კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღიარებენ ექიმ ვადიმ ხატიაშვილს ქალბატონები და რაში მდგომარეობს მისი პროფესიული წარმატების საიდუმლო

ექიმი, რომლის სახელიც თბილისში ძალიან ცნობილია, განსაკუთრებით ქალბატონებისთვის და მათ შორის ჩვენი მკითხველისთვისაც, აღიარებული გინეკოლოგ-ენდოსკოპისტი გახლავთ. ის დღეს „კარაპს მედლაინში” მუშაობს  და პაციენტების სიმრავლის გამო, მასთან მოხვედრა, თუნდაც ჟურნალისტის რანგში, თითქმის შეუძლებელია. გინეკოლოგ-ენდოსკოპისტის დახასიათებისას მისი პაციენტები, ბატონი ვადიმის განსაკუთრებულ გულისხმიერებასა და ყურადღებიან მიდგომას უსვამენ ხაზს. სწორედ ამ ფაქტორის დამსახურებაცაა, რომ ბატონ ვადიმთან ერთხელ მოხვედრილი პაციენტი არასოდეს ტოვებს მას.   

ვადიმ ხატიაშვილი – მედიცინის აკადემიური დოქტორი; ესთეტიკური, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ქირურგიის კლინიკა „კარაპს მედლაინის” ექიმი გინეკოლოგ-ენდოსკოპისტი. ოპერაციული გინეკოლოგიისა და ენდოსკოპიის განყოფილების გამგე.
 მინი-დოსიე: 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. ინტერნატურა გაიარა რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. 1994-1996 წლებში სწავლობდა რუსეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასპირანტურაში მეანობა-გინეკოლოგიის სპეციალობით, სადაც წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე: ,,საშვილოსნოს ამოკვეთა ენდოსკოპიური მეთოდით”. ეს იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი დისერტაცია  და პირველი მცდელობა საშვილოსნოს ამოკვეთისა ენდოსკოპიური მეთოდით, ანუ უსისხლოდ. 1996-1998 წლებში იყო მოსკოვის ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრის ექიმი-გინეკოლოგი; 1998 წლიდან კი, უკვე თბილისში, ჟორდანიას სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-გინეკოლოგ-ენდოსკოპისტია,  1999-2005 წლებში კი – კლინიკა ,,გრანდის” ექიმი გინეკოლოგ-ენდოსკოპისტი. 2005-2007 წლებში  იმუშავა ჯანმრთელობის ცენტრ ,,იუნონას”  გინეკოლოგ-ენდოსკოპისტად. 2007 წლიდან  კი კლინიკა ,,კარაპს მედლაინის“  ექიმი გინეკოლოგ-ენდოსკოპისტია.  2006 წელს სტაჟირება გაიარა ოპერაციულ ენდოსკოპიაში საფრანგეთის  საერთაშორისო სწავლების ცენტრში. 1994 წლიდან მოსკოვის გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციის წევრია, 2010 წლიდან კი – ევროპის გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციის წევრი. 2013 წელს სტაჟირება გაიარა  იტალიაში, ქალაქ აველინოში, მ. მალზონის კლინიკაში გინეკოლოგიურ ენდოსკოპიის მიმართულებით. არის 16 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, გამოქვეყნებული აქვს 19 სამეცნიერო ნაშრომი, 1 სახელმძღვანელო.
– ბატონო ვადიმ, თქვენი სამუშაო გრაფიკი ძალიან დატვირთულია. თქვენთან, პრაქტიკულად, პაციენტთა რიგები დგას. ლაპარასკოპიული მეთოდით გინეკოლოგიური  ოპერაციებისთვის ქალბატონების დიდი ნაწილი მოგმართავთ. ენდოსკოპიის როლზე რას გვეტყვით?
 – დღეისთვის ლაპარასკოპია  არის  არა მხოლოდ უშვილობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის  საუკეთესო მეთოდი, არამედ 21-ე საუკუნის ქირურგია და უნივერსალური საშუალება არაგინეკოლოგიური ქირურგიული ოპერაციების დროსაც. უნდა ვაღიაროთ, რომ ენდოსკოპიას აქვს უნივერსალური თვისებები, რომელიც პრაქტიკულად, შეუცვლელია პაციენტისთვის. აქ იგულისხმება მცირე ინვაზიური მეთოდი. პოსტოპერაციული გართულებები მინიმუმდეა დაყვანილი.  პაციენტს, ლაპარასკიული ოპერაციის დროს არც ნაწიბური რჩება სხეულზე და არც შიდა პოსტოპერაციული შეხორცებები შეაწუხებს. მეორე დღესვე  მიდის ის სახლში და  არავითარი პოსტოპერაციული  გართულებები არ აქვს.
– ბატონო ვადიმ, რა ტიპის ოპერაციები ტარდება თქვენთან ამ მიმართულებით?
– ყველანაირი გინეკოლოგიური ოპერაცია, გარდა ონკოლოგიურისა. წარმატებით ტარდება ორგანოშემანარჩუნებელი ოპერაციები, ნებისმიერი ზომის მრავალკვანძოვანი მიომების, ექტოპიური ორსულობის, სხვადახვა ეტიოლოგიის კისტების, ასევე ენდომეტრიოზების დროს. ჩვენთან, ასევე მიმდინარეობს საშვილოსნოს ამოკვეთა, როგორც ენდოსკოპიული, ისე ღია მეთოდით. ტარდება ჰისტეროსკოპიული ოპერაციებიც. ღია წესით ჩვენთან მხოლოდ ისეთი ოპერაცია კეთდება, როცა პაციენტის მიომა ან კისტა გიგანტური ზომისაა და იქ ენდოსკოპიური ჩარევა გაუმართლებელია.  ენდომეტრიოზს ხშირად კლინიკური გამოვლინება არ აქვს და მხოლოდ ლაპარასკოპიით დგინდება ასეთი ენდომეტრიული უბნები, რაც ხელს უშლის ნაყოფიერებას. ანუ, ლაპარასკოპიის შემდეგ ქალბატონს აღარ უჩნდება კითხვა, თუ რატომაა უშვილო. მან ჩვენთან ჩატარებული დიაგნოსტიკის შემდეგ უკვე იცის, რა არის მისი უშვილობის კონკრეტული მიზეზი. მაგალითად, მიომექტომიის ოპერაციების შემდეგ, ნაყოფიერების 60-70-პროცენტიანი შედეგი დგება. სტატისტიკა გვიჩვენებს ამას. პრაქტიკულად, ამ ოპერაციებს ჩვენ ყოველდღე ვაკეთებთ. ვცდილობთ  საშვილოსნოს  შენარჩუნება მოხდეს. როცა მიომა ჩაზრდილია საშვილოსნოს ღრუში, მაშინ ვაკეთებთ საშოსმხრივ ოპერაციას ჰისტეროსკოპიის მეშვეობით. ყოველდღე მინიმუმ 6 ოპერაცია მაქვს ჩანიშნული… 
– ბატონო ვადიმ, დღეში 6 ოპერაცია თითქმის რეკორდია. თბილისში ერთ-ერთი მოთხოვნადი ექიმი ხართ. როგორ ფიქრობთ, რით დაიმსახურეთ პაციენტთა ასეთი ნდობა?
– ამის მიზეზი ალბათ, გენეტიკური შრომისმოყვარეობა და მშობლების მაგალითია. ბავშვობიდან ისინი ჩემთვის  განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ეტალონები არიან. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. მინდა გითხრათ, რომ მე საოპერაციოში უფრო ვისვენებ, ვიდრე აქ, კაბინეტში. მე მიყვარს ჩემი პაციენტები, ვცდილობ მათ სატკივარს ბოლომდე ჩავყვე..
– ასეც გახასიათებენ პაციენტები.
– ჩემი მეუღლე, ქალბატონი ირინა, ჩემთან მუშაობს მენეჯმენტში და ხშირად აღნიშნავს ხოლმე, ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი ვარ პაციენტებისადმი. ხშირად პაციენტი ჩემი კომპეტენციის ფარგლებშიც არ ჯდება, მაგრამ მაინც ვცდილობ, დავეხმარო. ვფიქრობ, ექიმი ბოლომდე უნდა იხარჯებოდეს პაციენტისთვის. თუმცა, ისიც მინდა თქვენი ჟურნალის საშუალებით აღვნიშნო, რომ პაციენტსაც უნდა ჰქონდეს ექიმთან ურთიერთობის კულტურა. საბედნიეროდ, პაციენტთა დიდმა ნაწილმა ეს გაითავისა და ჩემს შემთხვევაში გართულებები მინიმუმამდეა დასული. მაგრამ, საქართველოში ჯანდაცვის საკითხები დარეგულირდება მხოლოდ მას შემდეგ: რაც ექიმი და პაციენტი ურთიერთპატივისცემას ისწავლიან; როცა ჯანდაცვაში მეტი ფინანსები ჩაიდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად და ყველა ერთად გავითავისებთ, რომ: მედიცინას სჭირდება ხელშეწყობა, ექიმს დაფასება, პაციენტს კეთილსინდისიერად მოპყრობა. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ პაციენტის პრობლემა გულთან მივიტანო. ვფიქრობ, ჩემი პაციენტები გრძნობენ ამას და ეს ჩემთვის პროფესიული ბედნიერებაა!

скачать dle 11.3