კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ქონებას ფლობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ახლად დანიშნული პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი 1981 წლის 21 თებერვალსაა დაბადებული სიღნაღში. საბაზისო უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, სადაც 1998-2002 წლებში ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობას დაეუფლა. 2002-2004 წლებში იქვე სწავლობდა მაგისტრატურაში სპეციალობით – საბაჟო საქმე. ასევე, ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტზე დაეუფლა მეორე სპეციალობას – სამართალმცოდნეობას. 2008-2010 წლებში აწ უკვე  კავკასიის ბიზნესის სკოლის მაგისტრატურაში ისწავლა (ბიზნესის ადმინისტრირება) სპეციალობით – მენეჯმენტის კონსულტანტი. 2008-2011 წლებში კი საფრანგეთში, გრენობლის მენეჯმენტის სკოლაში გაიღრმავა ცოდნა.
მისი შრომითი გამოცდილება  2003 წელს დაიწყო, ანუ 22 წლის ასაკში, საქართველოს  კულტურის სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის ანგარიშგების მენეჯერად, თუმცა იმავე წელს ბანკ „რესპუბლიკის“ ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცერი გახდა; 2004 წელს ბანკ „რესპუბლიკის“ – ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსი; 2006 წლიდან „რესპუბლიკა“ ჯგუფი „სოსიეტე  ჟენერალის“ 24-საათიანი სერვის-ცენტრის მმართველი იყო (2008 წლამდე); 2008-ში კი „რესპუბლიკა ჯგუფი” „სოსიეტე  ჟენერალის“ ფილიალის მმართველად დაინიშნა. 2012 წელს დიპლომატიურ სფეროში  გადაინაცვლა და 2012-დან 2014 წლამდე  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, კერძოდ, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში მუშაობდა; 2014 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 2015 წლის მარტიდან ივლისამდე საერთოდაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ხოლო სულ ახლახან,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილეც გახდა.
შესაბამისად, ილია დარჩიაშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაციაც 2015 წლის აპრილით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ და ოჯახის წევრებად მიუთითა: 1985 წელს დაბადებული მეუღლე ნინო ვაშაკიძე და ორი შვილი: 2006 წელს დაბადებული სოფო და 2009 წელს დაბადებული ალექსანდრე.
დარჩიაშვილების ოჯახის უძრავი ქონება შემდეგნაირადაა გადანაწილებული: ნინო ვაშაკიძის საკუთრებაა ბინა თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ფართობი – 35 კვ. მ. ილია დარჩიაშვილს კი ეკუთვნის ბინა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, ფართობი – 102 კვ. მ; და იმავე მისამართზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართი. მასვე ჰყავს 2004 წლის ავტომანქანა „ბეემვე“.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2014 წლის განმავლობაში ილია დარჩიაშვილმა, როგორც პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ფინანსურმა მენეჯერმა, 6 292 ევრო აიღო, როგორც სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, 55 619 ლარი; ნინო ვაშაკიძემ კი, როგორ შპს „ნავიტასის“ სამედიცინო წარმომადგენელმა,  2 514 ლარი. ილია დარჩიაშვილმა 2014-ში, ასევე, შემოსავალი მიიღო ავტოფარეხის გასხვისებით – 3 000 ლარი, სხვადასხვა ტიპის სესხის მომსახურებაში კი 1 087 ლარი და 345 აშშ დოლარი დაეხარჯა.

скачать dle 11.3