქეცი. მან ბავშვი ვერ გამოაფხიზლა და ექიმის მოსაყვანად გაიქცა. ანესთეზიოლოგი შემოვიდა – არ გამოფხიზლებულაო? არა-მეთქი. ბავშვს შეხედა და იყვირა: ამას ჟანგბადი რატომ არ უდგასო? როგორც ჩემი მეუღლე ამბობს, ექთანმა უთხრა, ჟანგბადი აღარ გვაქვსო. ანესთეზიოლოგმა ეგრეთ წოდებული, „ყბების ამოწევა“ გაუკეთა, რომელიც ძალიან მტკივნეული პროცედურაა და, არ არსებობს, ადამიანი არ გამოაფხიზლოს. ბავშვმა ამოისუნთქა, ჩაისუნთქა და გაჩერდა; მეორედ გაუკეთა, მესამედ და – ბავშვმა სუნთქვა შეწყვიტა. უცებ ბავშვი „დააგდო“ და იყვირა –  ჩქარა, რეანიმაციაშიო. ჩვენი პალატიდან რეანიმაციამდე ბავშვი არ სუნთქავდა. მოგვიანებით გვითხრეს, რომ „ყბების ამოწევამ“ გაუჩერა ბავშვს გული და კლინკური სიკვდილი გამოიწვია, თუმცა ექიმი თვითონ არ ადასტურებს, რომ ეს გაუკეთა. რომ ეკითხებიან, რამ გამოიწვია ეს მდგომარეობაო. პასუხობს: არ ვიცი, შოკში ვარო. იქ მყოფი ადამიანები აუცილებლად დაადასტურებენ, რომ მან ეს ნამდვილად გააკეთა. რეანიმაციაში შევყევი, უკანასკნელი სიტყვებით იგინებოდა, აქაურობა გაათავისუფლეთო. პატარა ოთახი იყო, იქ მყოფები გარეთ გამოიყვანეს, ბავშვი შეიყვანეს და ჟანგბადის აპარატი დაუდგეს. იმის თავიც კი არ ჰქონდათ, რომ მე რეანიმაციიდან გამოვეშვი. იქ ვიყავი და ყველაფერს ვუყურებდი. დავით მამისაშვილი (ქირურგი) გააღვიძეს და მან თქვა: ბიჭო, ბავშვს ფილტვები სისხლით აქვს სავსე. ეტყობა, ბევრი სისხლი ყლაპა და ლარინგოსპაზმი მოუვიდაო. რეკავდა, რეანიმობილი უნდა გამოვიძახოთ და თბილისში გადავიყვანოთ, რაგდან სერიოზული მდგომარეობაა და ჩვენ შესაბამისი აპარატურა არ გვაქვსო. თუმცა, გვითხრა, რომ, ყველაზე მძიმე, რაც შეიძლებოდა, ამას მოჰყოლოდა, პნევმონია იყო. უცებ ტელეფონი მომაწოდა – სამინისტროდან არ გვიგზავნიან რეანიმობილს და, მოდი, თავი შეაცოდეო. დაველაპარაკე და, ათ წუთში გამოვუშვებთო. მანამდე კი დიდხანს გვატყუებდა ექიმი – რეანიმობილი გამოვიძახე და მოდისო. ბორჯომში ვინც კი ექიმია, ყველა გამოიძახეს და „ფორმა 100” დაწერეს, რომელშიც, როგორც შემდეგ სხვა ექიმებმა გვითხრეს, ბავშვის რეალურ მდგომარეობასთან აბსოლუტურად შეუსაბამო ინფორმაცია ეწერა – სად ჰქონდა ამ ხალხს იმის თავი, რომ ბავშვს კლავდნენ და ასეთ სისულელეებს წერდნენო?! იმის მიხედვით, ბავშვი ისეთ მგომარეობაში იყო, რომ მეორე დღეს ფეხზე უნდა დამდგარიყო. აღმოჩნდა, რომ ექიმი (ლომსაძე) რეანიმობილის მძღოლს იცნობდა და დაელაპარაკა. მძღოლმა ჰკითხა: ბიჭო, ხომ არ გიჩივლებენო? ექიმმა ხელი აიქნია – არ არიან ესენი მჩივლებლებიო. არ ელოდა, რომ გვერდით ვედექი და მესმოდა. იმ წუთში არც მიმიქცევია ყურადღება, პირიქით, მადლობები ვუხადე – ჩემი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად მთელი ღამე იბრძოდით-მეთქი და, რას ამბობ, მეტის გაკეთებაც შემეძლოო. 10 საათისთვის ბავშვი ჟვანიას კლინიკაში შეიყვანეს. დილით ექიმმა გვითხრა სუნთქვის აპარატზე გვყავს და საღამოს მოვხსნითო. ორმაგი პნევმონია აქვს, ანტიბიოტიკები დავუნიშნეთ და, თუ მეტი გართულება არ გამოჩნდება, საღამოს კარგად იქნებაო. სისხლიც დაბინძურებული აქვს და, თუ საჭირო გახდა, გადავუსხამთო. საღამოს დაგვიბარეს: ძალიან გთხოვთ, გვითხარით, იქ რა მოხდა. იმ მდგომარეობიდან, რაც „ფორმა 100-შია” აღწერილი, ამ მდგომარეობამდე, რომელშიც ახლა ბავშვი იმყოფება, არ შეიძლება, ადამიანი აღმოჩნდესო. როცა მდგომარეობიდან უნდა გამოსულიყო, იმ  დროს გენერალიზებული გულყრა ანუ კრუნჩხვა დაემართა. ნარკოზი ისეთი დოზებით  აქვს მიცემული, რომ დიდი ხნის განმავლობაში ბავშვს ხელი ვერ მოვკიდეთო. კრუნჩხვები ტვინიდან იყო გამოწვეული. უკვე ტვინის შეშუპება – ჰიპოქსია იყო განვითარებული, რაც, როგორც ექიმებმა გვითხრეს, ორ-სამ საათში არ ხდება, ეს პროცესი 15-16 საათის დაწყებული უნდა ყოფილიყო – ოპერაციის დროს, ან მალევე. მონაცემები გერმანიაშიც გავგზავნეთ და იქაც იგივე დაგვიდასტურეს. გარდა ამისა, არ ვიცით, საიდან გაჩნდა ანამნეზის საბუთი, რომელშიც პაციენტის მიერ გადატანილი დაავადებების შესახებ წერია. ის ჩვენ არ შეგვივსია, არც არაფერი მოუთხოვიათ მსგავსი. თვითონ ვუთხარით, ბავშვი ალერგიულია და სინჯებს ხომ გაუკეთებენო? დაწყნადი, ყველანაირ სინჯს გავუკეთებთო. მერე გავიგე, რომ სინამდვილეში ეს სინჯები ორი-სამი დღით ადრე კეთდება. ერთი თვე და ექვსი დღე გავატარეთ ჟვანიას კლინიკაში და ბავშვის მდგომარეობა ოდნავაც არ გაუმჯობესებულა, 21 მაისს კი გარდაიცვალა.
– ექსპერტიზის პასუხებს როდისთვის ელოდებით?
– ექსპერტიზის დასკვნამ 16 აგვისტომდე გადაიწია. ამბობენ, ახალი მასალები დაგვემატაო.  ის ექიმი დღემდე განაგრძობს საქმიანობას. არც მოწმეები დაუკითხავთ და არც კამერები ამოუღიათ, რომელშიც ჩანს, რომ ბავშვი რეანიმაციაში არ შეუყვანიათ, ანუ, არ გამოუფხიზლებიათ. არც ოპერაციის კადრები ამოუღიათ. რომ ვიკითხე, რეანიმაციაში რატომ არ ჰყავდათ ბავშვი გამოსაფხიზლებლად-მეთქი – ადგილები არ ჰქონდათო. პალატაც, რომელშიდაც დააწვინეს, დიდების იყო. პაციენტები იყვნენ და უამრავი მნახველი შემოდიოდა და გადიოდა. ბავშვი 3 წლის და 6 თვის იყო და პრაქტიკულად არაფერი აწუხებდა. ერთადერთი, წლის განმავლობაში რამდენჯრმე ცივდებოდა ხოლმე და ამიტომაც მივაკითხეთ ექიმს, სხვა ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. მოწყენილიც კი არასდროს ყოფილა. იმ დღეს საავადმყოფოშიც ძალიან მხიარულობდა და ლექსებს ამბობდა”...
ამ საკითხთან დაკავშირებით, ბუნებრივია, „ჯეო-ჰოსპიტალსის“ ბორჯომის კლინიკას მივმართეთ, სადაც ლილე მხეიძეს ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ, როგორც კლინიკის იურისტმა განგვიმარტა, მათ პაციენტზე ინფორმაციის მოწოდება, კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ მისი თანხმობით ან კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება, ჩვენი შემთხვევა კი ასეთი არაა. ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არც ანესთეზიოლოგმა თემურ ლომსაძემ მოისურვა. გივი ჟვანიას სახელობის კლინიკაში კი განგვიმარტეს, რომ ლილე მხეიძე იქ სამბალიანი კომით შეიყვანეს.
ლია ძიძიგური (გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალური დირექტორი): ბავშვი ჩვენთან სამბალიანი კომით შემოვიდა. ტვინის შეშუპება ჰქონდა, რომელიც გაღრმავდა და ვერ მოიხსნა, რადგან ღრმა ჰიპოქსია (ჟანგბადის მიუწოდებლობა) იყო დაწყებული. მისი გარდაცვალების მიზეზი ტვინის შეშუპება იყო. ეს იყო გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულება. ჰიპოქსია რამ გამოიწვია, ვერ გეტყვით, ეს „ფორმა 100-ში“ არ წერია და მე იქ არ ვყოფილვარ. დეტალებს ექსპერტიზა და გამოძიება დაადგენს.
ლილე მხეიძის გარდაცვალების საქმეს ჯანმრთელობის სამინისტროს დაქვემდებარებული პროფესიული განვითარების საბჭო სწავლობს.
ნინო ხუციშვილი (რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი): ლილე მხეიძის საქმე ჩვენთან განიხილება. ამ დროისთვის საქმის ადგილზე შესწავლა დასრულებული გვაქვს. სამედიცინო დოკუმენტაცია გადაგზავნილია სარეცენზიოდ შესაბამისი დარგის ექიმ-სპეციალისტებთან. როცა სარეცენზიო დასკვნას მივიღებთ, ის გაანალიზდება და საკითხის შესწავლაც დასრულდება. ეს დასკვნა რამდენიმე დარგის ექიმ-პეციალისტმა უნდა დადოს. ამასთანავე, ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და, კარგი იქნებოდა, მისი დასკვნაც გვქოდეს. ამის თაობაზე მოთხოვნა გაგზავნილი გვაქვს და, შეიძლება, მოგვაწოდონ. წინასწარი ვარაუდით, ამ პროცედურებს მინიმუმ ერთი თვე მაინც დასჭირდება.

скачать dle 11.3