კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამაკაცმა ყოფილი ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით საყვარლის თვალწინ მოკლა

52 წლის ვახტანგ ხ-ძე სამართლადამცველებმა მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დააკავეს. მამაკაცმა, რომელიც წარსულში ორჯერ იყო ნასამართლევი, ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორი ჭრილობა მიაყენა – მან დანაშაული ჩაიდინა მცირეწლოვანი ბავშვის  თვალწინ, ბინაში, სადაც მისვლა აკრძალული ჰქონდა.
რა გახდა ყოფილ ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირებისა და  დანაშაულის მიზეზი, სამართალდამცველებისთვის გარდაცვლილის ახლობლებისგან გახდა ცნობილი.  მანანა ჭ-შვილის ჩვენების მიხედვით, ვახტანგ ხ-ძე მოკვლით არაერთხელ დაემქურა  ყოფილ ცოლს. თუმცა, მან ეს დანაშაული მას შემდეგ ჩაიდინა, რაც 15 წლის შვილის  თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ შეიტყო. ამონაწერი მანანა ჭ-შვილის ჩვენებიდან: „ვახტანგი და ნონა ერთმანეთს შვიდი წლის წინ დაშორდნენ. მას შემდეგ ნონა კიდევ გათხოვდა, თუმცა იმ ქმარსაც დაშორდა. მათ ქორწინებიდან ჰყავდათ  ერთი შვილი, 15 წლის გოგონა. ნონას მეორე ქორწინებიდან კი ოთხი წლის ბიჭი ჰყავს. ამის შემდეგ ის კიდევ სამჯერ გათხოვდა.  ნონა რამდენიმე წელი თურქეთშიც ცხოვრობდა, საიდანაც ის მეგობარ მამაკაცთან ერთად დაბრუნდა, რომელიც მის სახლში ბოლო დღეებამდე, ქალის გარდაცვალებამდე,  ცხოვრობდა. ვახტანგსა და ნონას შორის კონფლიქტები  მათი დაშორების შემდეგ მალევე დაიწყო. ყოფილმა ქმარმა ქალს შვილი ორჯერ გასტაცა სახლიდან, თუმცა პოლიციის ჩარევის შემდეგ, მცირეწლოვანი გოგონა სახლში დააბრუნეს. მერე ბავშვი თვითონ გაიქცა სახლიდან. ოჯახურ დავაში პოლიცია იყო ჩარეული. ყოფილი ცოლ-ქმარი შვილს ვერ „იყოფდნენ”. ვახო მოითხოვდა, ბავშვი მასთან ყოფილიყო – ნონა  უწესოდ ცხოვრობს, საყვარლები მიჰყავს სახლში და ბავშვს ცხოვრებას უნგრევსო. ნონა მას აბრალებდა – შვილს ნარკომანების წრეში ზრდის და მასთან ერთი დღეც არ უნდა გაატაროსო. მე თვითონ ვარ მოწმე, რამდენჯერ მოუვარდა ვახო სახლში ნონას. ორჯერ სასტიკად სცემა და ამის გამო პოლიციაშიც მოხვდა, მაგრამ, მალე გაათავისუფლეს. ვახოს ხელწერილი ჩამოართვეს, რომ  ყოფილი ცოლის სახლში (თუმცა, მასთან ოფიციალურად არ იყო გაშორებული) არ მისულიყო. ის ჩვენ თვალწინ ემუქრებოდა ხოლმე ნონას, ხეზე უნდა ჩამოგკიდოო. ერთ დღეს, მეზობელი რომ არ შესწრებოდა, ვახოს ნონა ხეზე ჰყავდა მიბმული და დანით ხორცებს აჭრიდა. ყველა იმას ამბობდა, ეს კაცი ისეა გამწარებული, ამ ქალს აუცილებლად მოკლავსო. თვითონ  ნონა ამ საფრთხეს ვერ ხედავდა.  მკვლელობამდე ორი დღით ადრე, ნონას 15 წლის გოგონამ თვითმკვლელობა სცადა – მან ვენები გადაიჭრა. ბავშვმა წერილი დაწერა, სადაც წერდა, რომ თავს დედის აუტანელი საქციელის გამო იკლავდა. ისიც გახმაურდა, რომ თვითმკველობამდე ცოტა ხნით ადრე, ბავშვი მამასთან მივიდა და სთხოვა, დედას საქციელს ვეღარ ვუძლებ და თავიდან მომაშორეო. გოგონა   ურთულეს მდგომარეობაში იყო,  ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს. ამის შემდეგ ყველა ვფიქრობდით, რომ ვახო ნონას ამას აღარ აპატიებდა.”
გამოძიების მასალების მიხედვით,  მამაკაცმა  შვილის თვითმკვლელობის შესახებ ნათესავისგან შეიტყო. მოგვიანებით, ამის შესახებ თავად დანაშაულში ბრალდებულმა განაცხადა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში: „მეორე დღეს გავიგე, რომ  ანამ თვითმკვლელობა  სცადა, მაშინვე დავურეკე ნონას.  ჩემს ზარს არ უპასუხა.  როცა საავადმყოფოში მივედი და ანა ვნახე უმძიმეს მდგომარეობაში, მაშინვე ნონას სახლში წავედი. ძალიან ვიყავი აღელვებული. რამდენიმე დღით ადრე ანა იყო ჩემთან მოსული და მითხრა, რომ დედასთან მისი ცხოვრების წესის გამო ურთიერთობა დაეძაბა. მთხოვა, დედას უთხარი, ის თურქი კაცი სახლიდან გააგდოს, მისი დანახვაც არ შემიძლიაო. რაიონში მივდიოდი აუციელებელ საქმეზე და ამ პრობლემის მოგვარება ორი დღით გადავდე. ზუსტად იმ ორ დღეში ჩაიდინა ანამ ეს.  ისე ვიყავი გამწარებული, სახლში მივედი, სადაც ცეცხლსასროლ იარაღს ვინახავდი. როცა ნონასთან მივედი, საღამო იყო, ჭიშკარი დაკეტილი დამხვდა. სახლს მაღალი ღობე აქვს და ღობიდან გადავძვერი. ეზო დიდია და ეზოს ბოლოში „ბესედკაა.” იქიდან შემომესმა ხმაური. მივუახლოვდი და რა დავინახე? ნონა, მისი თურქი ქმარი თუ მეგობარი და კიდევ ერთი უცხო ქალი არაყს სვამენ. ბავშვი საავადმყოფოში იწვა და ისინი მხიარულობდნენ. იქვე  თამაშობდა ნონას მეორე შვილი. ამის  დანახვაზე ისე  გავმწარდი, რომ იარაღი ამოვიღე და ნონას ახლო მანძილიდან ორჯერ ვესროლე. მისი მეგობრები გაიქცნენ, მათთან არც ვაპირებდი ანგარიშსწორებას, თუმცა ეზოდან გამოსვლისას, იარაღის ტარი ორჯერ ჩავარტყი თავში ნონას მეგობარ მამაკაცს, რომელმაც როგორც მერე გავიგე, თავის არეში დაზიანება მიიღო.”
44 წლის ნონა მ-ძე გულ-მკერდის არეში მიყენებული დაზიანებით  საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ვახტანგ  ხ-ძე საკუთარ აგარაკზე დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა. ვახტანგ ხ-ძის განცხადებით, მისი ცხოვრება, ისევე როგორც მათი 15 წლის შვილის, ქალის აღვირახსნილ   საქციელს შეეწირა.  სასამართლომ ვახტანგ ხ-ძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში. გარდაცვლილის მხარე  სასამართლოსგან დამნაშავის უფრო მკაცრად დასჯას მოითხოვდა და ამტკიცებდა, რომ ის ცოლს სადისტურად ექცეოდა. ამის დასადასტურებლად მოჰყავდათ ინციდენტი, რომლის მიხედვითაც მამაკაცს მკვლელობამდე რამდენიმე თვით ადრე ქალი ეზოში  ხეზე ჰყავდა დაბმული და დანით აწამებდა. სასამართლომ ვერ დაკითხა მოწმე, მისი გაუჩინარების გამო. ის უცხოეთში სამუშაოდ იყო გადასული არალეგალურად.   სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს  ინციდენტი და  ვახტანგ ხ-ძეს  11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3