ექიმ-სექსოლოგ გია ბეროშვილის ანეკდოტები
ფასიან ტუალეტთან:
– რა ღირს, ბებო, შესვლა?
– 30 თეთრი.
– კი მაგრამ, 20-თეთრიანი წვენი მაქვს დალეული
***
პირველ პაემანზე წასვლის წინ, დედა არიგებს ქალიშვილს:
– ფრთხილად იყავი. მაგათ ეგრე იციან, ჯერ კაფეში დაგპატიჟებენ, მერე სასტუმროში აგიტყუებენ, მერე საწოლში შეგიტყუებენ. შენც მოგეჭრება თავი, მეც და მამაშენსაც.
შუაღამეზე დაბრუნდა გოგო და ანერვიულებული დედა დაამშვიდა:
– ნუ გეშინია, დედა, შენ დაწყნარდი, კაფეშიც მე დავპატიჟე, სასტუმროშიც მე ავიტყუე, საწოლშიც მე შევიტყუე და ახლა, მას მოეჭრება თავი, დედამის-მამამისიანად!
***
კახელი მიხო კვდება, ოჯახი თავზე ადგას. უცებ დაიძახა:
– დედა გავიდეს გარეთ და შვილებო, თქვენ დარჩით მარტო, რაღაც მაქვს სათქმელიო.
დედა გავიდა და მიხომ დაიწყო:
– მაიხედეთ აქეთ, შვილებო! როცა მოვკვდები, მთელ რაიონში ხმა დააგდეთ, მამა შიდსით მოკვდაო.
შვილები შეშფოთდნენ:
– მამი, მაგას რათ ამბობ, კაცო, ხომ მოგვეჭრა თავი?
– თქვე გაუთლელებო, თქვენა! მე თქვენთვინა ვზრუნავ, დედა რომ არავინ მოგი...ათ და არ დარჩეთ ეგრე დედამო.. ლები!
მერაბ გეგეჭკორის ანეკდოტები
ასი წლის გურული ბებო კვდება. უკანასკნელ წუთებშია. მიუყვანეს მღვდელი, რომ სიკვდილის წინ აზიაროს.
– ხომ არ მოგიპარავთ რამე? – ეკითხება მამაო.
– არა, მამაო.
– უშვერი სიტყვებით გაგილანძღავთ ვინმე?
– რას ამბობთ, მამაო?!
– გიმრუშიათ?
– ეგ რას ნიშნავს?
– ანუ, ხომ არ გძინებიათ სხვა მამაკაცთან?
– უი, ნენა, სხვა მამაკაცთან რა დაგაძინებს, მამაო? – ჩაეღიმა ბებოს.
***
რაჭველები ძროხას ყიდიან. მივა იმერელი და ეკითხება:
– რა ღირს ძროხა?
– 500 ლარი, ქვე შენი ჭირიმე.
– რა ამბავია 500 ლარი, ეს ძროხა ისეთი გამხდარია, ნემსის ყუნწში გაეტევა.
– რას ამბობს კაცო, ძროხა ნემსის ყუნწში რაფერ გაეტევა?
– წავალ ახლა, მევიტან ნემსს და ნახავთ რაფერც გაეტევა!
იმერელი წავა. რაჭველები საფიქრალში ჩავარდებიან – რა ვქნათ, ეს ძროხა მართლა ნემსის ყუნწში რომ გაეტიოსო. ბოლოს ერთ-ერთი რაჭველი მეორეს ეტყვის:
– თუ კაცი ხარ, შენი ჭირიმე, მიდი, ე მაგ ძროხას კუდი გოუნასკვეო.
***
სვანი უმესიჯებს თავის შეყვარებულს: „საყვარელო, მობილური ჩემთან დაგრჩა და არ ინერვიულო”.
***
სვანს თავისი ხვრინვა შეაწუხებს, ადგება და მეორე ოთახში გავა.
***
– მიხავ, გრძნობების გაორება რა არის?
– რა არის და, აი, სახლი რომ გეწვება, ხომ მურტალი გრძნობაა არა? და, უცბად ხედავ, სიდედრი მოაწყდა ფანჯრებსა – ხან ერთ ფანჯარას მაასკდება, ხან მეორესა...
***
გურიაში სტუმრად ჩასულმა ქუთაისელმა საცივს ჩამჩა ამოუსვა და ფრთა ამოჰყვა; ისევ ამოსუვა და ისევ ფრთა ამოჰყვა; ისევ ამოუსვა და კიდევ ფრთა. მიუბრუნდა მასპინძელ დიასახლისს:
– ქალბატონო, თქვენ ქათამი დაკალით თუ ვერტალიოტი?
***
ძმაკაცი შესჩივის ძმაკაცს:
– ბიჭო, ჩემი შეყვარებული აფთიაქში მუშაობს, მარა, რად გინდა? ურეცეპტოდ არ მაძლევს!