ბრძნული აზრები
ლაროშფუკო: კაცს ხშირად ჰგონია, რომ თავისი თავის ბატონ-პატრონია, მაშინ, როდესაც სულ სხვა რამეა მისი ბატონ-პატრონი; და ვიდრე გონებით ერთ მიზანს მიელტვის, გული შეუმჩნევლად მიაქცევს მეორის მიმართ.
ადისონი: მოურიდებელი კაცი ბოროტზე უარესია, რადგან ბოროტი მხოლოდ თავის მტრებს ესხმის თავს, მოურიდებელი კი ზიანს აყენებს მტრებსაც და მეგობრებსაც.
ზოლა: ცხოვრების მთელი აზრი მდგომარეობს უცნობლობის უსასრულო დაუფლებაში, მარადიულ მისწრაფებაში, რომ მეტი ვიცოდეთ.
გოეთე: დროის დაკარგვა ყველაზე მძიმეა იმისათვის, ვინც ყველაზე მეტი იცის.
ფრანკლინი: ერთი დღე – ორი ხვალინდელის ფასია.
პლუტარქე: უდიდესია უპირატესობანი, რომლებითაც ადამიანის ბუნებაა დაჯილდოებული – ესაა გონება და მეტყველების ნიჭი.
რუსო: ბუნება ნამდვილად სჯის ადამიანს, როცა აიძულებს, აიტანოს ყველაფერი, რისი ატანაც ასე ეძნელება.
ბუასტი: გონების ერთ-ერთი ავადმყოფობა, რომელიც ხელს უშლის ბედნიერებას, ეჭვიანობაა.
გამსახურდია: ყველაფერს ზომა აქვს. ადამიანების ურთიერთობაში ზომაა საჭირო.
პლუტარქე: მე არ მინდა ისეთი მეგობარი, რომელიც ყველაფერზე მეთანხმება, ყველაფერზე თავს მიქნევს – ამას ხომ ჩემი ჩრდილიც აკეთებს.
ვინდელბანდი: კულტურული ადამიანი ფლობს არა მარტო ზნეობრივ, არამედ ლოგიკურ და ესთეტიკურ სინდისს.
კონფუცი: ის, ვინც აზროვნების გარეშე სწავლობს, შეცდომებში ვარდება; ის, ვინც აზროვნებს და სწავლა არ სურს – წინააღმდეგობებში.
ვაშინგტონი: წარმატება უნდა გავზომოთ არა იმდენად იმით, თუ რა მდგომარეობას მიაღწია ადამიანმა ამ ცხოვრებაში, არამედ იმ წინააღმდეგობებით, რაც მან გადალახა ამ წარმატების მიღწევისას.
ადლერი: სოციალური პროგრესის ისტორია ბრძოლის ისტორიაა; ის გვიჩვენებს, თუ როგორ ცდილობდა ადამიანი უქონლობისა და წარუმატებლობის დაძლევას.
რუსო: სათნოების უდიდესი გმირობანი ჩადენილი იყო სამშობლოსადმი სიყვარულით.
გოეცი: ქალის სიყვარული შეიძლება დაკარგო როგორც ნდობით, ასევე უნდობლობით; როგორც დათმობით, ასევე ტირანული ქცევით; ზედმეტი და ნაკლები სინაზით; ყველაფრით და არაფრით.
უაილდი: ქალი შთაგვაგონებს, შევქმნათ შედევრები, მაგრამ ხელს უშლის ამ შთაგონების რეალიზებას.