კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კომპანია „m2“ კვლავ ახალი კომპლექსის მშენებლობას იწყებს

ახალი საკრედიტო პროდუქტი ბინის შესაძენად, ერთ წლამდე საშეღავათო პერიოდით, კომპანია „m2-ისგან“

დეველოპერულმა კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი – „m2 იპოდრომთან 2“ წარადგინა და წინასწარი გაყიდვების დაწყების შესახებ განაცხადა. ახალი ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი – „m2 იპოდრომთან 2“ საბურთალოზე, კარტოზიას ქუჩაზე, 10 ნომერში აშენდება, ყველასთვის ცნობილი და წარმატებული საცხოვრებელი კომპლექსის, „m2 იპოდრომის“ გვერდით. თუ რატომ ირჩევს მომხმარებელი კომპანია „m2“-ის საცხოვერებელ კომპლექსს, ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. კომპანიის ლიდერობაც ქართულ სამშენებლო ბაზარზე მისი გამორჩეულობით აიხსნება. „m2“ საქართველოში ამკვიდრებს ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას. რაც შეეხება ახალ საცხოვრებელ კომპლექსს, ის 14,079 კვადრატულ მეტრზე გაშენდება და სრულად გარემონტებულ 819 ბინას მოიცავს. გასაყიდი ბინების ფართობი კი 36 კვადრატული მეტრიდან 170 კვადრატულ მეტრამდე მერყეობს. შესაბამისად, სასურველი ბინის შერჩევას ნებისმიერი გემოვნებისა და მოთხოვნილების მქონე ადამიანი შეძლებს.
კომპანიის მიმართულებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბინების ხელმისაწვდომი ფასი. მაგალითად, ოროთახიანი ბინის შეძენა დასრულებული რემონტით, ჩაშენებული სამზარეულოს ავეჯითა და ტექნიკით, 39,996 აშშ დოლარიდან არის შესაძლებელი. კომპლექსში „m2 იპოდრომთან 2“ ბინის შეძენის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, წინასწარ დაჯავშნონ მათთვის სასურველი ბინა, განსაკუთრებით დაბალ ფასად მხოლოდ სექტემბრის ბოლომდე, სანამ გაყიდვები ოფიციალურად დაიწყება.
ირაკლი ბურდილაძე (კომპანია „m2-ის“ გენერალური დირექტორი): „თავდაპირველად, მინდა აღვნიშნო, რომ ახალ პროექტში, რომელიც „კომპანია m2-მა“ მომხმარებლის წინაშე წარადგინა, ენერგოეფექტური ბინებია, რაც მფლობელს 20-30 პროცენტით დაუზოგავს კომუნალური გადასახადების ხარჯებს. ბინების დაჯავშნის პროცესი დაწყებულია. მსურველებმა უნდა იჩქარონ, რადგან ახლა, წინასწარი გაყიდვების დროს, უპრეცედენტოდ დაბალ ფასად შეძლებენ ბინის შეძენას”.
დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ ბინის შეძენის მსურველებს განსაკუთრებულ საკრედიტო პროდუქტსაც სთავაზობს 4 მშენებარე საცხოვრებელ კომპლექსში, ესენია: „m2 ნუცუბიძეზე“, „m2 ყაზბეგზე“, „m2 თამარაშვილზე“ და „ოპტიმა ისანი“. შეთავაზება გულიხსმობს საშეღავათო პერიოდს ერთ წლამდე. შეთავაზება განსაკუთრებით ხელსაყრელია მათთვის: ვისაც სურს ბინის შეძენა, მაგრამ თავს იკავებს  იპოთეკური სესხის აღებისგან, რადგან იხდის ბინის ქირას; ან სურს არსებული ბინის გაყიდვა; ან ვერ აგროვებს პირველად შენატანს; არ ჰყოფნის უზრუნველყოფა, ანდა, უბრალოდ, სურს შეიძინოს ახალი ბინა და გააქირაოს. იპოთეკური სესხით შეძენილი ბინის საფასურის გადახდა შესაძლებელია ბინის ჩაბარების შემდეგ. ასეთი ინოვაციური დაკრედიტების პირობის შეთავაზებით, კომპანია მოსახლეობისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის ახალაშენებული ბინის შეძენას.

скачать dle 11.3