კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

დედამ მე და ჩემი და ერთმანეთს დაგვაშორა


რატომ ხდება ცხოვრებაში ისე, რომ მშობლები შვილებს ერთმანეთისგან განასხვავებენ, ანუ, ერთი უფრო უყვართ, ვიდრე მეორე (ან დანარჩენები)?! რა ხდება ამ დროს მშობლის გულში, ტვინში და, საერთოდ, ფსიქიკაში?
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამას უმრავლეს შემთხვევაში, დედები სჩადიან. თუმცა, მაინც ვერ დავადგინე, სჩადიან თუ ემართებათ, როგორც რაღაც მოურჩენელი ავადმყოფობა, სახადი.
ჩემდა სამწუხაროდ, ასეთი დედა ბევრი აღმოჩნდა ჩემ გარშემო, დაწყებული ბებიაჩემით, დედაჩემითა და დეიდაჩემით დამთავრებული. მართალია, ვერცერთს ვერ დავაბრალებ, იმ ერთი რჩეულის გარდა, დანარჩენ შვილებს ვერ იტანდა-მეთქი, მაგრამ, მხოლოდ ბიოლოგიური სიყვარული და ზოგადად, იმის სურვილი, რომ ცუდი არაფერი დაემართოს იმ გულს გარეთ დატოვებულ შვილს, დამეთანხმებით, კარგ დედობაზე სულაც არ მეტყველებს.
ბებიაჩემი ვახსენე და, მინდა გითხრათ, რომ ოჯახზე დიდად ნაამაგარი ქალი იყო. მამაჩემსაც და ბიძაჩემსაც კარგი განათლება მისცა, მაგრამ ბიძაჩემს, რომ იტყვიან, ბოლომდე თან გადაჰყვა – ფიზიკურადაც და მატერიალურადაც. ყველაფერს უმაღლეს დონეზე უკეთებდა, ყველაფერი მისთვის ემეტებოდა; იმ დონეზე, რომ, როცა დედაჩემი მამაჩემს ფეხსაცმელს ან ტანსაცმელს უყიდდა, ბებიაჩემი მაშინვე თავის უფროს შვილს დაიბარებდა, ისიც მაშინვე ჩვენთან გაჩნდებოდა ხოლმე (იცოდა, რომ რაღაც მუქთად გამოსარჩენი ელოდა). დედამისიც, არც კი მოერიდებოდა თავისი რძლისა და უმცროსი შვილის, (ანუ ჩემი მშობლების), მაშინვე უკითხავად გამოუტანდა დედაჩემის მიერ მამაჩემისთვის ნაყიდ ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს და ეუბნებოდა, მოისინჯე და, თუ კარგად მოგივა, შენი იყოსო. ისიც იცვამდა, თითქმის ყოველთვის კარგად მოსდიოდა და უცერემონიოდ მიჰქონდა. დედა ისე ბრაზობდა, ლამის მამაჩემი მოეკლა – ამდენს როგორ უნდა გიბედავდნენო, მაგრამ, თვითონაც ზუსტად ისე მექცევა, როგორც ბებია ექცეოდა მამაჩემს. მისთვის მეორეხარისხოვანი ადამიანი ვარ და ჩემს ამქვეყნიურ დანიშნულებას მხოლოდ იმაში ხედავს, რომ მშობლები ვარჩინო კიდეც და ფიზიკურადაც მოვუარო, მიუხედავად იმისა, რომ,  რაც რამე გააჩნდა ღირებული (ფულზე აღარაფერს ვამბობ), ყველაფერი ჩემს უფროს დას დაუტოვა. მას კი, ისედაც თავზე გადასდის ყველაფერი, რადგან დედისერთა მილიონერი ქმარი ჰყავს და სამი მოსამსახურე დაუდის სამსართულიან სასახლეში. თან, ჯვარი სწერია და, არც ჯანმრთელობა აწუხებს. მე კი, თუ რამე არსებობს, ყველაფერი მჭირს, თან ახლახან ფეხი მოვიტეხე და ექიმთანაც კი ვერ მივედი უფულობის გამო. დედაჩემმა კი თავისი საკმაოდ სოლიდური დანაზოგი და ძვირფასი, ძველებური საათი, ჩემს დას აჩუქა დაბადების დღეზე (ჩემთვის მხოლოდ ცხვირსახოცის ან ჩაის ტილოს დონის საჩუქრებს იმეტებს).  რაც მთავარია, თვითონაც ზუსტად ისევე მოგვიხსენიებს მე და ჩემს დას, როგორც ბებია მოიხსენიებდა მამაჩემსა და ბიძაჩემს (რაზეც დედა საშინლად ბრაზდებოდა ხოლმე) – ბებია ამბობდა: „ჩემი შვილი და შოთიკო“, სადაც „ჩემი შვილი“ – ბიძაჩემი იყო, შოთიკო კი – მამაჩემი. დედა კი ამბობს: „ჩემი გოგო და თიკო“, სადაც „ჩემი გოგო“ – ჩემი დაა, თიკო კი მე ვარ. ძალიან მწყინს ეს ყველაფერი, რადგან ასეთი მოპყრობა ნამდვილად არ დამიმსახურებია. თუმცა, ეს, ერთმანეთისგან გამორჩევა, ბავშვობიდან მახსოვს: დედაჩემი ჩემს დას ყველა საგნის მასწავლებელთან ატარებდა. მარტო ინგლისურში სამი მასწავლებელი აუყვანა (სკოლის გაკვეთილებისთვის, წერა-კითხვისა და მეტყველებისთვის), მე კი ერთი მასწავლებელიც არ მაღირსა – თვითონ იმეცადინე, არაფერი მოგივაო. გარდა ამისა, როცა სადმე „გასაპრანჭავ“ საზოგადოებაში მიდიოდნენ სტუმრად, ჩემი და მიჰყავდათ, მე კი მხოლოდ ძალიან მოხუც და ღარიბ ნათესავებთან მიშვებდნენ, სადაც თავის გამოჩენა არ სჭირდებოდათ. მოკლედ, უამრავი ასეთი მაგალითის გახსენება შემიძლია, მაგრამ, აღარ მინდა, თავი მოგაბეზროთ. უბრალოდ, იმაზე მწყდება გული, რომ დედაჩემმა შვილების ასეთი გამორჩევით, მე და ჩემი და ერთმანეთს დაგვაშორა, რასაც მთლიანად მე მაბრალებს, თავის დანაშაულს კი ვერ ხვდება.
თიკო, 34 წლის

скачать dle 11.3