საზამთროსა და მარწყვის ლიმონათი
საჭირო ინგრედიენტები: 250 გრამი მარწყვი, 650 გრამი საზამთროს რბილობი, 2 ლაიმის წვენი, 2-3 სადილის კოვზი შაქარი, 250 მილილიტრი მინერალური წყალი, ყინულის ნატეხები – გემოვნებით.
მომზადების წესი: მარწყვი, საზამთროს რბილობი, ლაიმის წვენი და შაქარი ბლენდერით ათქვიფეთ, დაუმატეთ ყინულის კუბიკები და – ლიმონათიც მზადაა.