კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის შეუკვეთა ოქროთი მოვაჭრე ქალის გაქურდვა მისმა ქმარმა და რა კვალი დატოვეს მძარცველებმა შემთხვევის ადგილზე

52 წლის თინა შ-შვილის ცხედარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში  მეზობლებმა აღმოაჩინეს,  რის შესახებაც მათ სამართალდამცველებს  შეატყობინეს. გარდაცვლილ ქალს დაზიანებები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. პირველადი ვერსიით, რაც შემდეგ დადასტურდა კიდეც სამედიცინო ექსპერტიზით, ქალი გაგუდული იყო.
შემთხვევის ადგილზე, ქალის ბინაში, ყველაფერი თავდაყირა იყო დაყენებული. გარდაცვლილი ქალი ოქროთი მოვაჭრე იყო და ერთი შეხედვითვე ჩანდა, რომ მოხდა ბინის გაქურდვა – გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მის ბინაში ანალოგიური ინციდენტი ამ შემთხვევამდე ერთი წლით ადრეც მოხდა, თუმცა, დამნაშავეს, რომლის დადგენაც მაშინ ვერ მოხერხდა, ბინიდან  არაფერი მოუპარავს, რადგან  თინა შ-შვილს იმ პერიოდში ბინაში არც ოქრო ჰქონდა, არც სხვა ღირებული ნივთები ან ფული.   ქალის საქმიანობიდან გამომდინარე, მისი მკვლელობა  კვლავ თანხის ან ძვირფასეულობის გატაცების მცდელობასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული – ეს იყო გამოძიების პირველი ვერსია, რაც მოგვიანებით ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებითაც დადასტურდა.
საქმის მასალების მიხედვით, გარდაცვლილი ქალი ბინაში მარტო ცხოვრობდა. მას ჰყავდა  მეუღლე, რომელიც დროის უმეტეს ნაწილს რაიონში, მშობლების სახლში ატარებდა, რადგან იქ საკუთარი მეურნეობა ჰქონდა და 26 წლის ქალიშვილი, რომელიც უცხოეთში იყო გათხოვილი. თინა შ-შვილის სანაცნობი წრე სულ რამდენიმე ახლობლისა და ნათესავისგან შედგებოდა. გამოძიებამ დაკითხა გარდაცვლილის მეუღლე, რომელიც მომხდარის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ თინა  შ-შვილი იმ დღეს, როცა ის დამნაშავეთა მსხვერპლი გახდა, რაიონში მასთან უნდა ჩასულიყო.
ამონაწერი გარდაცვლილი ქალის მეუღლის ჩვენებიდან: „პარასკევი დღე იყო. დილით ველაპარაკე თინას, რომელმაც მითხრა, რომ ბოლო მარშრუტკას გამოჰყვებოდა და სოფელში აუცილებლად ჩამოვიდოდა. დღის ბოლოს კიდევ დავურეკე. მითხრა, ცოტა მაცადე, რაღაც საქმეები გამიგრძელდა და, რა დროც არ უნდა იყოს, მაინც წამოვალ ტაქსითო. მას შემდეგ აღარ დამირეკავს. თერთმეტის ნახევარზე, რომ აღარ გამოჩნდა, ისევ დავურეკე, მაგრამ ტელეფონი დაზიანებული ჰქონდა და სახლშიც არ აიღო ყურმილი, ჩავთვალე, რომ სოფელში მოდიოდა. მეორე დილით მეზობელმა დამირეკა და მან შემატყობინა მომხდარის შესახებ.”
გამოძიებამ დაკითხა ქალბატონი, რომელმაც გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინა. მან განაცხადა: „მე და თინა ერთ სართულზე ვცხოვრობთ, ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა გვქონდა. იმ დღეს, როცა მკვლელობა მოხდა,  ვიცოდი, რომ სოფელში უნდა წასულიყო. დილით ადრე  მომიწია სახლიდან გამოსვლა. დავინახე, რომ თინას სახლის კარი ღია იყო, გამიკვირდა. კარი შევხსენი და  დერეფანშივე ვიგრძენი, რომ იქ რაღაც უბედურება იყო დატრიალებული – კარადებიდან ყველაფერი ძირს იყო  გადმოყრილი. სასტუმრო ოთახში, დივანზე, თინა დავინახე. ახლოს რომ მივედი, მივხვდი, რომ ცოცხალი არ იყო. სახეზე საოცარი ფერი ჰქონდა. ვიფიქრე, გულის შეტევით გარდაიცვალა-მეთქი. მის გვერდით, ძირს,  ბალიში ეგდო. როგორც მერე გავიგე, თურმე ამ ბალიშით იყო გაგუდული.”
 გამოძიების მიერ ჩატარებული  ღონისძიებებით ცნობილი გახდა, რომ ბოლო  ორი თვის განმავლობაში ქალთან ბინაში ინტენსიურად დადიოდა მისი ქმრის ორი ბიძაშვილი, რომლებსაც წარსულში თინა  შ-შვილთან ურთიერთობა საერთოდ არ ჰქონდათ. მოწმის, მეზობელი ქალბატონის ნათქვამიდან ცნობილი გახდა, რომ თინა შ-შვილმა მას გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე უთხრა: ეს ბიჭები ცუდად შემომეჩვივნენ, ხან რას მომიტანენ, ხან რას – გაგვაყიდინეო. მეშინია, მოპარული ნივთები არ იყოსო. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, თინა შ-შვილმა ამის შესახებ ქმარსაც კი უთხრა, მომაშორე ეს შენი ბიძაშვილები, ცუდად შემომეჩვივნენო. გამოძიებამ დაკითხა ორივე ძმა – კოტე და მამუკა კ-იები, რომლებიც მკვლელობის გახმაურებიდან რამდენიმე საათში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. მათი განცხადებით, ბოლოს ქალი მკვლელობამდე ორი დღით ადრე ნახეს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაბეჭდები,  ექსპერტიზის დასკვნებით,  ორივე ძმის თითის ანაბეჭდების იდენტური იყო,  რაზეც ძმებმა   გამოძიებასთან მოგვიანებით განაცხადეს, რომ ეს იყო ძველი ანაბეჭდები, თუმცა, შეკითხვაზე რატომ უნდა მოხვედრილიყო ქალის ბინაში სტუმრად მისული ადამიანის თითების ანაბეჭდი ტანსაცმლის კარადაზე, ძმებს პასუხის გაცემა გაუჭირდათ.     
 გამოძიების მასალების მიხედვით ცნობილი გახდა, რომ კოტე და მამუკა კ-იებს  ქალის გაქურდვა თინას მეუღლემ შეუკვეთა, რომელსაც  ცოლის მალულად  ბევრი  ვალი ჰქონდა.  ძმებს თინას ქმრისგან, მალხაზ კ-იასგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქალი სახლში უცხოეთიდან ჩამოტანილ სამკაულებს ინახავდა. ბიძაშვილებმა ერთად დაგეგმეს მისი გაქურდვა, რაშიც აქტიურად იყო ჩართული თინა შ-შვილის მეუღლეც, რომელმაც, იმ ღამეს, როცა ძმები მისი ცოლის გასაქურდად უნდა შესულიყვნენ, ქალი დაითანხმა, რომ სოფელში წასულიყო. როგორც გამოძიებით დადგინდა, ქალმა საღამოს თანამშრომელს უთხრა, რომ სოფელში წასვლა გადაიფიქრა და, მას შემდეგ, რაც ავადმყოფ დეიდას მოინახულებდა, სახლში უნდა დაბრუნებულიყო.  გამოძიების მასალების მიხედვით, მძარცევლები, რომლებსაც  ბინის გასაღები თავად მალხაზ კ-იამ გადასცა, სახლში დივანზე მიძინებულ ქალს წაადგნენ და იძულებულნი გახდნენ, ის თავიდან მოეშორებინათ, რადგან, ცხადია, მან ორივე მძარცველი ამოიცნო და ამიტომ  ბალიშით გაგუდეს ქალი. მალხაზ კ-ია თავიდან უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს და ამბობდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რას გეგმავდნენ მისი ბიძაშვილები, მაგრამ დანაშაულის ორგანიზებაში  ორივე ბიძაშვილმა მას დაადო ხელი. სასამართლომ მალხაზ კ-იას ჩადენილი დანაშაულისთვის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; ძმებს, მამუკა და კოტე კ-იებს კი 11-11 წლით პატიმრობა შეეფარდათ.

скачать dle 11.3