კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაცუცურაკებული ტერორისტები

თუმცა ისლამური სახალიფო, ანუ ტერორისტული სახელმწიფო შიშის ზარს სცემს ძლიერთა ამა დედამიწისათა, როგორც ჩანს, ისინიც სისხლისა და ხორცისგან არიან შექმნილნი და მახეშიც კი იოლად ებმებიან.
ასე, მაგალითად, სოციალური ქსელის ყალბი ანგარიშის წყალობით, ჩეჩენმა გოგონებმა ექსტრემისტებს ფული დასცინცლეს. –
კერძოდ, ჩეჩნეთის პოლიციამ დააკავა გოგონათა ჯგუფი, რომლებიც ისლამური სახალიფოს ტერორისტებს ფულს სძალავდნენ. რესპუბლიკის სამი მოქალაქე სოციალური ქსელით დაჰკავშირებია ტერორისტებს და მათთან მიმოწერა გაუჩაღებია. ზედაც, დაჰპირებიან, რომ მათ რიგებში ლამობდნენ გაწევრიანებას, ერთი ისაა, სამგზავროდ საკმარისი ფული არ ჰქონდათ.
და იმდენიც მოუხერხებიათ, რომ საწყის ეტაპზე ერთ-ერთს, მარიამს, სამგზავრო თანხაც დაუცინცლავს ტერორისტებისთვის – 45 000 რუბლი.
ჯერჯერობით გამოიძება მიმდინარეობს და გოგონებს თაღლითობაში ედებათ ბრალი. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, რა განაჩენს გამოუტანს მათ ჩეჩნეთის სასამართლო, თუმცა, მე რომ მკითხოთ, მადლობაც ეკუთვნით და ფულადი ჯილდოც.

скачать dle 11.3