ბრძნული აზრები
რონი: მე მხიბლავს ის ფაქტი, რომ ადამიანთა უმეტესობა უფრო გულმოდგინედ გეგმავს შვებულებას, ვიდრე თავის ცხოვრებას. შეიძლება, ეს იმიტომ ხდება, რომ, ყოველთვის ადვილია, წახვიდე, ვიდრე დარჩე და რამე შეცვალო.
პლატონი: ყველაფრის ახსნას ნუ შეეცდები, თორემ, უმეცარი დარჩები.
მონტენი: ბევრი უნდა ისწავლო, რათა შეიგნო, რომ ცოტა რამ იცი.
არისტოტელე: ბრძენი იმას კი არ დაეძებს, რაც სასიამოვნოა, არამედ იმას, რაც მწუხარებას განაქარვებს.
***
ვინც წინ მიდის სწავლაში, მაგრამ უკან რჩება ზნეობაში, ის უფრო უკან იწევს, ვიდრე წინ მიიწევს.
კლეოვუდი: რაც უფრო ცივილიზებული ხდება ცხოვრების სახე, მით უფრო უბრუნდება ადამიანი იმას, რაც თავდაპირველად იყო: ცოდნის უმაღლესი საფეხური უცოდინარობა აღმოჩნდება, ხოლო ხელოვნების მწვერვალი – ბუნება და ზნეობრივი უბრალოება.
ტოლსტოი: არ მოუსმინო მას, ვინც სხვებს აუგად მოიხსენიებს, თქვენზე კი კარგს ამბობს.
ავრელიუსი: უმჯობესი შურისძიება ის არის, რომ არ ემსგავსო და არ მიჰბაძო მას, ვინც გაგამწარა.
კარლაილი: დაე, ნუ შეგაშფოთებს შეცდომა. არაფერი ისე არ გვასწავლის, როგორც საკუთარი შეცდომის შეგნება. ეს თვითაღზრდის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.
ბელინსკი: სიცილი ხშირად შუამავალია ჭეშმარიტებასა და სიცრუის გარჩევის საქმეში.
მენანდრე: სამართლიანი ადამიანის ზნეობრივი პრინციპები სავსებით ცვლის კანონებს.
ბრიუერი: კეთილია, ვინც ხალხის სიკეთეზე ზრუნავს; ძალიან კეთილია, ვინც ამ სიკეთისთვის ევნო; სრულქმნილების ზღვარს მიაღწია, ვინც თავი დადო სიკეთისთვის.
ბეკონი: კითხვა ადამიანს მცოდნეს ხდის, საუბარი – მაძიებელს, ხოლო ჩაწერის ჩვეულება – ზუსტს.
უაილდი: ლამაზი ტყუილის თქმა – აი, მიზანი ჭეშმარიტი ხელოვნების.
პასკალი: რაც უფრო ჭკვიანია კაცი, მით უფრო მეტ თავისებურებასა და მრავალფეროვნებას პოულობს მოყვასთა შორის. ჩვეულებრივი კაცისთვის ყველა ერთია.
ლაფონტენი: მოთმინება და დრო უფრო მეტს იძლევა, ვიდრე ძალა და ვნება.
კარნეგი: სიკეთეს რომ სჩადიხართ, მადლიერებაზე ნუ ფიქრობთ. თუ თქვენ გსურთ, ეზიაროთ ბედნიერებას, შეწყვიტეთ ფიქრი მადლიერებასა და უმადურობაზე.
გოეთე: ბუნება ხუმრობებს არ იცნობს: ის ყოველთვის მართალია, ყოველთვის სერიოზული, ყოველთვის მკაცრი და ყოველთვის სამართლიანი. შეცდომები და დაბნეულობები კი ადამიანისგან გამომდინარეა.
მელიხანი: ხანდახან ქალი უარს ამბობს მამაკაცთან სიახლოვეზე არა იმიტომ, რომ ის არ მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ შიშობს, თვითონ არ აღმოჩნდეს დაწუნებული.