კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარად ტივტივის ხელოვნება

არც წყალში იძირება?!

მართალია, ჩვენ უკვე ვიცით, რომ ქართულ პოლიტიკაში, ჩვეულებისამებრ, ერთი და იგივე სახეები ტრიალებენ, თუკი ერთხელ მოახერხე და მოხვდი წრეში (და სულ არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიიდან, ანუ პოლიტიკური პლატფორმიდან, ვინაიდან ჩვენი პოლიტიკოსები პლატფორმებს ცხვირსახოცებივით იცვლიან), იქ თითისტარივით ბზრიალი გარანტირებული გაქვს, მაგრამ აწ უკვე ახალი ტენდენციაც შეინიშნა.
სახელდობრ, გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ ნინო შუბლაძე ჯანდაცვის სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის საკითხების მიმართულებით იმუშავებს, ხოლო, რაკი ამ ფაქტს ჯანდაცვის სამინისტროც ადასტურებს, ესე იგი, წყალიც არ გაუვა.
მეორე მხრივ, ბ-ნი შუბლაძე „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა და არხის გენდირექტორის მოადგილეც ბრძანდებოდა, იმას გარდა, რომ „არჩევანი“ მიჰყავდა (ანუ სულიც იყო და გულიც!).
ამ დანიშვნამ, ბუნებრივია, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ან კი როგორ არ გამოიწვევდა, როდესაც მაყურებელს ახსოვს ზემოხსენებული მედია-საშუალების საინფორმაციო როლი და დანიშნულება იმ ავად სახსენებელ 9 წელიწადში (არც ახლა აკლებენ).
ჯერ ერთი, რომ არ განუმარტავთ დანიშვნის მოტივი და, მეორეც, ვერც საზოგადოების დიდი ნაწილი ჩასწვდა დიდად, არც ისაა გამორიცხული, რომ იქ, ზემოთ მყოფებს, ქ-ნი შუბლაძის პროფესიული გამოცდილება მოსწონებოდათ, ხოლო, რაკი თავად დანიშნულს არც კი მოუბოდიშებია იმ დეზინფორმაციისა და პროპაგანდისთვის, რაც მისი თანამონაწილეობის გარეშე ვერაფრით მოხდებოდა, ვითომ ახლაც იმავე მიზნით შეაჩერეს მასზე ყურადღება?!
როგორც უნდა იყოს, ნებისმიერ შემთხვევაში, იბადება რიტორიკული კითხვა: რა ნიშან-თვისებებს უნდა ფლობდე, რომ დაეუფლო მარად ტივტივის ხელოვნებას?! –

скачать dle 11.3