კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიშნობისა და ქორწილის წინ დატრიალებული ტრაგედია და შვილების გარეშე დარჩენილი ოჯახი

23 ივლისს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში საშინელი ტრაგედია დატრიალდა: მდინარე ფოცხოვისა და მტკვრის შესართავთან ხუთი ახალგაზრდა წაიღო წყალმა. მათგან სამი გარდაიცვალა, ორმა კი თავის გადარჩენა მოახერხა. გარდაცვლილებს შორის არიან და-ძმა – მარიანა და გიორგი ფოცხვერაშვილები. საუბედუროდ, მათ მშობლებს შვილი აღარ დარჩათ. გიორგი 18 წლის იყო, მარიანა – 20-ის. ის რუსთავში იყო გათხოვილი და 2 წლის შვილი დარჩა. მესამე კი, ვერიკო ზედგენიძე, 22 აგვისტოს 22 წლის უნდა გამხდარიყო და მალე ოჯახის შექმნას გეგმავდა.  

ალექსანდრე ბერიძე (ერთ-ერთი გადარჩენილის ძმა): მარიანა და გიორგი ამ სოფლიდან იყვნენ, ვერიკო ზედგენიძე კი მათ მეზობლად სტუმრად იყო ჩამოსული და უთქვამს: წამოდით, სადმე წავიდეთო. ის ამ სოფელში ხშირად ჩამოდიოდა და ამ ბავშვებთან მეგობრობდა. მდინარეზე საწუწაოდ წასვლა გადაუწყვეტიათ. იქამდე საკმაოდ დიდი მანძილია და, როგორც გადარჩენილები ამბობენ, გზაში მხიარულ ისტორიებს იხსენებდნენ, რომლებიც მანამდე ერთად გადახდენიათ. მდინარეზე ჩასულებს ერთად ძალიან ბევრი ფოტო გადაუღიათ და შემდეგ წყალში შესულან. მათგან სამი: ვერიკო, მარი და აჩიკო (მარი და აჩიკო გადარჩნენ) – ერთად, ხელიხელჩაკიდებულები შესულან. მარიანა და გიო (და-ძმა), ჩვენ უკან მოდიოდნენ. საკმაოდ დაბალ, წელამდე წყალში შევედით, ერთი ნაბიჯიც გადავდგით და უცებ ჩავცვივდით. ამ დროს ვერიკო ცუდად გახდა და  ფერი წაუვიდა. ამოყვანა ვცადეთ, მაგრამ ჩვენც თან ჩაგვითრიაო. შემდეგ აჩიკო საერთოდ გამოსულა წყლიდან. მარიც ძლივს გადარჩა – დინებამ ისეთ ადგილას წაიღო, სადაც ღრმა წყალი არაა და ნაპირზე გამოსვლა შეძლო. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. დაც და ძმაც დაიღუპნენ და ოჯახს მეტი შვილი არ დარჩენია. მარიანამ 9 კლასი აქ დაამთავრა და შემდეგ სწავლა ახალციხეში განაგრძო. დაახლოებით სამი წლის წინ გათხოვდა და საცხოვრებლად რუსთავში გადავიდა. ზაფხულობით დასასვენებლად ჩამოდიოდა ხოლმე. 2 წლის ბიჭი დარჩა. მარიანას ძმა, გიორგი, 18 წლის იყო. ცხრა კლისის შემდეგ სწავლა აღარ გაუგრძელებია. მამა მწყემსი ჰყავს და იშვიათად თუ ავიდოდა მასთან. ვერიკო კი სტუმრად იყო ჩამოსული. მას და მარის აგვისტოში, ერთ დღეს ჰქონდათ დაბადების დღე.
– ამბობენ, რომ მარიანა მეორე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ. მართალია?
– არა მგონია, ეს სიმართლე იყოს. ყოველ შემთხვევაში, ოჯახის წევრები არ ადასტურებენ.
ნათია ზედგენიძე (ვერიკოს ბიძაშვილი): ვერიკო ჩემ თვალწინ დაიბადა. მისმა დედამ სამშობიაროში მისვლა ვერ მოასწრო და ექიმი სახლში გამოვიძახე. მაშინ 15 წლის ვიყავი. ვერიკო დილით დაიბადა, ზუსტად იმ ოთახში, რომელშიც ეს დღეები ესვენა.  ძალიან თბილი და ყველასთვის საყვარელი ადამიანი იყო. ჩვენი გვარი მისით ამაყობდა. მონდომებული გოგო იყო. სამედიცინო კოლეჯი დაამთავრა და სამსახურს ერთდროულად თბილისში და ახალციხეში სთავაზობდნენ. პრაგმატულად აზროვნებდა და, რადგან ორივეგან ერთნაირი ხელფასი ექნებოდა, გადაწყვიტა: თბილისში ყოფნას, მშობლიურ მხარეში მირჩევნიაო და ახალციხის საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა. სასწრაფო დახმარების თანამშრომელი იყო. თავისი შრომით საკუთარ თავსაც უვლიდა და ოჯახსაც ეხმარებოდა. 22 აგვისტოს 22 წლის ხდებოდა. „ოქროს დაბადების დღე“ უნდა ჰქონოდა და ამ დღეს ნიშნობასაც გეგმავდა, შემდეგ კი – დაქორწინებას, თუმცა მერე სექტემბრისთვის გადადეს ეს ამბავი. საქმრო ჰყავდა, რომელიც დაკრძალვაზეც იყო. ვერც კი აღვწერ, რამხელა ტრაგედია იყო ეს. ვერიკო მეორე შვილი იყო. მას დიდი ბებიის სახელი ერქვა, რომელიც ასევე ახალგაზრდა გარდაიცვალა. ასეთ დროს ადამიანები ყველაფერზე ყურადღებას ამახვილებენ, არ ვიცი, ეს რამეს ნიშნავს თუ არა, მაგრამ, ერთი კვირის წინ ვერიკო მშობლიურ სახლში ჩამოსულა, მთელი სახლი და თავისი ოთახიც დაულაგებია და წასულა. არ ვიცი, გული უგრძნობდა თუ რა იყო, განგებამ ასე ინება.
– სამსახურიდან გამომდინარე, ალბათ, ბევრ ადამიანს დახმარებია, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო.
– ზუსტად ამას აღნიშნავდნენ დაკრძალვაზე. მის მშობლიურ სოფელს კოთელია ჰქვია. ვერიკო იქ დაიბადა და გაიზარდა. სოფელში ასეთი წესი აქვთ: დასაფლავების წინ თემის ლიდერი გამოდის და მიცვალებულის ბიოგრაფიას ყვება. ვერიკოს დაკრძალვისას თემის ლიდერმა ისაუბრა, რომ ეს იყო ადამიანი, რომელმაც უამრავ გაჭირვებულ და ავადმყოფ ადამიანს გაუწოდა დახმარების ხელი, როგორც ექიმმა. მისი ყველა  უზომოდ მადლიერი იყო.
ნინო მარტინენკო (ვერიკოს კლასის დამრიგებელი): ვერიკო ხუთშვილიან ოჯახში გაიზარდა, სამი და და ორი ძმა იყვნენ. ჭკვიანი და განათლებული ახალგაზრდა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს მატერიალურად ცოტა უჭირდა, შვილისთვის არც წიგნი მოუკლიათ, არც სწავლა და არც ყურადღება. ვერიკო ძალიან კარგი გოგონა გაიზარდა, არაფერი ეშლებოდა. 12 წლის განმავლობაში, მისი მშობლისთვის, რომელიც ხუთი შვილის დედა იყო, არცერთი შვილის გამო შენიშვნა არ მიგვიცია. როდესაც სკოლის გარეთ, ექსკურსიებზე მივდიოდით, ვერიკო გამორჩეულად ზრუნავდა ყველაზე – ჩემ გვერდით იდგა და მშობელივით აქცევდა ბავშვებს ყურადღებას. პროფესიადაც სხვებზე ზრუნვა აირჩია. ერთხელ, ორდღიან ექსკურსიაზე წავედით. ფინანსურად გვიჭირდა და ვდარდობდით, ვაითუ, სასტუმროს დაქირავება ვერ მოვახერხოთო. ვერიკო უცებ გაძვრა-გამოძვრა, ისე, რომ ჩვენ არცკი გაგვიგია და ბიძამისს დაუკავშირდა, რომელიც მცხეთაში ცხოვრობდა და ღამის გასათევი სთხოვა. მთელი კლასი მასთან მიგვიყვანა და მათ ჩვენს გამასპინძლებაში ეხმარებოდა. საოცარი მზრუნველობა გამოავლინა. ერთ ექსკურსიაზე კი თანაკლასელმა ხელი მოიტეხა და ვერიკო მანამ ზრუნავდა მასზე, სანამ მოტეხილობა ბოლომდე არ მოურჩა. საავადმყოფოშიც ყველა ავადმყოფის ტკივილს განიცდიდა და გულთან ახლოს მიჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სწავლობდა, მუშაობდა კიდეც და ამის გამო სოფლიდან წასული იყო. ერთი დღითაც რომ ჩამოსულიყო, ყველასთან შეირბენდა და მოიკითხავდა. მორწმუნე გოგონა იყო და ეკლესიაში სიარული ძალიან უყვარდა. ერთი წლის წინ მეზობლად ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა და ამ ამბავს ძალიან განიცდიდა. როგორც კი სოფელში ჩამოვიდოდა, ჯერ სახლში შევიდოდა და მეორე წუთში ამ ბიჭის საფლავზე გარბოდა.
კარგი გოგო იყო და თაყვანისმცემლები არასდროს აკლდა, მაგრამ, სწავლა უნდოდა ძალიან და გათხოვებას არ ჩქარობდა. ამბობდა, ისეთი საქმე უნდა ავირჩიო, რომ სიკეთის კეთება შემეძლოსო. ასეც მოხდა. ახლა უკვე საქმრო ჰყავდა და დაქორწინებას გეგმავდა. ოჯახს დიდ პატივს სცემდა და ამბობდა: არ მინდა, მათ გადავახტე და მათი კურთხევის გარეშე გავთხოვდე; მინდა, თეთრი კაბით ჩემი სახლიდან გავიდეო. ამის მოლოდინში ეს უბედურება დატრიალდა. ძალიან ვინერვიულეთ, მისი შეყვარებული რომ მოვიდა. გარდაცვალების დღიდან დაკრძალვამდე აქ იყო. თუ არ ვცდები, ობოლი ყოფილა – დედა არ ჰყოლია.
ზურაბ ივანიძე (ვერიკოს შეყვარებული): ვერიკო ერთი წლის წინ გავიცანი. სავადმყოფოში, სადაც ის მუშაობდა, ახლობელს ვაკითხავდი და იქ შევხვდით. შეხვედრა კიდევ ვთხოვე, მაგრამ უარი მითხრა. როცა მოგვიანებით შევხვდით, უკვე იცოდა, როგორც ვუყურებდი და მომატყუა – შეყვარებული მყავსო. თუმცა, მე სულ ვეხმიანებოდი და მალე ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. მისი სიყვარულის მოპოვება რთული იყო, მაგრამ მერე უკვე ერთმანეთის გარეშე ვეღარ ვძლებდით. უზომოდ გულიანი იყო. ცოტა შეუძლოდ რომ ვყოფილიყავი, მეხვეწებოდა, საავადმყოფოში წამოდიო. სექტემბერში მის დანიშვნას ვაპირებდი და შემდეგ ქორწილი უნდა გადაგვეხადა. ეგვიპტეში ვგეგმავდით სამოგზაურდ წასვლას. სამედიცინო კოლეჯში აპირებდა სწავლის გაგრძელებას. შემდეგ აფთიაქში უნდოდა მუშაობის დაწყება. ძალიან მტკიცე ხასიათი ჰქონდა. თუ რამეს იტყოდა აუცილებლად გააკეთებდა. არაფრის ეშინოდა. საერთო გეგმები გვქონდა და ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ, ყველაფერი საშინლად დამთავრდა.

скачать dle 11.3