კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ორი წლის ბავშვს შევამჩნიე, უტკაცუნებს ძვლები ფეხზე. კარგად ვკვებავ, კბილებიც ყველა აქვს. ამ ორი თვის წინ შელკალიც დავალევინე უკანა კბილების ამოსვლისას და რისი ბრალი უნდა იყოს? პუტკუნაა და ჯანმრთელი.
პასუხი: სახსრების ასეთი ხმიანობა რიგ შემთხვევაში კალცის ნაკლებობას უკავშირდება, მისი რაოდენობა შეიძლება განისაზღვროს სისხლსა და დღიურ შარდში და მხოლოდ ნაკლებობის შემთხვევაში დაენიშნოს ბავშვს კალცის პრეპარატები. დაუსაბუთებლად კალციუმის პრეპარატებით დატვირთვა არ არის სასურველი. ხშირად სახსრების „ტკაცუნის ხმა” საერთოდ არანაირ პათოლოგიას არ უკავშირდება; ზოგადად, სასურველია და აუცილებელიც, ყველა ბავშვმა ერთხელ მაინც გაიაროს ორთოპედიული შემოწმება. მხოლოდ ექიმთან ვიზიტის დროს შეიძლება, კონკრეტულ კითხვებს გაეცეს ზუსტი პასუხი.
კითხვა: მაინტერესებს, ბავშვს რა ასაკიდან შეიძლება მივცეთ პური ან გათლილი ვაშლის ნაჭერი. 9 თვის ბავშვი მყავს და ჩემი ქმარი არ მაძლევს ნებას, მივცე, რადგან ეშინია არ გადასცდეს.
პასუხი: დამოუკიდებლად ჭამისთვის სამზადისი ჯერ კიდევ 6 თვის ასაკში იწყება, როცა ბავშვს პურის ან ორცხობილას ნატეხს ვაწვდით. როცა პატარას რამდენიმე კბილი აქვს ამოსული, შეგიძლიათ, მისცეთ ჩანგლით ჩაჭყლეტილი მოხარშული ბოსტნეული, გამომშრალი პურის ან „პეჩენიის” ნაჭერი. როცა კბილების რაოდენობა მიაღწევს 6-8-ს, შეგიძლიათ, მისცეთ სტაფილოს, ვაშლის ნაჭერი, მაგრამ ყოველთვის იყავით ყურადღებით.
კითხვა: ჩემი რძალი 2 თვის ფეხმძიმეა და აღმოაჩნდა ციტომეგალოვირუსი. მაინტერესებს, ნაყოფისთვის ეს საშიშია?
პასუხი: ციტომეგალოვირუსი საშიშია, თუ ამ ვირუსით ორსულის პირველადი ინფიცირება მოხდა. საჭიროა იმის დიაგნოსტირება, პირველადია თუ არა ინფექცია. ციტომეგალოვირუსის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება სისხლში სპეციფიკური ანტისხეულების IgM და IgG-ის განსაზღვრის მეთოდი. აღნიშნული ინფექცია შეიძლება, იყოს აქტიური და ლატენტური.
აქტიური და ლატენტური ინფექციის მკურნალობა განსხვავებულია. მკურნალობას საჭიროებს მხოლოდ აქტიური ფორმა. დიაგნოზი ისმება ანტისხეულების გამოკვლევისა და სისხლში მათი რაოდენობრივი დონის განსაზღვრის მიხედვით.
კითხვა: ვარ 64 წლის, დაახლოებით ერთი თვეა, მარჯვენა ფეხის ტერფი და ბარძაყის კუნთი მიბუჟდება, ხანდახან მეწვის.  10 თვის უკან მქონდა ნერვის ანთება. ვიმკურნალე. შეიძლება, ამის ბრალი იყოს? ძირითადად, ღამე მაწუხებს. დღის განმავლობაში, როცა ვმოძრაობ, არაფერს ვგრძნობ.
პასუხი: თქვენი ჩივილი სავარაუდოდ, საჯდომი ნერვის ანთებას უკავშირდება. გირჩევთ, ნევროპათოლოგთან ვიზიტს, რადგან საჯდომი ნერვის ანთება უფრო ხშირად ხერხემალში არსებული ცვლილებების გამო ვითარდება: ოსტეოქონდროზის, პოლიდისკოპათიისა და სხვა  პათოლოგიების დროს. ამა თუ იმ სახის წანაზარდის ან გამოვარდნილი დისკის არსებობისას, ნერვზე ზეწოლა ხდება. ის ტრავმას განიცდის, თუმცა გარკვეულ მომენტამდე მდგომარეობა კომპენსირებულია, ანუ ტკივილი არ იგრძნობა, მაგრამ რაღაც მომენტში, ვთქვათ, ორგანიზმის გადაცივებამ, იმუნიტეტის დაქვეითებამ, სიმძიმის აწევამ ან არასწორად დახრამ, შესაძლოა, პროვოცირება გაუწიოს მის აღმოცენებას და განვითარდეს იშიალგია (ანუ ქვედა კიდურის ტკივილი, ჩვეულებრივ, საჯდომი ნერვის მიმართულებით).

скачать dle 11.3