კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის გაჩნდა ავთანდილ ცქვიტინიძესა და ხათუნა თორთლაძეს შორის „განსაკუთრებული ქიმია” და რა სიურპრიზს უწყობს მათ შვილი

ავთანდილ ცქვიტინიძე როგორც ყოველთვის, აქტიურად განაგრძობს მუშაობას და კვლავ ძალიან ბევრს შრომობს იმისთვის, რომ თითოეულმა ქალბატონმა, რომელიც მის სამოსს ატარებს, თავი გამორჩეულად, ქალურად და მოდურად იგრძნოს. თუმცა, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, რასაც ემატება მისი მეუღლის, ხათუნა თორთლაძის დროის დეფიციტიც, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა, დიზაინერი ოჯახურ დასვენებას მაინც ახერხებს და დახარჯულ ენერგიას იმისთვის აღიდგენს, რომ, თავის საქმესთან დაბრუნებისას, ბოლომდე შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა.

ავთანდილ ცქვიტინიძე: ახლახან წარვადგინეთ მომავალი წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია მილანში. ვიყავი მილანის ფაბრიკებში, სადაც ვაწარმოეთ ჯინსი ჩემი მეორე ხაზისთვის – „ავთანდილი 73” და მაისურები ჩემი ნახატებით. სექტემბრის ბოლოს კი კიდევ ერთ კოლექციას წარვადგენთ პარიზში. ამაში ძალიან ბევრი შრომა იდება, რადგან, თვითონ ქსოვილიც ჩემი ესკიზებით იქმნება – მინდა, რომ ქსოვილიც განუმეორებელი იყოს. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ მისთვის მუშაობენ. მე ერთადერთი ქართველი დიზაინერი ვარ, რომელსაც თავისი ქსოვილი აქვს საკუთარი ნახატებით. ჩვენი მომხმარებელი უკვე ძალიან შეეჩვია, რომ „ავთანდილ 73-მა” რაღაც განსაკუთრებული უნდა შესთავაზოს და ჩვენც ყოველთვის ვმუშაობთ ამისთვის. ახლა ვამუშავებთ მოდელებს, რომლებიც უკვე აგვისტოს ბოლოსთვის იქნება საქართველოში; ვამზადებთ შემოდგომა-ზამთრის კოლექციას – მოკლედ, საოცარი გრაფიკი გვაქვს. ჩვენი კომპანია მოიცავს შოუ-რუმებს ნიუ-იორკში, პარიზსა და მილანში. ასევე, მეორე ხაზში საქართველოში უკვე ოთხი მაღაზია გვაქვს. ამას შეემატა სომხეთიც. ოქტომბრიდან კი უკვე ყაზახეთსა და აზერბაიჯანშიც იქნება მეორე ხაზის მაღაზიები. რაც შეეხება პირველ ხაზს, აქაც სერიოზულად ვმუშაობთ. მსოფლიოს მასშტაბით, უკვე 102 კონცეპტუალურ მაღაზიასთან ვთანამშრომლობთ. პირველ ხაზში ჩემგან ძალიან ელეგანტურ და ქალურ ქალბატონს არიან შეჩვეულები, რომლის თემასაც, ალბათ, ვერასდროს ამოვწურავ, რადგან, არაჩვეულებრივი მუზა მყავს მეუღლის სახით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალიან რთული გრაფიკი გვაქვს მაგრამ, წლების განმავლობაში ამ ყველაფერს შევეჩვიეთ. შრომა თანაბრად გვაქვს გადანაწილებული. ლაბორატორიებმა და ფაბრიკებმა ყველაფერი წინასწარ იციან და კოლექციებიც დროულად მზადდება.
– ამ სეზონზე რა ტენდენციებია, რომელი ფერებია ყველაზე აქტუალური?
–  აქცენტები ძირითადად ზაფხულის ტონალობაზე გავაკეთეთ. ყველაზე აქტუალურია: ხორცისფერი, თეთრი, ჟოლოსფერი, შაბიამნისფერი, კარგი მწვანე, მკვეთრი ლურჯი, კარგი სტაფილოსფერი. მრავალი ფერი გვაქვს ფეხსაცმელებშიც. აქ უფრო კანის ფერია დომინანტი; ასევე, ჭრელი, ბევრი ფოჩებით, წითელ თუ ლურჯ ძირზე. ასე რომ, ფერთა გამა საკმაოდ ცოცხალი და ნათელია. მიყვარს, როცა გარდერობი ძირითადად შავი ფერისგან არ შედგება. თუმცა, მიმაჩნია, რომ შავი ყველაზე კარგი და მოდური ფერია, მაგრამ, არ ვიცი, ზაფხულში ჩემ გარდა კიდევ ვინმე თუ ატარებს (იცინის). მე სხვა ფერს ვერ ვეგუები. იმდენ ფერს ვქმნი, რომ მერე აღარ მაქვს მოთხოვნილება, თვითონაც ფერადი სამოსით ვიარო. თან, შავი ფერი ძალიან მდიდარია და მისი სილუეტების თამაშით შესაძლებელია, რომ ტრავმირებულ ადამიანს არ დაემსგავსო (იცინის).
– ზღვის სეზონისთვის რას სთავაზობთ ქალბატონებს?
– ამ სეზონისთვის ქალბატონებს საცურაო კოსტიუმებზე გადასაცმელები, ეგრეთ წოდებული „ბიჩ ვეარი” შევთავაზეთ, რომელსაც ნატურალური მასალისგან – აბრეშუმის და შიფონისგან ვამზადებთ. წყლიდან ამოსულს, შეგიძლია, გადაიცვა და ნებისმიერ კაფეში დაჯდე ყოველგვარი უხერხულობის გარეშე, რაც ძალიან კომფორტულია.
– თქვენ თუ მოახერხეთ უკვე დასვენება?
– პერიოდულად ვახერხებ ორი-სამი დღე დასვენებას. ისე, ყოველდღე ვვარჯიშობ, ძალიან მსიამოვნებს ცურვაც – ეს ყველაფერი ჩემი განტვირთვისთვის აუცილებელია. ზოგადად დიდი ხნით დასვენება არ მჭირდება. სამი დღე საკმარისია, რომ ძალები აღვიდგინო და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა შევძლო. თუმცა, ზაფხულშიც და ზამთარშიც, მეც და ხათუნაც ვცდილობთ, როგორმე ერთი კვირა გამოვნახოთ და ანასტასიასთან ერთად, ოჯახურ გარემოში დავისვენოთ, თან ისე, რომ საქმეც არ გავაფუჭოთ. ახლაც ორი სხვადასხვა ქვეყნის კურორტებზე ვაპირებთ ძალიან კარგი დროის გატარებას.
– ალბათ, მეუღლისთვისაც ძალიან რთულია დროის გამონახვა, მით უმეტეს ახლა, როცა ასეთი საპასუხიმგებლო თანამდებობა უჭირავს.
– რა თქმა უნდა. თუმცა, ჩვენ არასდროს ვძაბავთ ერთმანეთს ჩვენ-ჩვენი გრაფიკით. ვიცით, რომ ორივე კარგ საქმეს ვაკეთებთ, ჩვენს ქვეყანასა და ხალხს ვემსახურებით, თუმცა ხათუნას უფრო სერიოზული მისია აკისრია, მაგრამ, მიმაჩნია, რომ არც ქალების გაბედნიერებაა მარტივი (იცინის). დროს რაც შეეხება, ჩვენ მაქსიმალურად მობილიზებული ვართ და ნებისმიერ თავისუფალ დროს ერთად ვატარებთ, თუნდაც საღამოს, როცა სახლში მივდივართ და, შეგვიძლია, სამივე ერთად, პატარა ბავშვებივით გავერთოთ. ანასტასია უკვე არც ისე პატარაა. ხშირად ერთად ვხატავთ ხოლმე. ბოლო პერიოდში რეჟისურით დაინტერესდა. რაღაცეებს იღებს, ამონტაჟებს და შემდეგ სიურპრიზად გვაჩვენებს ხოლმე.
– ანასტასიას ჩაცმის სტილი როგორია?
– ანასტასიას თავისი ასაკისთვის ძალიან კარგად ჩამოყალიბებული გემოვნება აქვს – იცის, რა უნდა და რა უხდება. ძირითადად პრაქტიკული ტანსაცმლით შემოიფარგლება, თუმცა, თუ სადმე მივდივართ, ძალიან უყვარს გაპრანჭვა. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ, საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს.
– თქვენმა ოჯახმა მოახერხა ამდენი წლის განმავლობაში სიყვარულის შენარჩუნება, რაც მარტივი არაა. რა დაგეხმარათ ამაში?
– ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია. ჩვენს შემთხვევაში ისე მოხდა, რომ ერთნაირად გავიზარდეთ. როცა წყვილი ერთნაირად ვითარდება და არ აქვთ ჩამორჩენა, დაწყებული ურთიერთობით, დამთავრებული ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებით, ურთიერთობაც მარტივდება. როცა მეუღლე შენი ნამდვილი მეორე ნახევარია და ერთმანეთის უსიტყვოდ გესმით, სიყვარულის შენარჩუნება რთული არაა. ბედნიერი და უბედური პერიოდები ყველა ოჯახს აქვს, მთავარია, წყვილმა ერთიანობა შეინარჩუნოს. მე და ხათუნა ყველაზე ძლიერ მხარდაჭერას ყოველთვის ერთმანეთისგან ვგრძნობთ. ჩვენს ურთიერთობაში გაცნობის დღიდანვე გაჩნდა „განსაკუთრებული ქიმია” და მაშინვე ვიგრძენით, რომ ერთი არსება ვიყავით. ამიტომ, იმ დროიდან მოყოლებული, ერთმანეთს გამუდმებით ბედნიერებას ვანიჭებთ.
– ხათუნა რომ კარგად ერკვევა მოდის სფეროში, ეს ყველამ იცის. თქვენ თუ გაერკვიეთ პოლიტიკაში?
– ჩემთვის პოლიტიკა ისეთი საინტერესო არაა. ძალიან მაინტერესებს, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, როგორ ვვითარდებით და რა მდგომარეობა გვაქვს; ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ განვითარდეს ეკონომიკა, ტურიზმი და ხალხმა ამოისუნქოს, მაგრამ, პოლიტიკაში ღრმად ჩახედული არ ვარ. სიმართლე გითხრათ, პოლიტიკოსებს არც ვიცნობ. მე და ხათუნა სერიოზულ პოლიტიკურ თემებს არ განვიხილავთ ხოლმე (იცინის). ხათუნაც არ არის მოდაზე ჩაციკლული, თუმცა, მიმაჩნია, რომ თავისი ვიზუალითა და სტილით საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალბატონია. მართლია, პოლიტიკის გამო მისი გარდერობი რადიკალურად შეიცვალა, მაგრამ ის კვლავ ნაზ, ქალურ და თანამედროვე ქალად დარჩა. ალბათ, საზოგადოება მისგან მისი უნარის, შრომისმოყვარეობისა და ჭკუის გარდა, ვიზუალიდან, ბიოგრაფიიდან და მეუღლიდან გამომდინარე, ელის, რომ ის არასდროს იქნება ჩვეულებრივი და ამაზე მე დიდი სიამოვნებით ვზრუნავ.
–  შარშან, თქვენი ქორწინების 10 წლისთავი შესრულდა. როგორ აღნიშნეთ ეს დღე?
– მე და ხათუნას გვინდოდა, ამ დღეს მეგობრებისთვის განსაკუთრებული ზეიმი მოგვეწყო, მაგრამ, საკმაოდ ეგოისტურად მოვიქეცით – გადავწყვიტეთ, ეს მხოლოდ ჩვენი ზეიმი ყოფილიყო, ამიტომ, საკუთარ თავს ათდღიანი კრუიზი მივუღძვენით და ეს დრო ძალიან ბედნიერად გავატარეთ, რა თქმა უნდა, ანასტასიასთან ერთად.

скачать dle 11.3