შოკოლადის ნამცხვარი ცხობის გარეშე
საჭირო ინგრედიენტები: 200 გრამი ფხვიერი ნამცხვარი, 100 გრამი ნიგოზი, 50 გრამი თეთრი შოკოლადი, 250 მილილიტრი 30-35%-იანი ნაღები, 2 სადილის კოვზი თაფლი, 400 გრამი მუქი შოკოლადი, 100 გრამი კარაქი, კაკაო კი მოსაყრელად.
მომზადების წესი: ნამცხვარი, ნიგოზი და თეთრი შოკოლადი დაჭერით, მუქი შოკოლადი დატეხეთ. ნაღები, კარაქი და თაფლი დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. მუქ შოკოლადს დაასხით ნაღების ცხელი მასა და ურიეთ შოკოლადის დადნობამდე. დაამატეთ ნამცხვარი, ნიგოზი, თეთრი შოკოლადი და მოათავსეთ ფორმაში. შედგით მაცივარში 3 საათით, შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან, მოაყარეთ კაკაო და დაჭერით.