კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ვისი სული გსურს“?

სასჯელი

 ჩვენს ჩრდილოურ სამეზობლოს ჩვენმა ოკეანისგაღმელმა პარტნიორებმა კვლევა ჩაუტარეს, რომლის მიზანიც იმის გარკვევა იყო, თუ რა უნდა რუს საზოგადოებას, სახელდობრ, ინტერნეტმომსახურების მიმართულებით (კვლევის შედეგად მომზადებულ დასკვნას კი ჰქვია: „რა სურს საზოგადოებას: რუსეთის მოქალაქეთა სურვილი ინტერნეტის კონტროლისადმი“).
ჰოდა, გაირკვა, რომ რუსეთის მოსახლეობის 60 პროცენტი თანახმაა, აიკრძალოს ინტერნეტი, თუ მისი არსებობა ხელს უშლის ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებს ან მისგან საფრთხეა მოსალოდნელი.
ამას გარდა, რუსეთელთა ნახევარს მიაჩნია, რომ ინტერნეტში განთავსებული მასალების ცენზურა აუცილებელია; 73 პროცენტი კი დარწმუნებულია, რომ არ ღირს სახელმწიფო მოხელეთა შესახებ უარყოფითი ინფორმაციის გამოქვეყნება.
42 პროცენტის აზრით,  უცხოური სახელმწიფოები ინტერნეტს იყენებენ რუსეთის სახელმწიფოსა და მისი ინტერესების წინააღმდეგ.
მესამედი ფიქრობს, რომ ინტერნეტის გამოყენება ზრდის სუიციდის რისკს, მეოთხედი კი ვარაუდობს, რომ ინტერნეტი საფთრხეს უქმნის ოჯახურ ღირებულებებსა და პოლიტიკურ სტაბილურობას.
რაც ყველაზე საინტერესოა, ინტერნეტცენზურის მომხრეთა შორის, 57 პროცენტს არასდროს უსარგებლია ინტერნეტით, ხოლო 43 პროცენტი მისი მუდმივი მომხმარებელია.
კვლევაში უხვადაა სხვა „მარგალიტებიც,“  ოღონდ, საგანგაშო ისაა, რომ კვლევის ცდომილება მხოლოდ 3-4 პროცენტია და კიდევ უფრო საგანგაშო, რომ ჩვენ ასეთებთან მეზობლობა გვაქვს მოსჯილი. –

скачать dle 11.3