ფეხსაცმლის ახალი სიცოცხლე
ამ მეთოდით თქვენს მოძველებულ ან მობეზრებულ ფეხსაცმელს ისე განაახლებთ, ყველას ახალი ეგონება. დახედეთ სურათებს. დაგჭირდებათ სხვადასხვა ფორმის შუშის მძივები, პინცეტი და სილიკონის წებო. ფეხსაცმლის უკანა მხარეს, ქუსლთან, დაამაგრეთ წებოწასმული მძივები და პინცეტით მაგრად დააწექით.
აცადეთ, გაშრეს და ეფექტური, გამოსასვლელი ფეხსაცმელი მზად არის.