გიორგი გურგულიას ანეკდოტები
სოლიდურად ჩაცმული ახალგაზრდა, მინდვრის პირას მდგომ გლეხს ეუბნება:
– უკაცრავად, 6 საათსა და 45 წუთზე მიმავალ მატარებელზე მაგვიანდება და შეიძლება, გზა მოვჭრა და სადგურზე თქვენი მინდვრის გავლით მივიდე?
– კი ბატონო, ოღონდ, თუ ჩემმა ბუღამ დაგინახათ, შეიძლება 6 საათსა და 15 წუთზე მიმავალ მატარებელსაც მიასწროთ!
***
მიმდინარეობს ოპოზიციის მიტინგი. უცბად, ცაზე ცისარტყელა გადაიჭიმა. მომიტინგეები აღელდნენ:
– ხედავთ, ხალხნო, რაში ხარჯავენ ფულს?
***
– რა მეშველება.. რა მეშველებაა, – მოსთქვამს სვანის ცოლი.
– რა იყო, შე ქალო?
– რაღა რა იყო, ჩემი ქმარი მოკვდა.
– რას იზამ, ეგრეა... ხან ცოლი კვდება ადრე და ხან – ქმარი...
– ეგ არ მადარდებს!
– აბა?
– წვერი როგორ მოვუშვაა?!
***
ცოლი გამთენიისას დაბრუნდა სახლში – მაგარი ნასვამია, გაწეწილი, ტანსაცმელი შემოხეული აქვს, სიგარეტით ხელში.
ქმარი:
– აი, ახლა იარაღი რომ მქონდეს, დაგახლიდი შუბლში!
ცოლი:
– შენც ადექი და მირქინე.
***
გურული ექიმი გამოიძახეს ბინაზე, მივიდა, გასინჯა პაცენტი და თავი გადააქნია.
– ჰა, ექიმო, რა წამალი მოვუტანოთ, რომ ვუშველოთ? ჩქარა გვითხარით.
– წამალი კი არა, ძლიერი „ლამპოჩკა“ მეიტანეთ ელანძე.
– ეგ უშველის?
– ამას აღარაფერი ეშველება და, ქე მაინც წინასწარ შევაჩვიოთ გვირაბის ბოლოს რომ შუქია, ე, იმას!
***
ორი ნაცნობი საუბრობს:
– ვოცნებობ, მამაჩემივით, თვეში 10 ათასი დოლარი მქონდეს შემოსავალი.
– მამაშენი თქვეში 10 ათასი დოლარს შოულობს?
– არა, ისიც ჩემსავით ოცნებობს.
***
– წერეთელი უფრო მოგწონს თუ ჭავჭავაძე?
– რა თქმა უნდა, ჭავჭავაძე!
– კახელი ხარ, ალბათ.
– არა, იმერელი.
– მაშინ წერეთელს, რატომ გირჩევნია ჭავჭავაძე?
– ჭავჭავაძე მაინც ვაკეა რა...
რომა რცხილაძის ანეგდოტები
ტიპი ციხეში ჩასვეს. მთელს ტანზე ხარისთავებიანი ტატუები აქვს ამოსვირინგებული. ქუთაისელმა პატიმარმა, უყურა-უყურა და ბოლოს გაბედა კითხვა:
– ქურდი ხარ, სიმონ შენ?
– არა.
– აბა, ყასაბი?
– არა.
– ტორეადორი ხარ?
– არა.
– აბა, რაია სიმონ, „ტუშონკა“ ხარ?
***
ჯვრისწერაზე, სიძე ეკითხება მღვდელს:
– რამდენი გადავიხადო, მამაო?
– რამდენიც ეს პატარძალი ღირს, იმდენი.
სიძემ ჯიბეში გააქანა ხელი, რკინის ლარიანი ამოიღო და მამაოს გაუწოდა. მამაომ დახედა ფულს, მივიდა პატარძალთან, აწია ფატა და სახეზე კარგად დააკვირდა. ჩაიყო ჯიბეში ხელი და სიძეს 50 თეთრი ხურდა უკან დაუბრუნა.