სახის კანის სალონური პროცედურები და სახლის პირობებში მოვლა
სალონური პროცედურებია:
1) ულტრაბგერითი პილინგი – სახის კანის ხარისხიანი წმენდა, რომელიც წმენდს ფორებს ჭუჭყისგან, არამედ უზრუნველყოფს ცხიმოვანი ჟირკვლების ნორმალურ მუშაობას.
2) პილინგი გლიკოლის მჟავით არის პროცედურა, რომლის დროსაც ხდება მკვდარი კანის აქერცვლა და მოშორება, რის შემდეგაც უმჯობესდება ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა.
3) მეზოთერაპია – კანის გაჯერება სასარგებლო ნივთიერებებით. მათი დახმარებით შესაძლებელია სწრაფად აღმოფხვრათ და დიდი ხნით დაივიწყოთ ცხიმიანი კანის პრობლემები T ზონაში.
4) ფოტოთერაპია არის სინათლის ტალღით კანზე ზემოქმედება, რაც სწრაფად და ეფექტურად აქრობს ანთებით პროცესებს, ანადგურებს ბაქტერიებს და ავიწროებს გაფართოებულ ფორებს T ზონაში.
სახლის პირობებში მოვლა
როგორ ხშირადაც არ უნდა დადიოდეთ კოსმეტოლოგთან სალონში, მაინც მოგიწევთ სახის კანის მოვლა სახლში, დამოუკიდებლად. არ დაგავიწყდეთ, რომ სახე დღეში ორჯერ უნდა გაიწმინდოთ (დილით და საღამოს, დაძინებამდე 2 საათით ადრე), გაწმენდის შემდეგ კი უნდა წაისვათ ტონიკი, რომელიც შეავიწროებს გაფართოებულ ფორებს და დაიცავს ანთებითი პროცესებისგან. გარდა ამისა, კვირაში ორჯერ საჭიროა კანის ღრმად გაწმენდა რბილი სკრაბით, შემდეგ კი უნდა გაიკეთოთ გამწმენდი ნიღაბი.
თუ, სალონური პროცედურების პარალელურად, ერთი თვის განმავლობაში ამგვარად მოუვლით კანს სახლშიც, გასაოცარ შედეგს მიაღწევთ.