კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავაღწიოთ თავი ზედმეტი წონის პრობლემებს ასტროლოგიურად სწორად შერჩეული საკვებით

თუ დიეტოლოგების მიერ რეკომენდებულმა დიეტებმა შედეგი ვერ გამოიღო, გირჩევთ, კვებისას ასტროლოგიური რჩევები გაითვალისწინოთ – ასე უმოკლეს დროში მიაღწევთ შედეგს, ანუ ზედმეტ წონას ადვილად მოიშორებთ.
ყველა ჩვენგანის სასიცოცხლო პოტენციალი და ორგანიზმის მდგომარეობა ინდივიდუალურია და ის კოსმოსთანაა კავშირში. ამიტომ, აუცილებელია, ადამიანი კოსმოსთან ჰარმონიაში იმყოფებოდეს და ზუსტად ფლობდეს იმ ინფორმაციას, თუ რომელი პროდუქტის მიღებაა მისთვის სასარგებლო.
ზოდიაქოს თითოეული ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის არსებობს ასტროლოგიური პროდუქტების სია, რომელიც მათთვის განსაკუთრებით სასარგებლო და მარგებელია. თუ ამ პროდუქტების სია გეცოდინებათ, სწორად კვებასაც შეძლებთ, ამით კი ზედმეტი წონის პრობლემებსაც დააღწევთ თავს და ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი, იმპულსური ხასიათის გამო,  როცა გემრიელ საკვებს ხედავს, არ ფიქრობს შედეგზე. თქვენთვის სასარგებლოა საათობრივი დიეტის დაცვა, ამისთვის კი ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადოთ. შეეცადეთ, წინასწარ კარგად მოიფიქროთ, რა სახის დიეტის დაცვას შეძლებთ და არ გაგიჭირდებათ. ბევრი იმოძრავეთ და სუფთა ჰაერზე იარეთ ფეხით. გამოიმუშავეთ გახდომის საკუთარი გეგმა, რომელშიც აბსოლუტურად დარწმუნებული იქნებით. მოერიდეთ ფუნთუშების, ბრინჯის, ყველის, ბანანის, ქიშმიშის, ცხიმიანი ხორცისა და ტკბილეულის ჭამას. მიირთვით ნუში, თევზი, მოხარშული მჭლე საქონლის ხორცი და ხშირად სვით გაზგასული მინერალური წყალი.
კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი გურმანია. თუ კარგად არ გამოიკვება, უჭირს სამუშაოს შესრულება და გონების მართვა. მაგრამ ხშირად ისე იკვებება, რომ ზომას აჭარბებს, რაც მისი ზედმეტი წონის მიზეზი ხდება. გირჩევთ, მოერიდოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ექსპერიმენტების ჩატარებას. იკვებეთ ზომიერად. ხშირად მიირთვით ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, კომში, ატამი, ქლიავი. რაციონში შეიტანეთ უცხიმო რძის ნაწარმი და ნატურალური, უშაქრო ხილის წვენები – ეს ზედმეტი წონისგან დაგიცავთ და მეტ ენერგიას შეგმატებთ.
ტყუპებს არ უყვართ ერთფეროვანი საკვები. ცდილობენ, ყველაფერი გასინჯონ, რაც წინ უდევთ, ეს კი ყოველდღიურად მიღებული ზედმეტი კალორიები და, შესაბამისად, წონაში მომატების მიზეზია. აკონტროლეთ მადა. მიიღეთ ნაკლებკალორიული საკვები – ხილი, ბოსტნეული, იოგურტი, მოხარშული თევზი. მოერიდეთ ბევრ პურს. კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე, მიირთვით ბევრი ხილი და სვით გაზგასული მინერალური წყალი.
კირჩხიბებს არასდროს უჭირთ საკუთარი წონის კონტროლი, მთავარია, მოინდომონ და ფორმაში ადვილად ჩადგებიან. ნუ მიიღებთ საკვებს, როცა ემოციურად გადაღლილი ხართ, თორემ, ზომას ვერ გააკონტროლებთ და ზედმეტი საკვებით ზედმეტ კალორიებს დაიგროვებთ. ჭამეთ ბევრი სალათა, მოხარშული თევზი, ხორციანი წვნიანები და ფხალეული – ეს უფრო სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის, ვიდრე შემწვარი ხორცი და ცხიმიანი საკვები.
ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი საკვებთან მიმართებაში თავს ზედმეტის უფლებას აძლევს. საჭიროა, წონას თვალყური ადევნოთ. კარგია, თუ მენიუში ხშირად ჩართავთ ოხრახუშს, ზეთისხილს, ნუშს, ხილსა და ფხალეულს. ხშირად არ ჭამოთ მსუყე საკვები და დაიცავით კვების საათები. რაციონიდან საერთოდ გამორიცხეთ მწარე და ცხარე საკვები, ცხიმიანი კერძები და ალკოჰოლიანი სასმელები. კვირაში ერთხელ მოიწყვეთ განტვირთვის დღე – ეს თქვენს ორგანიზმს წიდებისგან გაწმენდს და, ასევე, ზედმეტ წონას მოგაშორებთ.
ქალწულებმა იფიქრეთ იმაზე, რომ დიეტა სწორი კვებაა და ეს აუცილებლად გჭირდებათ. საჭმლის მომნელებელი სისტემა სუსტი გაქვთ და, თუ სწორად არ იკვებეთ, ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. ერიდეთ ნახევარფაბრიკატებს და ჯანსაღი პროდუქტებით მოამარაგეთ ორგანიზმი. ეცადეთ, ყველაფერი ნატურალური მიირთვათ და ხშირად ჩართეთ საკვებ რაციონში ფაფები და ბურღულეული. მოერიდეთ ცხოველური წარმოშობის ცხიმებს, შებოლილ პროდუქტებსა და ტკბილეულს.
სასწორებმა, მერყევი ხასიათის გამო, არ არის გამორიცხული, დაარღვიოთ კვების რეჟიმი და წონაში მომატებაც ამან გამოიწვიოს. აუცილებელია, გონივრულად გადაანაწილოთ საუზმის,  სადილისა და ვახშმის დრო. შეავსეთ ორგანიზმი საჭირო ვიტამინებით და ყოველდღიურად ივარჯიშეთ. იკვებეთ ზღვის პროდუქტებით და ხშირად სვით ბალახეული ნაყენები.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები ძლიერი ბუნებითა და პრინციპულობით გამოირჩევიან, ამიტომ, არ უნდა გაუჭირდეთ დიეტის დაცვა. თუ მოინდომებთ, ადვილად შეძლებთ მადის კონტროლს და დაიკლებთ წონაში. ხშირად მიირთვით თევზი, უმი ბოსტნეული, ზეთისხილი და საქონლის ღვიძლი. ასევე, სასარგებლოა დღეში ერთი ჭიქა ნატურალური წითელი ღვინო.
მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანი მოძრავი და შრომისმოყვარეა. ამიტომ, ხშირად ვერ იცლის დიეტის დასაცავად. მართალია ეს მის წონაზე ნაკლებად აისახება, მაგრამ მაინც საჭიროა დროდადრო საკვები რაციონის გადახედვა და მასში კორექტივების შეტანა. ჭამეთ დიდი რაოდენობით ხბოს ღვიძლი, უმი კომბოსტო, ბოლოკი, ვაშლი. მინიმუმამდე დაიყვანეთ მარილისა და შაქრის მოხმარება.
თხის რქებისთვის უმოძრაო წესით ცხოვრება, სასურველი წონის შენარჩუნების მთავარი მტერია. ეცადეთ, ყოველდღიურად ივარჯიშოთ და სათანადო ყურადღება დაუთმოთ კვებას. ნუ მიიღებთ საკვებს საღამოს 7 საათის შემდეგ. ჭამეთ მოხარშული მჭლე ხორცი, ახალი ბოსტნეული, სეზონური ხილი, კენკროვანები. მიიღეთ პოლივიტამინები და გაზგასული მინერალური წყალი.
მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანს გემრიელი საკვები უყვარს, რაც მის წონაზეც ხშირად აისახება. თუმცა, თუ შეძლო და მადა მოთოკა, არც სასურველი წონის შენარჩუნება უჭირს. გირჩევთ, ნაკლებად მიიღოთ ტკბილეული, ღვეზელები, ფუნთუშები, გაზიანი სასმელი. ხშირად მიირთვით რძის ნაწარმი, რათა ორგანიზმი არ გამოიფიტოს. შაქარი შეცვალეთ თაფლით. მოერიდეთ ზედმეტად მარილიან კერძებს. ბევრი ისეირნეთ ფეხით სუფთა ჰაერზე – ასე, სასიცოცხლო პოტენციალსაც აიმაღლებთ და წონაშიც დაიკლებთ.
თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს არ ჰყოფნით ნებისყოფა, დაიცვან სწორი კვების რეჟიმი და თავს უფლებას აძლევენ, გემრიელად დანაყრდნენ. ამის გამო, ადვილად ახერხებენ ზედმეტი წონის აკრეფას, დაკლება კი უჭირთ. გირჩევთ, თავად დაფიქრდეთ და მიხვდეთ, რომელი საკვები გიქმნით წონის პრობლემებს და რის ჭამას უნდა მოერიდოთ. კარგია, თუ კვირაში ერთ დღეს მოხარშული ბრინჯის დიეტას დაიცავთ. ასევე, სასარგებლოა თევზი, ისპანახი, მწვანილეულობა და სეზონური ხილი.

скачать dle 11.3