სალათა „შეგიყვარდები“
საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი შებოლილი ქათმის ბარკალი, 1 ცალი მოზრდილი, წითელი ბულგარული წიწაკა, 0,5 კონა ოხრახუში, 2 თავი ხახვი (შეიძლება მწვანეც), 4 ცალი კვერცხი, 0,5 ჭიქა რძე, მარილი, 1 სადილის კოვზი სოიის სოუსი, ცოტა მაიონეზი.
მომზადების წესი: ქათმის ხორცი დაჩეჩეთ ან მომცრო კუბიკებად დაჭერით, ბულგარული წიწაკა კი – დიდი ზომის კუბიკებად და შეურიეთ ერთმანეთს. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მწვანილი. კვერცხი ათქვიფეთ რძეში, შეურიეთ სოიის სოუსი და ცხელ ტაფაზე ზეთში შეწვით ორი-სამი ომლეტი-ბლინი (ორივე მხრიდან). გააცივეთ და გადაახვიეთ რულეტებივით. შემდეგ დაჭერით ვიწრო ნაჭრებად და მოაყარეთ სალათს. შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით, მოასხით ცოტა მაიონეზი და მზად არის.