კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ხოსე-თენგიზ გვერდწითელი მსოფლიოში პოპულარული ბიჭი ბერლინის კედლის დანგრევის წყალობით და როგორ მოხვდა მისი ასი ფოტო მსოფლიოს წამყვან ჟურნალში

ყოველთვის საამაყოა, როცა ქართველი საქართველოს საზღვრებს გარეთ აღწევს წარმატებებს და ჩვენი ქვეყნის კულტურას, გენეტიკასა და ტემპერამენტს უცხო ქვეყანაში გაუთქვამს სახელს. ხოსე-თენგიზ გვერდწითელი ესპანეთში დაიბადა, იქ ცხოვრობს და საკმაოდ პოპულარული ბიჭია. ქუჩაშიც ცნობენ, ხშირად იღებენ ფოტოსესიებში, ბეჭდავენ პოპულარულ ჟურნალებში და სპექტაკლში ნათამაშებმა როლმა კი იმდენად დიდი აღიარება მოუტანა, რომ სულ მალე ტელენოველაშიც გადაიღებენ. როგორც მასთან საუბრიდან შევიტყვეთ, ის პატრიოტია და ყოველთვის ცდილობს, ხაზი გაუსვას თავის ქართველობას. მიუხედავად პატარა ასაკისა, ძალიან წარმატებულია და თუ მის შრომისმოყვარეობას, ნიჭსა და მიზანდასახულობას გავითვალისწინებთ, ეჭვი არ არის, რომ ცხოვრებაში კიდევ ბევრი სასიამოვნო სიახლე ელის.

  ხოსე-თენგიზ გვერდწითელი: ესპანეთში დავიბადე და გავიზარდე, თუმცა ქართული ენა კარგად ვიცი და ბევრი ქართველი მეგობარიც მყავს. ყოველთვის, სადაც არ უნდა ვიყო, ხაზს ვუსვამ, რომ წარმოშობით, გენეტიკითა და ტემპერამენტით, ნამდვილი ქართველი ბიჭი ვარ (იცინის). მოკლედ, ჩემს წარმომავლობას დიდ პატივს ვცემ და მიყვარს ქართველები და საქართველო. ბავშვობიდან გამოვირჩევი მიზანდასახულობით და არ მეზარება შრომა. ალბათ, ამის წყალობით მივაღწიე იმას, რომ ცნობილი სახე ვარ. მიყვარს ექსტრემი და ბავშვობიდან მივდევ სპორტს – პარკური ვარ, თან კარგად ვსწავლობ და პოდიუმზეც გამოვდივარ. ერთი სიტყვით, საკმაოდ დაკავებული ვარ და დროს უქმად არ ვკარგავ. სამოდელო და სამსახიობო კარიერაში ერთდროულად მივაღწიე წარმატებას და ამისთვის თავს არ ვზოგავ. სპორტი კი მეხმარება, ვიყო ფორმაში, თან, ამით მეტ ყურადღებას ვიქცევ. ზოგადად, თუ გინდა, რომ იყო ცნობილი და წარმატებული, გარეგნულ ფორმებს უნდა მიაქციო დიდი ყურადღება, არ მოეშვა და იყო სულ ტონუსში. თუმცა, სანამ ცნობილი სახე გავხდებოდი, ჩემი გარეგნობა არც ქუჩაში გამვლელებს დარჩენიათ ყურადღების მიღმა და სულ ვგრძნობდი, როგორ მაყოლებდნენ თვალს გოგონები (იცინის). პოდიუმზე პირველად რომ გამოვედი ნახევრად შიშველი, სირცხვილით დავიწვი, ახლა კი ისეთი თამამი ვარ, სიამოვნებას ვიღებ, როცა ხალხის წინაშე გამოვდივარ. ადრე მრცხვენოდა და ვამბობდი, რას მაკვირდებიან-მეთქი, ახლა კი მივხვდი, რომ, თუ ფიზიკურობა გიწყობს ხელს, ტანი გიჭირავს და ცოტა პოპულარულიც ხარ, ასეთ გამოხედვებს უნდა მიეჩვიო. ესპანეთის ქუჩებში ქართული აღნაგობა, ტემპერამენტი და გენი ხალხის ყურადღებას რომ იპყრობს, მგონი, კარგია (იცინის). ისე კი, ტრადიციების მოყვარული ვარ. თან, მამუკა ონაშვილის ნათლული ვარ და, როგორ შეიძლება, არ ვიყო ქართული ტრადიციების დამცველი? – არ მაპატიებს (იცინის). მართალია, მასავით სმა-ჭამა არ შემიძლია, მაგრამ, სხვა რამეში ვცდილობ, არ ჩამოვრჩე. ოჯახშიც სულ ქართული კერძები მზადდება. ჩემი ესპანელი მეგობრები გიჟდებიან ჩვენს სამზარეულოზე.
– როგორც ვიცი, ერთ-ერთმა ესპანურმა ჟურნალმა შენი ფოტოები გამოაქვეყნა და ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საკმაოდ წარმატებულად გაიყიდა; ახლა კი ტელენოველაშიც მიგიწვიეს ერთ-ერთი როლის შესასრულებლად.
– დიახ, მართალია, მაგრამ, სანამ ფოტოებს გადამიღებდნენ ჟურნალისთვის და ტელენოველაში მიმიწვევდნენ სათამაშოდ, მანამდე სპექტაკლში მქონდა შესრულებული სახასიათო როლი, რომლის ნახვის შემდეგაც ბევრი პროდიუსერი დაინტერესდა ჩემით. სპექტაკლი გერმანიის გამთლიანებასა და ბერლინის კედლის დანგრევას ასახავდა და ერქვა „ბერლინის კედლის დანგრევა.” მე გახლდით გერმანელი მამაკაცი – ოტო ფიშერი, მებრძოლი სულის ბიჭი, რომელსაც ძალიან შესტკივა გული თავის ქვეყანაზე და თავისი მსოფლმხედველობის წყალობით გახდა მსოფლიოში პოპულარული. საკმაოდ კარგად მოვირგე როლი და ამის შემდეგ ძალზე ბევრი შეთავაზებაც მივიღე. უამრავი მაყურებელი დაესწრო და საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს სპექტაკლს. ამის შემდეგ, ჩემი ასი ფოტო დაიბეჭდა ერთ-ერთ ცნობილ ესპანურ ჟურნალში, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იყიდება. ახლახან კი შემომთავაზეს ტელენოველაში მონაწილეობის მიღება. ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებენ ჩემთან, ვთანხმდებით დეტალებზე და, ალბათ, უარს არ ვიტყვი. სცენარისტმა მითხრა, ახალ პროექტებს ვაპირებთ ტელევიზიით და თქვენით ვართ დაინტერესებულიო. ასე რომ, არა მარტო ტელენოველაში, არამედ, სხვადასხვა პროექტშიც მივიღებ მონაწილეობას, თან, პარალელურად, მოდელიც ვარ და პარკურიც.
– ესე იგი, ქართული გენეტიკა და ტემპერამენტი ჭრის ესპანეთში?
– როგორ არა! უცხო მხარეში უფრო მეტად შეგიძლია, შენი გენეტიკა დაანახვო ხალხს და გამოავლინო ის ტემპერამენტი, რაც შთამომავლობით დაგყვა.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება, შეყვარებული გყავს?
– პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა (იცინის). შეყვარებული არ მყავს, თუმცა, თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ განვიცდი. ქალაქ ალიგანტეში ვცხოვრობ და აქ ქუჩაში ყველა მცნობს.
– როგორც ვიცი, კარგად მღერი. სასიმღერო კარიერაშიც ხომ არ აპირებ ბედის ცდას?
– ვიწრო წრეში ვმღერი და მეგობრები მეუბნებიან, კარგად გამოგდისო, თუმცა, დიდ სცენაზე დადგომას ვერ გავბედავ. მე რომ არ ავმღერდე, მომღერალი ნათლიაჩემი – მამუკა ონაშვილი და ნათესავი თამარ გვერდწითელიც გვეყოფა საამაყოდ ოჯახს (იცინის). ასე რომ, ქართველებს, ყველა სიკეთესთან ერთად, ღმერთმა სიმღერის ნიჭიც მოგვცა და არც მე ვარ ამ მხრივ გამონაკლისი. გამოგიტყდებით და, მირჩევნია, პარკურობას დავუთმო მეტი დრო, ვიდრე სასიმღერო კარიერას.
– საქართველოში როდის ჩამოხვალ?
– მიყვარს ჩემი ქვეყანა, მტკივა მისი ტკივილი და მიხარია მისი სიხარული. შორს კი ვარ, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გული გამიცივდა. რაც შეეხება ჩამოსვლას, საქართველოში აუცილებლად ჩამოვალ, რომ ნათესავები მოვინახულო, მაგრამ დიდხანს საცხოვრებლად ვერ დავრჩები. ესპანეთში ჩემი საქმე მაქვს, ცნობილი სახე ვარ, წარმატებული, ყოველდღიურად სიახლეებში ვარ და საქართველოში ამის თავიდან დაწყება გამიჭირდება. თუმცა, თუ რომელიმე პროექტში მიმიწვევენ, სიამოვნებით დავთანხმდები და უარს არ ვიტყვი.

скачать dle 11.3