კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მატყუარა, მატყუარა...



ქალები ხშირად წუწუნებენ, რომ მათ მამაკაცები ატყუებენ... ერთი შეხედვით, შეიძლება, ეს ასეც ჩანდეს, მაგრამ, იქნებ ზოგჯერ თავად ქალბატონებსაც უნდათ,  რომ ტკბილ ტყუილში იცხოვრონ?! ყოველი შემთხვევისთვის, დაძაბეთ ყურადღება და, რადგან არ გინდათ, რომ ვინმემ მოგატყუოთ, გაითვალისწინეთ: როცა ეჭვი შეგეპარებათ, რომ მამაკაცი, შესაძლოა, სიმართლეს არ გეუბნებოდეთ, დაჟინებით შეხედეთ და დიდი ხნის განმავლობაში არ მოაცილოთ თვალი. თუ ვერ გაუძლო თქვენს მზერას და გვერდზე გაიხედა – ცრუობს.
ან, რამდენჯერმე შეაწყვეტინეთ დიალოგი, ჩაერთეთ და ამით აურიეთ დალაგებული ტექსტი. თუკი დაწყებულის თანამიმდევრობით გაგრძელებას ვერ მოახერხებს, ასეთ შემთხვევაშიც იტყუება.
ქალებს უნდა ახსოვდეთ, რომ მამაკაცის შეცნობაში დიდი მნიშვნელობა აქვს მის ემოციებს  საუბრისას. თუ კაცი ცდილობს, თქვენგან რაღაც ინფორმაცია დამალოს, ემოციები არაადეკვატური ექნება და დაგვიანებით გამოავლენს მათ. როცა კაცი თავის ტყუილზე ფიქრობს, ის ყურადღებას ვეღარ აქცევს მეტყველებას, გადმოცემის წყობას. ამიტომაც, ადვილად შეამჩნევთ, რომ მისი ჭეშმარიტი ზრახვები დამალულია და, მით უფრო ვერ იგრძნობთ მისგან გრძნობას.
კიდევ ერთი ფაქტი: როცა მამაკაცი თქვენს (ან ვინმეს) მოტყუებას ცდილობს, ჩვეულებრივ, ერთი ტონით მაინც უწევს ხმას, მეტყველების ტემპი კი ჩქარია...

გაეცი... შენთან დარჩება

რაც მეტად ზრუნავ ადამიანზე, რაც მეტს გასცემ მისთვის, რაც მეტად ფიქრობ და აკეთებ ყველაფერს, რომ გახარებული და ბედნიერი იყოს, მით ახლობელი ხდება   ის შენთვის და გრძნობ, როგორ შემოდის შენში; შემოდის თბილი და ყოვლის მომცველი გრძნობა... მაგრამ, არსებობს საფრთხე – გასცემ, გასცემ და, ბოლოს საკუთარი თავი შეგეცოდება... – ეს დამანგრეველია, რადგან,  სიყვარულზეც ისე იწყებ ფიქრს, როგორც რაღაც მტანჯველ და შემაწუხებელ ვირუსზე. გინდა და თან არ გინდა, გიყვარდეს. გაურკვევლობა კი კიდევ უფრო მტანჯველია. თუ ყველაფერი მარცხით დასრულდება, მერე უკვე გაჩნდება შიში ახალი სიყვარულის მიმართ. დაიწყებ ფიქრს იმაზე, რომ აღარ გინდა, იყო „გამცემის“ როლში, რომლის შემდეგაც შენთან მხოლოდ სიცარიელე რჩება და... შეგნებულად ჩერდები. აღარ გინდა და ეს სრულიად გასაგებია. ურთიერთობა გვაძლევს არა მარტო გრძნობას, არამედ დამოკიდებულების განცდას. იმდენს გასცემ, ბოლოს შენ გვერდით რომც აღარ იყოს, მაინც გრძნობ, რომ შენთან არის... მაგრამ, თუ მოახერხებ, შენ კი არ შეგეცოდოს საკუთარი თავი, არამედ, ის განისმჭვალოს სიბრალულის გრძნობით, ვისთვისაც ბევრი გაეცი – ეს სიყვარულისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი იქნება, დიდი და სერიოზული ნაბიჯი...

კავშირი ურყევია

რა უნდა აკავშირებდეთ მეუღლეებს ერთმანეთთან, გარდა სიყვარულისა?! რა თქმა უნდა, მოვალეობის გრძნობა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სიყვარული. თუმცა, ზოგიერთი მამაკაცი ფიქრობს, რომ მოვალეობის გრძნობა, ანუ, ვალდებულებაა ის ბარიერი, რომლის გადალახვაც უჭირს სიყვარულს. თუ კაცი სერიოზული ურთიერთობისგან იკავებს თავს, მხოლოდ იმიტომ, რომ ვალდებულების ეშინია. ქალს უნდა ახსოვდეს, რომ ამ ტიპის მამაკაცი ნაკლებად სანდოა. ნებისმიერი ურთიერთობა თავისთავად მოიაზრებს პასუხისმგებლობას. ჭეშმარიტი სიყვარული ვალდებულებებსა და მოვალეობებს არ ცნობს და ამისგან თავისუფალიაო – ტყუილია! სინამდვილეში, ძალიან ბევრ წყვილს, რომელმაც ცხოვრება ერთმანეთს ურთიერთსიმპათიის საფუძველზე დაუკავშირა, კარგად აქვს გააზრებული პასუხისმგებლობა და, შესაბამისად, მათი ურთიერთობა ჰარმონიულ-სტაბილურია. როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ განმსჭვალულია ვალდებულების გრძნობით, ურთიერთობა გაცილებით თბილი, მშვიდი და სტაბილურია. სიყვარულიც სხვა არაფერია – მთავარი ხომ სწორედ ურთიერთგაგება და პატივისცემაა. სხვანაირად გრძნობა დიდხანს ვერ იარსებებს – ყველაზე დიდი სიყვარულიც კი მოკვდება და გაცამტვერდება...

რომანტიკა და სერიოზულობა

რამდენიმე წლის წინ ფიქრობდნენ, რომ ძალიან რომანტიკულ მამაკაცებს არ შეუძლიათ სერიოზული ურთიერთობა... არადა, სინამდვილეში, ძალიან სერიოზული მამაკაცები ძალიან რომანტიკულებიც არიან. მერე რა, თუ მათ  ხშირად არ შეუძლიათ პარტნიორის გაოცება სიურპრიზებითა და განსაკუთრებული ქმედებებით, რომანტიკულობა მხოლოდ ამაში არ მდგომარეობს. კიდევ არის ერთი ნიუანსი, თანაც, საკმაოდ მნიშვნელოვანი – რომანტიკული ბუნების მამაკაცები ძალიან მგრძნობიარეები არიან – მათ ადვილად სწყინთ. ბევრი არაფერია საჭირო, რომ გული ატკინო. შესაბამისად, თუ მამაკაცთან სერიოზულ ურთიერთობას გეგმავთ, თავად იყავით რომანტიკული, მერე კი შეხედეთ, როგორი იქნება რეაქცია პარტნიორის მხრიდან... ამასთან, მოახერხეთ და იყავით სექსუალური – მაშინ ვერცერთი მამაკაცი ვერ გაუძლებს თქვენს ხიბლს, არ დარჩებით უყურადღებოდ და თქვენს რომანტიკას რომანტიკითვე გასცემენ პასუხს... ყველა მამაკაცს კონკრეტული ქალის მიმართ აქვს განსაკუთრებულობის განცდა, რომლითაც ის სხვა ქალებისგან გამოარჩევს. ასე რომ, თქვენ მოახერხებთ, შექმნათ რომანტიკა, სწორედ ამ განსაკუთრებულობაზე დაყრდნობით... გახსოვდეთ, რომ სერიოზულობის გარეშე რომანტიკასაც არ აქვს აზრი...

მაცდური ევა...

არსებობს მოსაზრება, რომელსაც ფსიქოლოგებიც ეთანხმებიან, რომ სწორი ტაქტიკით ქალს ნებისმიერი მამაკაცის შეცდენა შეუძლია... ეს არ არის მითი, ეს რეალობაა. კარგად დაფიქრდით, როგორ გგონიათ, თუ მოისურვებთ, ვერ შეძლებთ მამაკაცზე ზეგავლენის მოხდენას?! თუკი ძალიან კარგად ჩაწვდები საკუთარ შინაგან სამყაროს, პასუხი აუცილებლად დადებითი იქნება. მაგრამ, ცდუნება ერთია, მისი შენარჩუნება კი – მეორე, რაც „მაცდური ევასგან“ გაცილებთ მეტ ჭკუას მოითხოვს. ზოგჯერ კი ჭკუაც არ შველის, მუდმივად უნდა ჩაუმატო „სიყვარულის ცეცხლს“ ნავთი, თორემ, როგორც მყისეულად იფეთქა, ისევე მყისეულად ჩაქრება და ჩაინავლება... შენარჩუნება ხელოვნებაა, რომელიც უნდა ისწავლო და მუდმივად უნდა ხვეწდე მას... სრულყოფილებამდე მისვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. უდიდეს მოთმინებასთან ერთად, გამოცდილებაც დაგჭირდებათ. ხშირად მოუსმინეთ თქვენს მამაკაცს და მუდამ გყავდეთ ყურადღების ცენტრში – უნდა იცოდე, რა უყვარს მას, რას ანიჭებს მნიშვნელობას... „მაცდური ევას” როლს „მეგობარი ევას” როლიც შეუთავსეთ, თანაც, ერთგული მეგობრის... მზად ხართ ამ ყველაფრისთვის?! მაშინ, დროს ნუღარ დაკარგავთ და შეუდექით საქმეს!

скачать dle 11.3