კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად იცეკვა ცუცა კაპანაძემ „ტანგო” მაიკლ დაგლასთან და რატომ ჩაადგა ის მილანში ვერსაჩეს ოფისში

მსახიობი ცუცა კაპანაძე წლებია, ამერიკაში ცხოვრობს, მოქალაქეობაც მიიღო, თუმცა საქართველოში ხშირად ჩამოდის და ცდილობს, თვეების განმავლობაში დაგროვილი მონატრება, ახლობლების ჩახუტებით შეივსოს. ცუცა, ახლახან  გადაიღეს ფილმში, სადაც ის ემიგრანტი ქალის როლს თამაშობს. ამ ფილმმა საკმაო აღიარება მოიპოვა საერთაშორისო ფესტივალებზე. სად შედგა ცუცას „ტანგო” მსახიობ მაიკლ დაგლასთან, რის გამო დაიმსახურა მან დევიდ ჯონსის კოცნა და რატომ მოუწია მილანში ვერსაჩესთან ჩასვლა, ამაზე თავად გვესაუბრება.

 

ცუცა კაპანაძე: 10 წელია, რაც ამერიკაში ვარ და ამ წლების განმავლობაში, ფიზიკურად ვარ აქ, სულიერად კი – საქართველოში. ანუ, ჩემი სხეული ამერიკაშია და გული საქართველოში. აქ ვმუშაობ, რომ ვიარსებო, ბებიას ვუვლი. მაგრამ ჩემი თეარტის და კონტაქტების გარეშე, როგორ გავძლებ? ამიტომ, ასევე, ვმუშაობ ქართული კულტურის ცენტრში, გენერალურ მენეჯერად. ასევე, ნიუ-იორკის ქართული თეატრის მსახიობი და ბავშვთა თეატრის ხელმძღვანელი ვარ და ასე ვთქვათ, შემოქმედებით წვაში ვარ. იმხელა ენერგია მაქვს, რომ არ დავხარჯო, სად შემიძლია? ჩელენტანოსავით, შეშას არ ვჩეხავ, მაგრამ სცენაზე ვიწვი (იცინის). პირველად რომ ჩამოვედი ამერიკაში, 1988 წელი იყო და ვერც კი ვიფიქრებდი, აქ თუ მომიწევდა ცხოვრება. „გეპეის“ თეატრის მსახიობები ვიყავით ჩამოსულები, სპექტაკლით „შერეკილები“ და რომ შევესიეთ ამდენი შერეკილი ამერიკას, გაოგნებულები გვიყურებდნენ (იცინის). კი მომხიბლა ნიუ-იორკმა, მაგრამ კომუნისტების პერიოდი იყო და რუსულმა „კაგებემ“ ისე დაგვამუშავა, ფიქრსაც კი ვერ გავბედავდი ამერიკულ ცხოვრებაზე. არადა, რომ გაშალა ნიუ-იორკმა ხელები და ჩამიკრა გულში, მითხრა: მოდი და შენი ამერიკული ოცნება აიხდინეო!
– მერე, ახდა შენი ამერიკული ოცნება?
– ჩემი ამერიკული ოცნება, ნამდვილად ახდა! ახლა, ვარსკვლავს ხომ არ გამიხსნიან? (იცინის) თუმცა, მინდა და რომ გავა წლები, ეგღა მაკლია, ამერიკაში ვარსკვლავი არ გამიხსნან ამ ზემო იმერელს! მართალია, ჯერ ჰოლივუდში არ მივუწვევივარ წითელ ხალიჩაზე, მაგრამ ყველაფერი წინაა! ამერიკაში ხომ იცით, დრო წრაფად გარბის. მე კი მასზე სწრაფი აღმოვჩნდი, მომდევს და ვერ მეწევა. ასე რომ, დროს დავეწიე, გავუსწარი და ახლა უკან მომდევს (იცინის).
– როგორც ვიცი, ფილმშიც გადაგიღეს, სადაც ქართველი ემიგრანტის როლს თამაშობ და ამ ფილმმა წარმატებასაც მიაღწია კინოფესტივალებზე. მართალია, რომ წითელ ხალიჩაზე გაიარე და თვით, „ვერსაჩეს” კაბაში გამოწყობილი იწონებდი თავს?
–  თავმოწონებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ კანადაში, წითელ ხალიჩაზეც გავიარე და „ვერსაჩეს” ულამაზესი ფორთოხლისფერი კაბაც მეცვა. ამ კაბის გულისთვის, სპეციალურად მომიწია იტალიაში, კერძოდ, მილანში ჩასვლა. იქ კომპანიის გენერალური მენეჯერი დამხვდა – ქართველი დავით მეტრეველი და რომ გაიგო ფესტივალისთვის მინდოდა „ვერსაჩეს“ ჩაცმა, თან გადამყვა. სხვათა შორის, დაჯილდოების ცერემონიალზე, სცენაზე მომიწია ასვლა და ცეკვა. წამყვანი გახლდათ კანადის ყველაზე ცნობილი კომიკოსი დევიდ ჯონსი, ძალიან ნიჭიერია, მთელი ამერიკა ეთაყვანება. წარმოიდგინეთ, სცენაზე ამიყვანა და მითხრა, უნდა გაკოცოო. მე ხელსახოცი ავიფარე სახეზე და ასე მაკოცე-მეთქი, გადავარდა სიცილით, მეცა და მკოცნა და მკოცნა (იცინის). მერე  ვხუმრობდი, ეს რა იყო, კაცო, ერთი ნახვით შეყვარება, ძლივს არ გამოვცადე-მეთქი (იცინის)? „ტანგოც” ვიცეკვე მსახიობ მაიკლ დაგლასთან ერთად და ასეთი ნასიამოვნები დავბრუნდი ნიუ-იორკში. იცით, რომ  მივაბიჯებდი ამაყად წითელ ხალიჩაზე, თან ვფიქრობდი, ამ პატარა ქართველმა, „ვერსაჩეს” კაბით, ეს სად ამოვყავი თავი-მეთქი და მივხვდი, ოცნებები ხდება. ფილმი ემიგრანტ ქალზეა და ჰქვია „ნანა“. მთელი შემოქმედებითი ჯგუფი და მსახიობებიც ამერიკელები არიან. მხოლოდ მე ვარ ქართველი და რეჟისორი – ქეთი ორჯონიკიძე. კანადის საერთაშორისო კინოფესტივალზე, საუკეთესო 300 მოკლემეტრაჟიან ფილმში გამოარჩიეს ჩვენი ფილმი. გავიმარჯვეთ და მივიღეთ პრიზი. მართალია, ამერიკის სახელით ვიყავით წარდგენილი, მაგრამ პრიზის გადმოცემისას, ვისაუბრეთ, რომ ჩვენ ვართ ქართველები, უნიკალური ქვეყნის წარმომადგენლები და ეს ფილმი ქართველ ემიგრანტ ქალს ეხება. სხვათა შორის, ვანკუვერიდან იყო დელეგაცია და მათ იცით, საიდან იცოდნენ ჩვენი ქვეყნის შესახებ? ზამთრის ოლიმპიადაზე, ვანკუვერში, ჩვენი ახალგაზრდა სპორტსმენი რომ დაიღუპა იქიდან.  გვითხრეს, თქვენ გმირი ქვეყანა ხართ, თბილი და შეუპოვარი ხალხიო. ეს იცით, რა საამაყო იყო ჩემთვის. რა ვქნა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ფილმია „ნანა“, მე მაინც ქართულად მოვიაზრებ. სექტემბერში კი, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე იგეგმება ამ ფილმის ჩვენება ქართველი მაყურებლისთვის. კანადის ფესტივალის გარდა, ნიუ-იორკის კინოფესტივალსა და „ბერლინალეზეც“ საკმაოდ დიდი წარმატება მოიპივა და იმედია, საქართველოშიც სათანადოდ შეაფასებენ.
– ყველაზე მეტად საქართველოში რა გენატრება?
– რა მენატრება და ჩემი მეგობრები, თბილისური მეგობრული ურთიერთობა, მეზობლური გარემო, ჩემი თეატრი და სულიერი მოძღვარი. მართალია, ამერიკაში ფიზიკურად დატვირთული ვარ, მაგრამ სულიერად ვერ ავეწყვე. მართალია, ნიუ-იორკი უფრო ქოთქოთაა, ჩარლი ჩაპლინის აჩქარებულ კადრებს მაგონებს მისი ცხოვრება, მაგრამ, მე ჩემი ქოთქოთა თბილისი მენატრება. მინდა, თქვენ გვერდით ყოფნა, მაგრამ რას ვიზამ? აქ თუ არ დაურეკე მეგობარს, შეუთანხმდი დროზე და საათზე, ისე კი ვერ მიხვალ. თბილისში კი ისე ვაღებდი მეგობრების კარს, არც კი ვაკაკუნებდი. აი, ეს უშუალო, დროის ჩარჩოებში არმოქცეული წამები მენატრება და მაკლია.  თბილისი ჩემი გული, სიყვარული და სიხარულია. მანდ ჩამოსულს ფილტვები კი არ მეხსნება, მეკეტება, სული მეხუთება სიხარულისგან.
– ახლა, ისიც არ მითხრა, საქართველოს მიწაც მაქვს წაღებულიო...
– არა, საქართველოს მიწა არ მაქვს წამოღებული ამერიკაში. მე ჯერჯერობით საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ, ამერიკის მოქალაქეობა მივიღე. მაგრამ, აქ დარჩენას და სიკვდილს არ ვაპირებ. გავა წლები, დავიბრუნებ საქართველოს მოქალაქეობას და ჩემს სამშობლოში დავბრუნდები. სხვათა შორის, ვიყავი ჩამოსული და მინდოდა, ტელევიზიაში იუმორისტული გადაცემა გამეკეთებინა, მაგრამ მივხვდი, არავის სჭირდება ჩემი ეს იდეა. ყველა გაუცხოებული მეჩვენა. მინდა დავბრუნდე მანდ და ვაკეთო ჩემი საქმე, მაგრამ ამ ეტაპზე არ გამოდის. მე ჩემს საქმეს ამერიკაში ვაკეთებ. ნიუ-იორკის თეატრის ფესტივალზე რომ ქართულ სპექტაკლს აჩვენებ, ეს პატარა საქმე არაა, დამერწმუნეთ.

скачать dle 11.3