ყაბაყის ღვეზელი
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ყაბაყი, 4 ცალი კვერცხი, ნახევარი ჭიქა გახეხილი რბილი ყველი, 1/3 ჭიქა ზეთი, 1 თავი ხახვი, ნახევარ-ნახევარი კონა ოხრახუში და კამა, მარილი, შავი პილპილი, 250 გრამი ნებისმიერი ხორცის ფარში (შეგიძლიათ ეს კერძი ხორცის გარეშეც მოამზადოთ). ბლინის ფქვილი, რომელსაც ასე მოამზადებთ: 1 ჩაის ჭიქა პურის ფქვილს დაუმატეთ 1,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი, 1 სადილის კოვზი რძის ფხვნილი, 1 სადილის კოვზი შაქარი, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, 1 ჭიქა კვერცხის ფხვნილი.
მომზადების წესი: ყაბაყი დაჭერით თხელ ფირფიტებად. კვერცხი ათქვიფეთ და შეურიეთ ჯერ ყველი, შემდეგ ბლინის ფქვილი, მარილი, პილპილი და კარგად ამოურიეთ.
ხახვი და მწვანილი დაჭერით, შეაზილეთ ცომს, შემდეგ შეურიეთ ყაბაყი და კარგად ამოურიეთ.
ხორცის ფარში წინასწარ მოშუშეთ ცოტა ზეთში. ცეცხლგამძლე ფორმაში მოათავსეთ ყაბაყიანი ცომის ნახევარი, გადაუსვით ხორცის ფარში და ზემოდან ყაბაყიანი ცომის მეორე ნახევარი დაადეთ. მოასწორეთ და მოათავსეთ ცხელ აირღუმელში 35-40 წუთით. უგემრიელესია და ნაკლებად კალორიული. ფორმაშივე გააცივეთ და ისე მიირთვით.