კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ უნდა დავძლიოთ განკითხვის ცოდვა?
პასუხი: თუ ვინმეს განიკითხავთ, ასეთი წესი დაადგინეთ: იმ დღეს, სულ მცირე სამი მეტანია მაინც შეასრულეთ მისთვის, ვინც განიკითხეთ და თქვით ლოცვა: „შეიწყალე, უფალო, მონა ღვთისა (სახელი) და მისი წმინდა ლოცვით შემიწყალე მეც, ცოდვილი“. ამგვარად, უფალი დაგეხმარებათ, რათა სრულიად განეშოროთ ამ ცოდვიან ჩვევას.
კითხვა: ცოდვაა თუ არა სხვისი სიმართლის დასამტკიცებლად მოვთხოვოთ: „აბა, დაიფიცე!“
პასუხი: რა თქმა უნდა, ცოდვაა ასეთი საქციელი. ეს უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე თვითონ რომ დაიფიცო, რადგან ამით სხვას აგდებ ცოდვაში. უფალმა კი თქვა: „არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო – ჰო, არა – არა“.
კითხვა: მაწუხებს სახსრები და ზოგიერთი ლოცვის დროს (მაგალითად, დიდმარხვაში) მიჭირს მუხლმოყრათა სრულყოფილად შესრულება. ჩამეთვლება თუ არა ეს ცოდვად?
პასუხი: უფალი ჩვენგან არ მოითხოვს ჩვენი ძალების ზომაზე მეტად, გადაჭარბებულად დაძაბვას. ამიტომ ცოდვაში არ ჩაგეთვლებათ, თუ მუხლმოყრას თქვენი ჯანმრთელობის შესაბამისად შეასრულებთ.
კითხვა: ზოგჯერ სურვილი მიჩნდება, გული მთხოვს, სხვა ადამიანისთვის ვილოცო. რას ნიშნავს ეს?
პასუხი: როდესაც სურვილი გიჩნდებათ, ვინმესთვის ილოცოთ, ეს იმის მანიშნებელია, რომ უფალი თავად გთხოვთ ამას, რათა მის სულს შეეწიოთ და დაეხმაროთ.

скачать dle 11.3