კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

რევაზიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი რევაზი, რომელიც სპარსული წარმოშობისაა და „კმაყოფილს“ ნიშნავს.
რევაზიშვილები ისტორიულად ამილახვართა შთამომავალნი არიან, „რომელნიც განიყოფიან სხვადასხვა სახელად – რევაზიშვილებად, ქაიხოსროშვილებად, ბეჟანიშვილებად, ერასტიშვილებად, გივიშვილებად; ხოლო პირველი თავადობის ადგილი და ამილახვრობა-სპასპეტობა იყო რევაზიშვილთა, რომელნიც უფროსნი იქნებოდნენ სახლში, ხოლო სხვათა აქუნდათ მეორისა და მესამისა თავადისა ხარისხნი და პატივი“.
„თავადი გურჯი რევაზიშვილნი არიან ბარათაანთ გვარისანი, გარნა გაუგვარდათ სახელი სომხობისა გამო, რომელ გურჯი რევაზად სახელდეს თათართა, ოდეს ბრძოდნენ მათ და რომელნიც ითარგმნების (გურჯი) ქართველი რევაზ და ესე გვარი მიიღო რევაზმან დროსა მეფისა ვახტანგისასა 1703 წელსა და მუნითგან იწოდებიან გურჯი რევაზიშვილებად მისნი შთამომავალნი და არიან რამდენსამე სახლად სომხეთსა შინა“.
რევაზიშვილი ნაწარმოებია კიდევ რამდენიმე წარჩინებული საგვარეულოდან.
საქართველოში 2 155 რევაზიშვილი ცხოვრობს.
314. – რევაზაშვილია.
ერაძე-ერიაშვილი
ჩვენს ხელთ არსებული საბუთებით, გვარი ერაძე დამოუკიდებლად ნაწარმოები გვარია.
ილია მაისურაძე, წიგნში „ქართული გვარსახელები“, წერს: „ერაძე – ფარახეთი, ონის რაიონი; საკუთარი სახელი – ერა“.
ამავე ძირისაა გვარი ერიაშვილი.
„ერაძენი ბობოთას მცხოვრებნი, ბაგრატ მეფემ მათი შეწირულება განუახლა მთის წმიდა გიორგის ეკლესიას იმ პირობით, რომ ღაღანიძესა და ძაგანიშვილს მათზე უფლება არ ჰქონოდათ (1463-1478 წლები)“.
საქართველოში 1 455 ერაძე ცხოვრობს: თბილისში – 584, ქუთაისში – 245, ტყიბულში – 170. არიან სხვაგანაც.
83 ერაშვილია: თბილისში – 38, ლაგოდეხში – 12, რუსთავში – 8. არიან სხვაგანაც.
ალავერდაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ალავერდა, რაც თურქულად „ღმერთმა მოგვცას“ ნიშნავს. არის ქართული სიტყვა ალავერდიც, რაც იონჯას ნიშნავს და მოხსენიებულია ისტორიულ საბუთებში.
ქართველებში ქალს შვილი რომ არ რჩებოდა, მუსლიმან მოლასთან მიდიოდა და მისი თხოვნით სახელად ალავერდას არქმევდნენ.
კუმისში ალავერდაშვილები 1873 წლის აღწერაში ალავერდოვებად ჩაწერეს. ალავერდაშვილების ძმათა შვილები არიან ენაგეთელი ალიხანაშვილები, იგივე ალიხანოვები და ბეჟანიშვილები, ზოგი – ბეჟანოვი.
ალავერდაშვილი, ალიხანაშვილი და ბეჟანიშვილი ქვემო ქართლის მებატონე-მემამულე იაგულაშვილებიდან იღებს სათავეს.
ქაჩიბაძე
გვარი ქაჩიბაიძე – ქაჩიბაძე პირველად მოიხსენიება 1425-1461 წლებში. ქაჩიბაძე ბარათა, ქავთარისძე, ვინც საფუძველი ჩაუყარა ბარათაშვილების საგვარეულოს, იყო „დიდი“ ბარათა, სალაროს მოლარე, ჰყავდა თანამეცხედრე თინათინი, შვილები დავით, ლიპა, გერმანოზ, უწყალობა თავის ძმებს, თევდორაძე და ნავროზ ბუჟღულაშვილებს სოფელი ნაქურდევი (1461 წელს); შესწირა საქართველოს კათალიკოს დავითის დროს სოფელი ყორანთა და გააჩინა ორი აღაპი თავისთვის და თინათინისთვის.
ქაჩიბაძე – ბარათაშვილ – ყაფლანიშვილებმა ამ ორმა დიდმა სათავადომ მოგვცა 60-ზე მეტი საგვარეულო, ააშენა 218 სოფელზე მეტი.
საქაჩიბაიო არის უბანი სენაკში, ეკის მთის ძირას. საქაჩიბაიო არის ასევე ყოფილი დასახლებული უბანი კეთილოში.
ქაშიბაძეებს მიაჩნიათ, რომ იმერეთსა და სამეგრელოში მცხოვრები ქაშიბაძეები არიან ქაჩიბაიძეები.
საქართველოში 824 ქაჩიბაძე ცხოვრობს.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3