კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, რა სიხშირით არის მათეთრებელი ნიღბის გაკეთება საჭირო და, თუ შეიძლება, მასწავლეთ ასეთი ნიღბის რამდენიმე ხალხური რეცეპტი.
პასუხი: მათეთრებელი ნიღაბი (შინაური რეცეპტებით) შეგიძლიათ, გაიკეთოთ დღეგამოშვებით, 1 თვის განმავლობაში.
გთავაზობთ მათეთრებელი ნიღბის რამდენიმე რეცეპტს:
20 გრამი საფუარი გახსენით 2 ჩაის კოვზ ლიმონის რბილობში (მინის ან კერამიკის ჭიქაში) და ჭიქა 2-3 წუთით ჩადგით ცხელ წყალში. როდესაც მასა კარგად შეთბება, წაისვით სახეზე. 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემშრალებისთანავე წაისვით მკვებავი.
2 ჩაის კოვზ ხაჭოს შეაზილეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი, დაუმატეთ 10-12 წვეთი 2-3-პროცენტიანი ჟანგბადის ზეჟანგი (დაბალი კონცენტრაციით ის კანს არ ვნებს) და წაისვით 15 წუთით. ეს ნიღაბი რეკომენდებული არ არის მშრალი და ძალიან მგრძნობიარე კანისთვის.
შეურიეთ 2-3 დღით ადრე ნაყიდ და მაცივარში ნადგამ კეფირს 1 სადილის კოვზი გახეხილი კიტრი, 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი და 1 სადილის კოვზი ცოცხალი ოხრახუშის წვენი.
კითხვა: მაინტერესებს, რამდენ ხანს უნდა გავიჩერო თმაზე კონდიციონერი და როგორ უნდა გამოვიყენო ფენი ისე, რომ თმა არ დამიზიანდეს?
პასუხი: ფენით არ გაიშროთ ძალიან სველი თმა. თმასა და ფენს შორის მანძილი უნდა იყოს მინიმუმ 15 სანტიმეტრი, ჰაერი კი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი.
რაც შეეხება კონდიციონერს, თმაზე მხოლოდ 5 წამი გაიჩერეთ, მერე კი ჩამოიბანეთ.