კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხა­ჭ­ოს კე­ქ­სი

სა­ჭ­ი­რო ინ­გ­რ­ე­დ­ი­ე­ნ­ტ­ე­ბი: 2 ცა­ლი კვე­რ­ც­ხი, 350 გრა­მი შა­ქ­ა­რი, 150 გრა­მი კა­რ­ა­ქი, 250 გრა­მი ხა­ჭო, 2 ჭი­ქა ფქვი­ლი, 0,5 ჩა­ის კოვზი სო­და  (ძმა­რ­ში გა­ზ­ა­ვ­ე­ბ­უ­ლი), 1/2 ჭი­ქა ქი­შ­მ­ი­ში, 1 შე­კ­ვ­რა ტკბი­ლი ვა­ნ­ი­ლი; მინანქრისთვის – 200 გრა­მი შა­ქ­რ­ის პუ­დ­რი, 1 კვე­რ­ც­ხ­ის ცი­ლა, ნახევარი ლიმონის ცედრა.


მო­მ­ზ­ა­დ­ე­ბ­ის წე­სი: კა­რ­გ­ად გა­თ­ქ­ვ­ე­ფ­ილ კვე­რ­ც­ხ­ს ჩავუ­მ­ა­ტ­ე­თ შა­ქ­ა­რი და ვა­ნ­ი­ლი და კი­დ­ევ 5 წუ­თი თქვიფეთ. ამ ნა­რ­ე­ვ­ში შე­უ­რ­ი­ეთ გა­მ­დ­ნ­ა­რი (გაცივებული) კა­რ­ა­ქი და ისევ ათქვიფეთ, რომ ერ­თ­გ­ვ­ა­რი მა­სა მი­ი­ღ­ოთ. შე­უ­რ­იეთ ხა­ჭო და კარგად ჩასრისეთ; შე­მ­დ­ეგ შეაზილეთ ფქვი­ლ­ის მთე­ლი რა­ო­დ­ე­ნ­ო­ბ­ის ერთი მე­ს­ა­მ­ე­დი (ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ). და­უმ­ა­ტ­ეთ ძმა­რ­ში გა­ხ­ს­ნ­ი­ლი სო­და, და­რ­ჩ­ე­ნ­ი­ლი ფქვი­ლი და მო­ზ­ი­ლ­ეთ ძალიან მკვრივი ცო­მი. მხოლოდ ამ­ის შემდეგ ჩა­უ­მ­ა­ტ­ეთ ქი­შ­მ­ი­ში. გა­ა­ც­ხ­ე­ლ­ეთ აი­რ­ღ­უ­მ­ე­ლი 180-200 გრა­დ­უ­ს­ამდე. „ტა­რ­ტ­ა­ლ­ე­ტ­კ­ის” ფო­რ­მ­ე­ბს ფსკე­რ­ზე წა­უ­ს­ვ­ით ზე­თი და ჩა­ა­ფ­ი­ნ­ეთ მრგვლად გა­მ­ო­ჭ­რ­ი­ლი პე­რ­გ­ა­მ­ე­ნ­ტის ქაღალდი (შე­მ­დ­ეგ ნა­მ­ც­ხ­ვ­რ­ის ამ­ო­ღ­ე­ბა რომ გა­გია­დ­ვ­ი­ლ­დ­ეთ). თი­თ­ო­ე­ულ მა­თ­გ­ა­ნში ჩა­დ­ეთ ცო­მი (ფორმები ორ მესამედზე უნდა შეივსოს) და გა­მ­ო­ა­ც­ხ­ვ­ეთ 30 წუ­თ­ის გა­ნ­მ­ა­ვ­ლ­ო­ბ­ა­ში (შეიძლება, მეტი დროც დასჭირდეს).
მო­ა­მ­ზ­ა­დ­ეთ მინანქარი: კვე­რ­ც­ხ­ის ცი­ლა ძალიან კარგად ათ­ქ­ვ­ი­ფ­ეთ, ნელ-ნელა შეურიეთ 200 გრამი შა­ქ­რ­ის პუ­დ­რ­ი და ლიმონის ცედრა (თან სულ თქვიფეთ). ფო­რ­მ­ე­ბ­ი­დ­ან ამ­ო­ი­ღ­ეთ კე­ქ­ს­ე­ბი, წაუსვით მინანქარი და მიირთვით.

скачать dle 11.3