ბრძნული აზრები
სენეკა: ის კი არ არის გაჭირვებული, ვისაც ცოტა აქვს, არამედ ის, ვისაც ბევრი უნდა.
ლინკოლნი: ადამიანთა უმეტესობა ბედნიერია იმდენად, რამდენადაც გადაწყვეტენ, რომ ბედნიერები იყვნენ.
კუპერი: ბედნიერები დროს წუთებში ითვლიან, როცა უბედურთათვის ის თვეობით იჭიმება.
სმაილსი: ჩვენს საქმეებში ჩანს, თუ ვინ ვართ სინამდვილეში; ჩვენს სიტყვაში ჩანს, თუ როგორები უნდა ვიყოთ.
ბუალო: ყველა ბრიყვს შეუძლია, ნახოს თავისზე უფრო მეტად ბრიყვი, რომელიც აღფრთოვანებული იქნება მისით.
უილიამ ბლეიკი: ყორანს სურს, ყველაფერი მასავით შავი იყოს.
ჩესტერფილდი: ის, ვინც საკუთარ ღირსებებზე ლაპარაკობს – სასაცილოა; ხოლო ის, ვინც არ აცნობიერებს მას – ბრიყვია.
ვოლტერი: დამნაშავის კეთილი თვისებებიდან ერთადერთი შემორჩენილი – სინდისის ქენჯნაა.
თაგორი: რაოდენ დიდი განსხვავებაა მშვენიერ, თავისუფალ ბუნების სამყაროსა და ჩვენს ყოველდღიურ წვალებას, მის უმნიშვნელო მწუხარე განგაშსა და კამათს შორის.
შარდენი: სამყაროში არსებობს ერთი რეალური რამ: სიმაღლეში ზრდის ვნება.
გოეთე: შეცდომის პოვნა ადვილია, რადგან იგი ზედაპირზე ძევს და მას უცებ ამჩნევ; ჭეშმარიტება კი ღრმადაა დაფარული და მისი პოვნა ყველას არ შეუძლია.
ალბერ კამიუ: გონების პირველი რიგის საქმე – ჭეშმარიტისა და სიყალბის გარჩევაა.
აუერბახი: მხოლოდ ის არის თავისუფალი, ვინც დამოუკიდებლად აზროვნებს და სხვის ნათქვამს უაზროდ არ იმეორებს.
ნიბური: კანონების შექმნის ადამიანური ნიჭი შესაძლებელს ხდის დემოკრატიას, ხოლო ადამიანების მიერ კანონების გვერდის ავლის მიდრეკილება მას აუცილებელს ხდის.
ბრეხტი: ლიტერატურა ადამიანის არასრულფასოვნების წინააღმდეგ მიმართული აქციაა.
ვახტანგ მეექვსე: ვინც მოწაფედ არ ყოფილა, ის მოძღვარი არ იქნების.
რემარკი: ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს რამეს ფეხს და დაეცემა.
ლაროშფუკო: ამქვეყნად ბევრია ისეთი ქალი, ერთხელაც რომ არ განუცდია მამაკაცის ალერსი და, ძალზე ცოტაა ისეთი ქალი, მხოლოდ ერთი მამაკაცის სიყვარულს რომ დასჯერებოდეს.