კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ქონება აქვს ანა დროლიძეს და რა ოდენობის შემოსავალს იღებდა ის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე 1979 წელსაა დაბადებული თბილისში. მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ  უმაღლესი განათლება 2002 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე მიუღია. 2004 წელს საერთაშორისო სამართალში სამართლის მაგისტრის წოდება მოუპოვებია ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (ნიდერლანდები); 2013 წელს კი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი გამხდარა (კორნელის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, აშშ).
ანა დოლიძის სამუშაო ბიოგრაფია 2000 წელს იწყება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სადაც ის 2011 წლის სექტემბრამდე იყო იურისტის თანაშემწე. 2001 წლის სექტემბრიდან 2002 წლის მაისამდე იყო საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის ტექნიკური დახმარებისა და დაფინანსების პროგრამის ასისტენტი, 2002-2003 წლებში – მოქალაქეთა ინტერესების დაცვის პროგრამის თანამშრომელი. 2004 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გახდა და ამ ფუნქციას 2006 წლამდე ასრულებდა. 2008 წლის აგვისტო-ოქტომბერში Stichting Russian Justice Initiative-ს კონსულტანტად მუშაობდა; 2008 წლის ნოემბრიდან 2009 წლის აგვისტომდე – ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის (Human Rights Watch) მკვლევრად; 2010-2011 წლებში კი – ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის კონსულტანტად. 2015 წელს ის საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
რაც შეეხება აკადემიურ გამოცდილებას: 2008 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით ბარდის კოლეჯში კითხულობდა ლექციებს; 2007-2008 წლებში ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიწვეულ ლექტორად მუშაობდა; 2009-2012 წლებში მადრიდის უნივერსიტეტში კითხულობდა კურსს – კანონის უზენაესობა და დემოკრატიზაცია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში; 2013-2015 წლებში კი დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორად მუშაობდა (კანადა).
რაკი ჩინოვნიკი სულ ახლახან გახდა, ქ-ნი დოლიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და ოჯახის წევრებად მიუთითა: 2007 წელს ნიუ-იორკში დაბადებული შვილი, ანდრია და 1969 წელს დაბადებული  მეუღლე ირაკლი კაკაბაძე.
ანა დოლიძის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, დიდ დიღომში (80 კვ. მ. ფართობის) და 2013 წლის ავტომანქანა „კი რიო“ (რომელიც 2013 წელს შეუძენია 16 000 კანადურ დოლარად), ირაკლი კაკაბაძეს კი ეკუთვნის საცხოვრებელი ბინა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე (140 კვ. მ. ფართობის).
ანა დოლიძეს „საქართველოს ბანკში“ გახსნილ ანაბარზე 40 000 აშშ დოლარი ერიცხება, კანადური ბანკის მიმდინარე ანგრიშზე – 2 500, ხოლო საკრედიტო ანგარიშებზე – 22 000 კანადური დოლარი.
2014 წლის განმავლობაში ანა დოლიძეს ლექციების წაკითხვამ 102 500 კანადური დოლარი მოუტანა, იარკლი კაკაბაძეს კი განდის ფონდში მუშაობამ (კოორდინაცია, ლექციების წაკითხვა) – 20 000 ლარი.
რაც შეეხება გასავლებს: ანა  დოლიძეს გასულ წელს ბინის ქირავნობა 19 800 კანადური დოლარი დასჯდომია, ნივთების გადაზიდვა კი – 3 500 კანადური დოლარი, ხოლო შვილის მუსიკალური განათლება – 3 000 კანადური დოლარი.

скачать dle 11.3