ყვავილოვანი კომბოსტოს მობრაწულა
საჭირო ინგრედიენტები: 600 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო, 300 გრამი ხორცის ფარში, 1 თავი ხახვი, 1 ცალი კვერცხი, 1 სადილის კოვზი მდოგვი, 2 სადილის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 3 ცალი პომიდორი, 20 გრამი კარაქი, 20 გრამი ფქვილი, 125 მილილიტრი რძე, 150 გრამი ყველი. მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ყვავილოვანი კომბოსტო დაყავით მსხვილ ყვავილედებად. 15 წუთის განმავლობაში მოწალეთ მდუღარე მარილიან წყალში და გადაწურეთ. ხორცის ფარშს შეურიეთ წვრილად დაკეპილი ხახვი, მარილი, პილპილი, მდოგვი და ოხრახუში. ხორცის ფარშის ნაწილი ფორმაში მოათავსეთ, დანარჩენით დიდი გუნდა გააკეთეთ, შიგ ჩაარჭეთ კომბოსტოს ყვავილედები და ჩადეთ ფორმაში. ხორცის ფარშზე თხლად დაჭრილი პომიდორი დააწყვეთ. ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ფქვილი და მოშუშეთ, დაასხით ცოტაოდენი კომბოსტოს ნახარში და რძე, შეურიეთ ასევე ყველი. როცა ერთგვაროვანი მასა გახდება, დაუმატეთ მარილი, პილპილი და კომბოსტოსა და ფარშს მოასხით. გამოაცხვეთ 20 წუთის განმავლობაში.