კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

ყოვლად მოწყალე ღმერთს „მიზეზი არ დაელევა“ ჩვენი ცხონებისათვის
ეს ამბავი რუსეთში მოხდა მეცხრამეტე საუკუნეში: კორენის უდაბნოში ბერი გარდაიცვალა. ამ დროს, მისი მოძღვარი დედაქალაქში იყო და დაკრძალვას ვერ დაესწრო – პეტერბურგიდან მხოლოდ იმ ღამეს ჩამოვიდა, როცა ბერი მიწას მიაბარეს. მამა სერგი წამოწვა დასაძინებლად, მიეძინა და, რას ხედავს: გარდაცვლილი ბერის სული უფლის ანგელოზებმა ზეციურ კარიბჭემდე მიიყვანეს ისე, რომ საზვერეებში არც შეუჩერებიათ. მაგრამ უეცრად ზეცის კარი დაიკეტა და ხმა მოისმა  – ეს სული რაღაც ცოდვის გამო ვერ შევა სასუფეველშიო. რომელი ცოდვა იყო, მოძღვარმა ვერ გაარჩია. ანგელოზები დაბნეულები შეჩერდნენ და უცდიდნენ ღვთის ბრძანებას. უეცრად სხვა ხმა მოისმა: იმ დამცირების გამო, რომელიც ამ სულის სხეულმა განიცადა დაკრძალვის დროს, ეპატიება ეს ცოდვაო. გაიღო კარი და გახარებულმა ანგელოზებმა ბერის სული სასუფეველში შეიყვანეს. გაღვიძებულმა მამა სერგიმ მოიხმო ძმები, სიზმარი მოუყვა და ჰკითხა: – მართლა გადმოგივარდათ მიცვალებული კუბოდან? როგორც სიზმარში მოვისმინე, ისეთი ძალით დაცემულა მიწაზე, რომ თავი გასტეხიაო. ბერებმა დაუდასტურეს, მაგრამ, წესისამებრ, ცხედარი მანტიაში იყო გახვეული და, ამიტომ, თუ რამე დაემართა, არ ვიცითო. მამა სერგიმ, უხუცეს ბერებთან შეთანხმებით, სიზმრის ჭეშმარიტებაში რომ დარწმუნებულიყო,  გათხარა სამარე, გახსნეს მანტია და გარდაცვლილი ბერი მართლაც თავგატეხილი დახვდათ. სული სხეულს გაჰყროდა და, თითქოს რა შუაში იყო მის ცხონებასთან სხეულის დაზიანება, მაგრამ, დაილოცოს მრავალმოწყალე ღვთის სახელი, რომელსაც „მიზეზი არ დაელევა“ ჩვენი ცხონებისათვის.

მღვდელმთავართა მოვალეობა
როდესაც ამბა ამოსი იერუსალიმის პატრიარქის ტახტზე აღსაყდრდა, სხვადასხვა სავანისა და უდაბნოების მოსაგრეები ჩვეულებისამებრ მივიდნენ მასთან ღვთის უპირველესი მღვდელმსახურისათვის პატივის მისაგებად. „ილოცეთ ჩემი ცოდვილისათვის, – უთხრა მათ პატრიარქმა და თაყვანი სცა, – განუწყვეტლივ ილოცეთ, მამანო და ძმანო! უდიდესი და უმძიმესია ჩემი ტვირთი და მაშინებს ეს ღვაწლი. სადღაც წამიკითხავს, რომ რომის პირველი წინამძღვარი ლევი ორმოცი დღის განმავლობაში იყო ტაძარში ლოცვასა და მარხვაში და ცრემლებით ევედრებოდა ღმერთს, რათა მისთვის ცოდვები მიეტევებინა.“ ბოლოს მოესმა ხმა: „უფალმა მოგიტევა ცოდვები, გარდა იმ ცოდვებისა, რომლებიც ეხება მღვდლად ხელდასხმის შემდეგ მოცემულ მოვალეობებს, მხოლოდ ამ ერთისათვის განისჯები“.
როდესაც თქვენ გადაწყვეტთ, ღვთის მსახური მწყემსები გახდეთ, დაუფიქრდით, რაოდენ მნიშვნელოვანი საქმეა ხელდასხმა, ნუ დაივიწყებთ, რომ ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე წარდგება თქვენთვის მობარებული თითოეული სული.

скачать dle 11.3