კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წნევის ვარდნა სასიცოცხლო ტონუსს აქვეითებს


წნევის დაქვეითებას ახასიათებს მოდუნება, სისუსტე, შრომის უნარისა და მეხსიერების დაქვეითება. ასევე, უმნიშვნელო დატვირთვის დროსაც კი, აღენიშნება ქოშინი და თავის ტკივილი. როდესაც წნევა საგრძნობლად ეცემა, ადამიანის კანი ფერმკრთალდება, ხელისა და ფეხისგულები უოფლიანდება, დარღვეულია ორგანიზმის საერთო თერმორეგულაცია. ამ სიმპტომებს შეიძლება დაერთოს კუჭში სიმძიმის შეგრძნება, უმადობა, გულძმარვა, მეტეორიზმი. ჰიპოტონიკებს ხშირად აწუხებთ სახსრებისა და კუნთების ტკივილი. ეს იმის ბრალია, რომ დაბალი არტერიული წნევის გამო კუნთების სისხლით მომარაგება მცირდება.
თუ დაბალი წნევა რომელიმე დაავადების მანიშნებელია, ამ დროს, უნდა ებრძოლოთ არა ჰიპოტონიას, არამედ მის გამომწვევ მთავარ მიზეზს, ეს კი შეიძლება იყოს გულის უკმარისობა, ინტოქსიკაცია, ალერგია, ასთმა, მუცლის ღრუს ორგანოთა პათოლოგიები, ნერვულ-ფსიქიკური გადაძაბვა, არასწორი კვება და ზოგიერთი მედიკამენტის უკუჩვენება. არტერიული ჰიპოტონია ხშირად ართულებს ისეთი დაავადებების მიმდინარეობას, როგორებიცაა: გულის მანკი, მიოკარდიტი, ლეიკოზი, ავიტამინოზი და ასე შემდეგ. ჰიპოტონიის მკურნალობა გულისხმობს სასიცოცხლო ტონუსის მომატებას. ამისთვის კი აუცილებელია ჯანსაღი კვება, ძილი, ფეხით სეირნობა, ცურვა, სპორტული ვარჯიშები. ყავა და შოკოლადი წნევის მომატებას უწყობს ხელს. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ ყავას აუცილებლად ბუტერბროდიც მიაყოლეთ.

თვეში ერთხელ ორგანიზმის გაწმენდა აუცილებელია
გირჩევთ, თვეში ერთხელ, ორგანიზმს განტვირთვის კვირა მოუწყოთ და ამით დაიცვათ თავი მრავალი ავადმყოფობისგან, რათა იყოთ ფიზიკურად უფრო ძლიერი და ამტანი.
ხანდახან უარი თქვით ხორცის ჭამაზე. უმჯობესია, ხშირად მიიღოთ უმი საკვები, მაგალითად: სტაფილო, ჭარხალი, უმი კარტოფილიც კი, რადგან ეს პროდუქტები აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას და არჩენს წყლულს. კერძოდ, უზმოზე ნახევარი ჭიქა უმი კარტოფილის წვენის მიღებისას სამი კვირის შემდეგ ნებისმიერი წყლული იკურნება.
ასევე, კარგია ორგანიზმის განტვირთვის დღეს, მიირთვათ მხოლოდ სეზონური ხილი, უმი ბოსტნეული. დალიოთ მათი წვენი და მწვანე ჩაი.

სუსტად განვითარებული ფარისებრი ჯირკვალი უარყოფითად მოქმედებს
სასქესო ჯირკვლებზე
ადამიანის ორგანიზმის თავდაცვის უნარის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია იოდი – ის მთავარ როლს ასრულებს იმუნიტეტის შენარჩუნებასა და გამყარებაში. ფარისებრი ჯირკვალი აძლიერებს ქსოვილების წინააღმდეგობას; ასევე, უჯრედებისა და ქსოვილების უნარს, გათავისუფლდეს მავნე ნივთიერებებისგან და არეგულირებს სუნთქვის ინტენსიობასა და ფსიქოენერგეტიკას. მისი მეშვეობით ძარღვებში მიმოიქცევა ადამიანის ორგანიზმში არსებული მთელი სისხლი. ამავე დროს, იოდი, რომელსაც გამოიმუშავებს ფარისებრი ჯირკვალი, სპობს ორგანიზმში მოხვედრილ დასუსტებულ მიკრობებს, ძლიერ მიკრობებს კი ასუსტებს. ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება სხვადასხვა დაავადების რისკი; შესაბამისად, ზომაში უნდა მოიმატოს ფარისებრმა ჯირკვალმაც, რომელიც გამოიმუშავებს იმუნიტეტს, გონებისა და სხეულისთვის აუცილებელ ჰორმონს. ამიტომ, აუცილებელია, მიირთვათ იოდით მდიდარი პროდუქტები.
ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების დროს, ადამიანი თავს ჯანმრთელად და მხნედ გრძნობს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას შეიგრძნობა სწრაფი დაღლა, ადამიანი მოდუნებულია, ხშირად უშუპდება კიდურები, თმა იწყებს ცვენას, აღინიშნება გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება; ასევე, სუსტად განვითარებული ფარისებრი ჯირკვალი უარყოფითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლებზე. ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის იმ ჰორმონის უკმარისობის დროს, რომელიც იოდს შეიცავს, ჩნდება ჩიყვი. ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის რეგულაციისთვის აუცილებელია იოდი. ორგანიზმში უნდა იყოს იოდის ნორმალური შემცველობა, რომ შენარჩუნდეს სისხლში თიროქსინის მარაგი. ფარისებრი ჯირკვლისთვის აუცილებელია B ჯგუფის ვიტამინები და C ვიტამინი. იოდს დიდი რაოდენობით შეიცავს: ზღვის პროდუქტები, თევზის ქონი, პომიდორი, ჭარხალი, ბოლოკი, ავოკადო.
ასევე, გახსოვდეთ, რომ ყოველდღიურად უნდა გამოიყენოთ იოდის შემცველი მარილი, ოღონდ, არ უნდა დაექვემდებაროს თერმულ დამუშავებას.

ყოველდღიურად მიირთვით ხილი და სასურველი წონა სწორი კვებით შეინარჩუნეთ
ადამიანის ნორმალური მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი ზუსტად იმდენ კალორიას წვავს, რამდენსაც იღებს და თან სტაბილურ წონას ინარჩუნებს, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
ნახშირწყლები აუცილებელია კუნთოვანი მასის გაუმჯობესებისთვის. ის არა მარტო ორგანიზმის ენერგიულობის საწინდარია, არამედ ხელს უწყობს ცილების შენარჩუნებასა და ათვისებას. ამიტომ, თუ გსურთ, სპორტული აღნაგობა გქონდეთ და წონაში არ მოიმატოთ, მოერიდეთ შაქრისა და მისი შემცველი პროდუქტების ჭარბი რაოდენობით მიღებას. ნახშირწყლების მიღების ძირითადი დრო საუზმე და სადილია, სხვა დანარჩენ დროს ნახშირწყლები უნდა შეზღუდოთ. უპირატესობა მიანიჭეთ ბრინჯს, წიწიბურას, მაკარონს, მოხარშულ კარტოფილს, ქატოს პურს, თხილს, სიმინდს, ბანანს, ჰერკულესს.
ცილა არანაკლებ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია ჩვენი ორგანიზმისთვის. მას დიდი რაოდენობით შეიცავს ქათმის ხორცი, თევზი, ინდაურის ხორცი, კვერცხი, მაწონი, ხაჭო და რძე.
ორგანიზმისთვის ცხიმებიც აუცილებელია და რაციონიდან მისი მთლიანად გამორიცხვა არ შეიძლება. ის ხელს უწყობს ზოგიერთი მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელი ვიტამინის ათვისებას. მცენარეული ცხიმების წყაროა არაქისი, ზეთისხილი, ზეითუნის, სიმინდის, მზესუმზირის, სოიის ზეთი და ნიგოზი.
სასურველი წონის შესანარჩუნებლად ზოგიერთი პროდუქტი საერთოდ უნდა ამოიღოთ კვების რაციონიდან. ეს ეხება ცხიმებით მდიდარ პროდუქტებს: ცხიმიან რძეს, არაჟანს, მაიონეზს, მოუხდელ ყველს, ნაღებს, მარგარინს, ღორისა და ცხვრის ხორცს; ასევე, არ უნდა მიირთვათ უხარისხო ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები, მაგალითად: კანფეტი, ტორტი, ნამცხვარი, ტკბილი სასმელები, შემწვარი კარტოფილი და ალკოჰოლი.
ხილი  აუცილებლად ყოველდღიურად მიირთვით, რათა ორგანიზმს ძალების მობილიზებასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმაროთ:
*100 გრამ გარგარში იმდენი სასარგებლო ნივთიერება შედის, რამდენიც 250 გრამ საქონლის ღვიძლში ან 1 კილოგრამ ვაშლში. გარგარი მდიდარია კალიუმის მარილებით, რაც შესანიშნავად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ასევე, მასში ბევრია A ვიტამინი, რომელიც აუცილებელია თვალისა და კანის ჯანმრთელობისთვის.
* ატამი აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას, აადვილებს ცხიმიანი და მძიმე საკვების მონელებას. ის კარგია თირკმელებისა და ღვიძლის დაავადებების, აგრეთვე, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს. ატმის ნაყოფი რეკომენდებულია სისხლნაკლებობისა და კუჭის დაავადებების შემთხვევაში. გაითვალისწინეთ, რომ ატამი იწვევს აგზნებას და ვისაც სუსტი ნერვული სისტემა აქვს, მის ჭარბად ჭამას უნდა მოერიდოს.
* ვაშლი მდიდარია ორგანული მჟავებით, რკინითა და ვიტამინებით. ის საუკეთესო დიეტური პროდუქტია. მასში არსებული ორგანული მჟავები ხელს უწყობს ნაწლავებში მიკროფლორის გაუმჯობესებას, ხოლო ნორმალური ბიოლოგიური მიკროფლორა, თავის მხრივ, ხელს უწყობს ორგანიზმის მყარი იმუნური სისტემის შენარჩუნებას. ვაშლი კარგი შარდმდენი საშუალებაცაა, რის გამოც სასარგებლოა შეშუპების დროს. ის დიეტური ხილია, მის ზოგიერთ სახეობას კი არ აქვს უკუჩვენება შაქრიანი დიაბეტის დროს.

ტანმორჩილმა ადამიანმა ხშირად უნდა შეიმოწმოს სისხლში ქოლესტერინის დონე
სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე გასუქების მიზეზი ხდება. რაც უფრო დაბალია ადამიანი, მით მეტია ამის რისკი. ამიტომ, ტანმორჩილმა ადამიანმა ხშირად უნდა შეიმოწმოს სისხლში ქოლესტერინის დონე. ზოგადად კი ქოლესტერინის გაკონტროლება ნებისმიერ ასაკშია საჭირო და არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის სიმაღლეს.
ხშირად ქოლესტერინის მომატების მიზეზი კვების რაციონის არასწორი შერჩევაა. ქოლესტერინის დონეზე გავლენას ახდენს ცხიმები. ნაჯერი ცხიმები ამაღლებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. ასეთი ცხიმებით მდიდარია ხორცი, ნაღების კარაქი და ყველი; ნახევრად უჯერი ცხიმები კი ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მას შეიცავს სოიის, მზესუმზირის, სიმინდის, ზეითუნის, არაქისის ზეთი, თევზი, ფრინველის მჭლე ხორცი, ზღვის პროდუქტი, უცხიმო რძის პროდუქტები, ნიგოზი და ავოკადო. ამიტომ, ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებით მდიდარი დიეტა ძალიან სასარგებლოა.
უცხიმო ხორცის ჭამა სასურველია მათთვის, ვისაც ქოლესტერინისგან გათავისუფლება სურთ, ხილი და ბოსტნეული კი ქოლესტერინის ნამდვილი მტერია.
ასევე კარგია, მთელი დღის განმავლობაში 1 ჭიქა წითელი ღვინოს დალევა.
ორგანიზმში ქოლესტერინის დასარეგულირებლად 1 ჭიქა წყალში გახსენით 2 სადილის კოვზი თაფლი და სვით ყოველ დილით. მოერიდეთ  ყავის ხშირად სმას, რადგან ის ქოლესტერინის დონეს ამაღლებს.

მცენარეული ნაყენებით თვითმკურნალობის დროს სიფრთხლე გამოიჩინეთ
სამკურნალო მცენარეებით ბევრი ცდილობს ამა თუ იმ დაავადების დამარცხებას სახლის პირობებში. მართალია, ეს ხალხურ მედიცინაში აპრობირებული მეთოდებია და იაფიც ჯდება, მაგრამ, აუცილებელია, სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგან მათ უკუჩვენებებიც გააჩნია. მაგალითად:
* ოხრახუშის ფესვებისა და ფოთლების ნაყენი რეკომენდებულია ორგანიზმში სითხის შეკავების, თირკმელებსა და ნაღველში კენჭების არსებობის დროს. თუმცა, ცისტიტისა და ძლიერი თავის ტკივილისას მისი მიღება კატეგორიულად იკრძალება. ეს არა მარტო ოხრახუშის ნაყენს ეხება, არამედ მის ცოცხლად ჭამასაც. ასევე, არ შეიძლება მისი მიღება თირკმელების ანთებისა და ნიკრისის ქარის დროსაც.
* ჭარხლის წვენი კარგი საშუალებაა ჰიპერტონიის დროს. მისი წვენი სასარგებლოა იმ შემთხვევაში, თუ მას წყალში გააზავებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, მან გამოიწვიოს ხახის დაწვა ან ძარღვების სპაზმები. მისი დიდი რაოდენობით მიღებას კი, შესაძლოა, მოჰყვეს ნაწლავებში დუღილი და ამით დისკომფორტი შეექმნას ადამიანს.
* ჭინჭრის ღერო, ფოთოლი და გამხმარი თესლი გამოიყენება ავიტამინოზის, ნევროზისა და დიაბეტის დროს, მაგრამ, მისი მიღება კატეგორიულად იკრძალება ორსული ქალებისთვის. ასევე, არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც მომატებული აქვს სისხლის შედედების უნარი.
* ასისთავას ნაყენი აძლიერებს მადას, აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, მაგრამ ის ეკრძალება მათ, ვისაც გასტრიტი და კუჭის წყლული აწუხებს.
* ალოეს ფოთლებით დამზადებულ წამლებს სვამენ გულძმარვის დროს, მისი წვენით კი მკურნალობენ ჩირქოვან ჭრილობებს, კანის სხვადასხვა დაავადებას, კუჭ-ნაწლავის პრობლემებს. თუმცა, ის არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც თირკმელების, ნაღვლის ბუშტის დაავადებები და ასევე, ბუასილი ან სიმსივნე აღენიშნება.

скачать dle 11.3