კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კვირაში მინუს 0,5 კილოგრამი – მარტივად და უმტკივნეულოდ

ყველაზე მარტივად და უმტკივნეულოდ დაგროვილი კილოგრამების პრობლემის მოგვარება განტვირთვის დღეების მოწყობით მოგვარდება. ამ მეთოდს კი, გარდა იმისა, რომ ხანგრძლივი დიეტებივით მოსაბეზრებელი არ არის, აქვს ერთი ძალზე დადებითი მხარე: როგორც ცნობილია, რაც უფრო ნელა ვიკლებთ წონაში, მით უფრო ნელა ვიმატებთ დიეტის დასრულების შემდეგ.
განტვირთვის დღეებში აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე პირობა:
ა) მოერიდოთ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვებს;
ბ) სვათ მეტი წყალი და ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, რადგან, ჟანგბადის გარეშე ვერ დაჩქარდება ნივთიერებათა ცვლა;
გ) უნდა შეამციროთ კალორიები 1 000-1 200-მდე (ჩვეულებრივ დღეებში 1 800-2 000 კილოკალორიის ნაცვლად).
ამ პირობების დაცვის შედეგად, ყოველი კვირის ბოლოს თქვენი წონა ნახევარი კილოგრამით ნაკლები იქნება, თანაც, უკან დაუბრუნებლად.
არ გამოტოვოთ საუზმე
რთული ნახშირწყლები, ცილები და ძალიან ცოტა ცხიმები – აი, სწორი საუზმის სქემა. ის შედგება ცეხვილი შავი პურის, წყალზე დამზადებული ფაფის, მიუსლის, ხაჭოს, უცხიმო ყველისგან ან ხილისგან (დაახლოებით 370 კილოკალორია). ნახშირწყლები შეგინარჩუნებენ ენერგიას მთელი დღის განმავლობაში, ცილები და კალციუმი კი იზრუნებენ კუნთებსა და ძვლებზე. მაინცდამაინც ნუ გაგიტაცებთ თხილი და ნიგოზი – ამით თქვენი კალორიების დღიური რაოდენობა გაიზრდება.
ჯერადი კვება
იმისათვის, რომ არ იგრძნოთ შიმშილი და, შედეგად, არ გაგიჩნდეთ ცდუნება, შეჭამოთ ნორმაზე მეტი, წინასწარ მოამზადეთ მთელი დღის სამყოფი საკვები, გაყავით 5-6 ჯერად და მიირთვით ყოველ 2-3 საათში ერთხელ. ვიტამინებისა და მინერალების წყარო ბოსტნეულის სუპ-პიურე, რომლის მოსამზადებლადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ სტაფილო, გოგრა,  ბროკოლი, ბულგარული წიწაკა, ყველანაირი მწვანილი და სხვა პროდუქტები.

скачать dle 11.3