კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: ყოველთვის, როცა ტუჩის საცხს ვისვამ, არათანაბარი ფენა გამომდის. როგორ უნდა წავისვა სწორად?
პასუხი: ტუჩის საცხის წასმა შეიძლება ორი მეთოდით: სპეციალური პატარა ფუნჯით ან თითით. ჩვენ ამ ხერხებს გასწავლით, ორივე მოსინჯეთ და, რომელიც უფრო მოგეწონებათ, ის გამოიყენეთ ხოლმე.
1) ფუნჯით: პომადის წასმა დაიწყეთ ზედა ტუჩის შუიდან კუთხისკენ. ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე კუთხისკენ (სულ 2 გასმა უნდა იმყოფინოთ); ქვედა ტუჩზე კი საცხი წაისვით ერთ გასმაზე, მარცხნიდან მარჯვნივ. ამის შემდეგ ზედმეტი პომადა შეიშრეთ ქაღალდის ხელსახოცით (ქაღალდი მოიქციეთ ტუჩებს შორის და ოდნავ მოუჭირეთ) და გადაისვით საცხის მეორე ფენა.
2) თითით: პომადა წაისვით ტუჩებზე თხელ ფენად (თუ ზედმეტი მოგივიდათ, აიშრეთ ქაღალდის ხელსახოცით) და თითით გადაანაწილეთ ორივე კუთხისკენ, ოღონდ, აქცენტი გააკეთეთ ტუჩის შუა ნაწილზე. თუ მშრალი ტუჩები გაქვთ და გექერცლებათ, პომადის წასმამდე 15-20 წუთით ადრე დაიტენიანეთ სპეციალური ბალზამით.
კითხვა: როგორ უნდა შევახამო ერთმანეთთან ფრჩხილების ლაკისა და პომადის ფერები?
პასუხი: ეს სულაც არ არის რთული. თუ გსურთ, რომ ამით თქვენს დახვეწილ გემოვნებას გაუსვათ ხაზი, ფრჩხილების ლაკი უნდა იყოს ტუჩის საცხზე ნახევარი ან ერთი ტონით მუქი და არა საერთოდ სხვა ფერის.
კითხვა: ახლახან გავიგე მშრალი შამპუნის არსებობის შესახებ. თუ შეიძლება, მოკლედ მიამბეთ მის შესახებ.
პასუხი: 1971 წელს საფრანგეთის ქალაქ კარლში მცხოვრებმა აფთიაქარმა პიერ ფაბრმა გამოიგონა შამპუნი, რომელსაც ჰქონდა უნიკალური თვისება – წყლის გარეშე ასუფთავებდა თმას. ეს იყო მცენარეული წარმოშობის სპრეი, რომლის მიკრონაწილაკები, თმის ძირებში მოხვედრისას, „ნთქავდნენ“ ზედმეტ ცხიმს და, ამასთან, აბსოლუტურად არ აზიანებდნენ  კანს. ეს შამპუნი მისწრება იყო მათთვის, ვისაც ამა თუ იმ მიზეზის გამო ეკრძალებოდა თავის დაბანა ტრადიციული მეთოდით (ჩვეულებრივი შამპუნით ან საპნით) „მშრალი შამპუნი“ ფაბრის ამ გამოგონებას 10 წლის შემდეგ შეარქვეს. 80-იან წლებში კი ის ისეთი მოდური გახდა, რომ მთელი მსოფლიოს ლამაზმანები მის გარეშე ვეღარ ძლებდნენ.
დაბანის გარდა, მისით შესაძლებელია ნებისმიერი ვარცხნილობის გაკეთებაც.
„მშრალ შამპუნს“ დღესაც უშვებს ბევრი ცნობილი ბიუთი-ბრენდი.
მოამზადა
თამრიკო ზამთარაძემ

скачать dle 11.3