კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომანტიკა სეპარატისტულად

ანუ „სიყვარული დაფრინავს“

ის, რომ ჩვენს ოს სეპარატისტებს პრ. პუტინი ისე ემშობლიურებათ, თვალში  რომ ჩაუვარდეთ, არათუ ხელს არ ამოისვამენ, პრ.-მინისტრ მედვედევის დამატებით ჩაგდებას მოითხოვენ, საყოველთაოდ ცნობილია.
თუმცა აღმოჩნდა, რომ ამაზე უსაზღვრო სიყვარულიცაა შესაძლებელი ცოდვილი სეპარატისტული ცის ქვეშ. სახელდობრ, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს, ცხინვალში, არც მეტი, არც ნაკლები, ალინა კაბაევას სახელობის სპორტკომპლექსის მშენებლობა დასრულდება. –
საქველმოქმედო ფონდ „სპორტი მშვიდობისთვის“ დამფუძნებელი ინალ ალბოროვი ამბობს, რომ სპორტკომპლექსი თვით ალინა კაბაევას საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით შენდება და მის ფართო დარბაზებში სეპარატისტების მომავალი თაობა დაეუფლება მხატვრულ ტანვარჯიშს, ჭიდაობას, კრივს, ძიუდოს, ქორეოგრაფიასა და ცურვას, რამეთუ ექნება 9 დარბაზი და 3 საცურაო აუზი და თვით საერთაშორისო სტანდარტების დონისა.
ჩვენ არ ვიცით, რატომ მიეძალნენ ცურვას და მხატვრულ ტანვარჯიშს ეს ჩვენებური სეპარატისტები (ან თუ დარჩა იქ ვინმე, ის 9 დაპირებული დარბაზი და 3 საცურაო აუზი რომ აავსოს), მაგრამ უკვე დანამდვილებითაა ცნობილი, რომ დიდზე დიდი რომანტიკოსები ყოფილან: თავიანთი სიყვარულის სიყვარულსაც კი ეთაყვანებიან ეგ ბემურაზები, ეგენი.

скачать dle 11.3